დორზალგია – დაავადება, რომელსაც ახასიათებს ტკივილები ხერხემლის სხვადასხვა დაავადების დროს

0
769

დორზალგია – დაავადება, რომელსაც ახასიათებს ტკივილები ხერხემლის სხვადასხვა დაავადების დროს.
დღეისათვის გამოიყოფა:
·         ვერტებროგენული დორზალგია – ტკივილები ზურგის არეში, რაც გამოწვეულია ხერხემლის დაავადებებით (ხერხემლის ოსტეოქონდროზი, რადიკულიტი, ხერხემალშორისი თიაქარი, დისკის პროტრუზია, სქოლიოზი, ხერხემლის გამრუდება);
·         მიოფასციალური სინდრომი – ტკივილი ზურგის არეში, რაც გამოწვეულია კუნთების სპაზმებით.

მიზეზები
დორზალგია ჩნდება ზურგის ტვინის ნერვული ბოჭკოების დაზიანებით, რაც გამოწვეულია სხვადასხვა ფაქტორების ზეგავლენით. დორზალგიის მიზეზებია:
·         ხერხემლის დაავადებების გართულება;
·         კუნთოვანი სისტემის დარღვევები;
·         შინაგანი ორგანოების დაავადებები (კუჭ-ნაწლავის, თირკმელების, ფილტვების დაავადებები).

სიმპტომები
დაავადებისთვის დამახასიათებელია შემდეგი სახის სიმპტომები:
·         წვა;
·         ჩხვლეტა;
·         დაჭიმულობა;
·         მწველი ტკივილი ზურგის არეში.
ლოკალიზაციის ადგილის მიხედვით ტკივილი შეიძლება იგრძნობოდეს:
·         წელის არეში;
·         ზურგის მარჯვენა ან მარცხენა მხარეს;
ტკივილები შეიძლება იყოს მწვავე ან ქრონიკული. ტკივილი ძლიერდება ღრმა სუნთქვისას, გვერდით ან წინ გადახრისას.

დიაგნოსტიკა
დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-ნევროლოგი და ნიშნავს:
·         მაგნიტო-რეზონანსულ ტომოგრაფიას;
·         რენტგენოგრაფიულ გამოკვლევას;
·         არაინვაზიურ მაგნიტო-რეზონანსულ-მიელოგრაფიას;
·         ინვაზიურ კომპიუტერულ ტომოგრაფიას-მიელოგრაფიას.

მკურნალობა
დაავადების მკურნალობისთვის გამოიყენება:
·         ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები;
·         გასაუმტკივარებელი პრეპარატები;
·         კორსეტების ტარება;
·         ფიზიოთერაპევტული მკურნალობა.
ძირითადი მკურნალობა მიმართულია დაავადების გამომწვევი მიზეზის აღმოსაფხვრელად ან პირველადი დაავადების სამკურნალოდ, რამაც გამოიწვია ტკივილები. მკურნალობა შეიძლება იყოს როგორც კონსერვატიული, ისე ქირურგიული.

საშიშროება
მკურნალობის არარსებობის შემთხვევაში შესაძლოა განვითარდეს შემდეგი სახის გართულებები:
·         ჰიპერტონია;
·         თავის ტივინის ჟანგბადით მომარაგების დარღვევა;
·         კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები;
·         რადიკულიტი;
·         გულის დაავადებები;
·         ბრონქიალური ასთმა;
·         სისხლძარღვოვანი დისტონია;
·         შარდსასქესო სისტემის დაავადებები.

რისკის ჯგუფი
·         სპორტსმენები;
·         მეტწილად მჯდომიარე ცხოვრების წესის მქონე ადამიანები;
·         მძიმე ფიზიკური სამუშაოს მქონე ადამიანები;

პროფილაქტიკა
დაავადების პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებულია:
·         ხერხემლის დაავადებების დროული მკურნალობა;
·         სიმძიმეების აწევისგან თავის შეკავება;
·         სპეციალური ვარჯიშების შესრულება, რაც ამაგრებს ხერხემალს;
·         გადაციებისგან თავის დაცვა.

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  კაპოშის სარკომა - კანის ავთვისებიანი დაავადება, რომელიც ვითარდება მასში არსებული ლიმფური და სისხლძაღვების ენდოტელიისგან
წინა სტატიაშიდუოდენიტი – თორმეტგოჯა ნაწლავის ანთება
შემდეგი სტატიადიფუზიური ჩიყვი ჩნდება ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის მოშლის შედეგად
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ