დიფუზიური ჩიყვი ჩნდება ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის მოშლის შედეგად

0
889
ფარისებრი
#post_seo_title

დიფუზიური ჩიყვი – დაავადება, რომლის შედეგად ხდება ფარისებრი ჯირკვლის ზომიერი გადიდება. დიფუზიური ჩიყვი ბავშვებში ვითარდება მოზარდობის პერიოდში.
გამოიყოფა დიფუზიური ჩიყვის ორი სახეობა:
·         ენდემური;
·         ტოქსიკური.

მიზეზები
დიფუზიური ჩიყვი ჩნდება ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის მოშლის შედეგად, მისი გამომწვევი მიზეზებია:
·         მემკვიდრეობითი ფაქტორი;
·         ორგანიზმში იოდის უკმარისობა;
·         საერთო ინტოქსიკაცია;
·         ჰორმონების სინთეზის დარღვევა;
·         სპილენძის, თუთიის დეფიციტი;
·         ჭარბი კალციუმი;
·         ინფექციური და ქრონიკული დაავადებების ფონზე იმუნიტეტის დაქვეითება.

სიმპტომები
დაავადებას ახასიათებს შემდეგი სახის სიმპტომები:
·         ფარისებრი ჯირკვლის შესამჩნევად გადიდება;
·         გამოქაჩული თვალები;
·         საერთო სისუსტე;
·         ჭარბი ოფლიანობა;
·         წონის სწრაფი დაკარგვა;
·         გაღიზიანება;
·         ძილის დარღვევა;
·         გულის არეში ჩხვლეტა;
·         პულსის გახშირება;
·         არტერიული წნევის აწევა;
·         კანის ქავილი;
·         თმის ძლიერი ცვენა;
·         ხელების კანკალი;
·         ქალებში აღინიშნება მენსტრუალური ციკლის დარღვევა.

დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკისთვის ექიმი-ენდოკრინოლოგი ნიშნავს:
·         სისხლის საერთო ანალიზს;
·         შარდის ანალიზს;
·         იმუნოგრამას;
·         ფარისებრი ჯირკვლის ულტრა-ბგერით გამოკვლევას;
·         საყლაპავის რენტგენოსკოპიას;
·         ფარისებრი ჯირკვლის ბიოპსიას.

მკურნალობა
დაავადების მკურნალობა მოიცავს:
·         ტირეოიდული ჰორმონების დასაბლოკ პრეპარატებს;
·         რადიოაქტიული იოდის შემცველ პრეპარატებს;
·         დამამშვიდებელ პრეპარატებს;
·         ფარისებრი ჯირკვლის ქირურგიული გზით მოცილებას.

დიეტა
მკურნალობის პერიოდში ყოველღიური რაციონის ენერგეტიკული ფასეულობა უნდა შეადგენდეს 3400-3800 კალორიას, რაციონიდან უნდა გამოირიცხოს პროდუქტები, რომლებიც ახდენენ ნერვულ სტიმულაციას:
·         მსუყე ბულიონები და სოუსები;
·         შებოლილი პროდუქტი;
·         ყავა, ჩაი;
·         შოკოლადი, კაკაო;
·         ცხარე საკვები;
·         სპეციები;
·         ალკოჰოლი.

საშიშროება
თუ არ მოხდება დაავადების დროული მკურნალობა, შეიძლება განვითარდეს შემდეგი გართულებები:
·         სისხლის მიმოქცევის დარღვევა;
·         მხედველობის გაუარესება;
·         გულის მარჯვენა ნაწილის ჰიპერფუნქცია;
·         საყლაპავისა და ტრაქეის შეკუმშვა;
·         ფარისებრი ჯირკვლის ანთება;
·         ჩიყვის არეში ავთვისებიანი წარმონაქმნების გაჩენა.

  ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა – თუ აგერიათ ძილის რეჟიმი, გაწუხებთ ჭარბი ოფლიანობა, მუდმივად გაქვთ დაღლილობის შეგრძნება, გცვივათ თმა…

რისკის ჯგუფი
რისკის ჯგუფში შედიან:
·         მემკვიდრეობითი მიდრეკილების მქონე ადამიანები;
·         30-50 წლის ადამიანები (განსაკუთრებით ქალები);
·         აუტოიმუნური დაავადებების მქონე ადამიანები.

პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
·         რაციონში იოდიზირებული მარილის ჩართვა;
·         ზოგადგამაჯანსაღებელი პროცედურები;
·         ვიტამინების მიღება (განსაკუთრებით В ჯგუფის);
·         კონტრასტულ შხაპზე უარის თქმა;
·         სტრესული სიტუაციებისთვის თავის არიდება.

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ