დუოდენიტი – თორმეტგოჯა ნაწლავის ანთება

0
871
დუოდენიტი – თორმეტგოჯა ნაწლავის ანთება
#post_seo_title

დუოდენიტი – თორმეტგოჯა ნაწლავის ანთება (როგორც წესი ლორწოვანი გარსის ანთება). ხანგრძლივი არსებობის პირობებში თორმეტგოჯა ნაწლავის ლორწოვან გარსში ვითარდება ქრონიკული დუოდენიტი. საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა; გვხვდება უპირატესად მამაკაცებში. განასხვავებენ მწვავე და ქრონიკულ, გავრცელებულ და შემოსაზღვრულ დუოდენიტებს.

მწვავე დუოდენიტი მიმდინარეობს კუჭის და ნაწლავების მწვავე ანთებასთან ერთად როგორც მწვავე გასტროენტერიტი, გასტროენტეროკოლიტი; შეიძლება იყოს კატარალური, ეროზიულ – წყლულოვანი და ფლეგმონური. ეტიოლოგია, პათოგენეზი. კვებითი ტოქსიკოინტოქსიკაციები, მოწამვლა ტოქსიკური ნივთიერებებით, ძალიან ცხარე საკვების, ასევე მაგარი ალკოჰოლური სასმელების დიდი რაოდენობით მიღება, თორმეტგოჯა ნაწლავის ლორწოვანი გარსის დაზიანება უცხო სხეულებით.

მიზეზები
დაავადების გამომწვევი მიზეზებია:
·         საკვები ტოქსიკოინფექციები;
·         ცხარე და ცხელი საკვების ხშირად მიღება;
·         ალკოჰოლის ჭარბი გამოყენება;
·         უხეში საკვებით კუჭის ზედაპირის დაზიანება;
·         ტოქსიკური პრეპარატებით მოწამვლა, რაც იწვევს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ლორწოვანი გარსის გაღიზიანებას.

სიმპტომები
დაავადებას ახასიათებს შემდეგი სახის სიმპტომები:
·         ეპიგასტრიის არეში ტკივილი (მუცლის ზედა ნაწილი);
·         გულის რევა და ღებინება;
·         სიმძიმის შეგრძნება კუჭში;
·         ეპიგასტრიის ადგილას ტკივილი პალპაციის დროს;
·         საერთო სისუსტე, სხეულის მაღალი ტემპერატურა.

დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკისთვის საჭიროა:
·         დუოდენოფიბროსკოპია – იძლევა ნაწლავის ლორწოვანი გარსის ანთებითი პროცესის გამოვლენის საშუალებას;
·         სისხლის კლინიკური ანალიზი – იძლევა ნეიტროფილური ლეიკოციტოზის გამოვლენის საშუალებას;
·         დათვალიერება და პალპაცია – იძლევა მუცლის ღრუს წინა კედლის დაჭიმულობის დონის გარკვევის საშუალებას.

მკურნალობა
დაავადების სამკურნალოდ გამოიყენება:
·         დიეტოთერაპია;
·         ანტაციდური პრეპარატები;
·         მედიკამენტური მკურნალობა;
·         ქოლინოლიტური პრეპარატები;
·         ვიტამინოთერაპია.

დიეტა
დაავადების მკურნალობისას რეკომენდირებულია რძისა და მცენარეული დიეტა.

საშიშროება
დაავადების გართულებამ შეიძლება გამოიწვიოს ნაწლავში სისხლდენა, ნაწლავის პერფორაცია, ასევე შეიძლება მოხდეს მწვავე პანკრეატიტის განვითარება.

რისკის ჯგუფი
რისკის ჯგუფში შედიან:
·         ალკოჰოლიკები;
·         მწეველები;
·         მლაშე, ცხარე, მჟავე და ცხელი საკვების მოყვარულები.

პროფილაქტიკა
ჯანსაღი კვება, მოწევაზე და ალკოჰოლის ჭარბ გამოყენებაზე უარის თმქა, ასევე კარგი იქნება, თუ უარს იტყვით ე.წ. ფასტფუდის მიღებაზე.

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  სარძევე ჯირკვლის ფიბროადენომა

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ