დიუპიუიტრენის კონტრაქტურა – ყელაზე ხშირად ის აზიანებს უსახელო თითს

0
598
#image_title

დიუპიუიტრენის კონტრაქტურა – ეს არის ხელის მტევნის გავრცელებული დაავადება, რომელსაც ასევე ეძახიან «ფრანგულ დაავადებას». ყელაზე ხშირად ის აზიანებს უსახელო თითს. ითრევს ერთ ან ორივე ხელს. დაავადება გვხვდება საშუალო ასაკის მამაკაცებში. გავრცელებულია აღმოსავლეთ ევროპაში, სკანდინავიაში, ირლანდიაში.

მიზეზები
დაავადების გამომწვევი მიზეზებია:
·         დამაკავშირებელი ქსოვილის პათოლოგიური პროცესი;
·         ნივთიერებათა ცვლის დარღვევა;
·         მოწევა – დამოუკიდებელი ფაქტორი, რომელიც აჩქარებს აღნიშნული დაავადების განვითარებას;
·         შაქრიანი დიაბეტი;
·         ალკოჰოლზე დამოკიდებულება;
·         მემკვიდრეობითი ფაქტორი.

სიმპტომები
დაავადების ძირითადი სიმპტომებია:
·         ხელისგულის გადაგვარება;
·         თითების თავისუფლად გაშლის შეუძლებლობა;
·         ერთი ან რამდენიმე თითის პარალიზება;
·         ტკივილი და მტვრევა მტევნებში;

დიაგნოსტიკა
დიაგნოსტიკას ახორციელებს ექიმი-ორთოპედი, რომელიც ატარებს ხელის ძვლების გამოკვლევას, ასევე შეიძლება საჭირო გახდეს შემდეგი სახის გამოკვლევები:
·         რენტგენი;
·         ულტრა-ბგერითი გამოკვლევა;
·         კომპიუტერული ტომოგრაფია.

მკურნალობა
დაავადების მკურნალობა მოიცავს:
·         ფიზიოთერაპიას;
·         სპეციალურ ვარჯიშებს ხელის გულისთვის;
·         ლონგეტური სახვევების ტარებას;
·         ულტრა-ბგერით მკურნალობას;
·         კორტიკოსტეროიდული პრეპარატების ინექციას;
·         მასაჟს;
·         ჰორმონალურ თერაპიას;
·         თბილ აბაზანებს;
·         ქირურგიულ ჩარევას;
·         ნემსების აპონეიროტომიას.

საშიშროება
დაავადების საშიშროება მდგომარეობს ხელის მტევნების სრულ ატროფიაში.

პროფილაქტიკა
გართულებების თავიდან ასაცილებლად რეკომენდირებულია:
·         სწორი, დაბალანსებული კვება;
·         ალკოჰოლის გამოყენების მინიმუმამდე დაყვანა;
·         შაქრიანი დიაბეტის დროული მკურნალობა.

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  საყლაპავის სტენოზი

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ