დალტონიზმი წარმოადგენს მხედველობის დარღვევას, რომელსაც ახასიათებს თვალის მიერ ერთ ან რამდენიმე ფერის აღქმის უნარის დაკარგვა

0
354

დალტონიზმი – წარმოადგენს მხედველობის დარღვევას, რომელსაც ახასიათებს თვალის მიერ ერთ ან რამდენიმე ფერის აღქმის უნარის დაკარგვა. როგორც წესი, ადამიანი-დალტონიკები ვერ ახერხებენ ერთი რომელიმე კონკრეტული ფერის გარჩევას. პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ამას ადამიანები ზრდასრულ ასაკში ხვდებიან.

მიზეზები
დალტონიზმის მიზეზი ხდება დაავადება, რომელიც გამოწვეულია X-ქრომოსომას დაზიანებით. ასევე გვხდება შემთხვევები, როცა დალტონიზმი ნევროლოგიური დაავადებების შედეგია. სამწუხაროდ მიზეზის მიუხედავად, აღნიშნული დაავადება განუკურნებელია. ფერების აღქმის რეცეპტორების არასწორი მუშაობა იწვევს დალტონიზმს.
არსებობს ასევე დალტონიზმის ისეთი ტიპი, რომელიც არ ითვლება დაავადებად. საქმე ეხება ადამიანის მხედველობის ანატომიურ თვისებას, რომელიც აქვს იმ ადამიანებს, ვინც ვერ ანსხვავებს მწვანე და წითელ ფერს, ასევე ვერ აღიქვამენ ხაკის ფერს. მხედველობის ასეთი განსაკუთრებულობა ფიქსირდება ცხოველებშიც, რომლებიც ადვილად გადაადგილდებიან ტყეში და საკვებსაც მარტივად მოიპოვებენ სიმწვანეში.

სიმპტომები
დაავადებისთვის დამახასიათებელია შემდეგი სახის სიმპტომები:
·         ფერების აღქმის დარღვევა;
·         ფერების გართულებეული აღქმა;
·         მწვანე და წითელი ფერის გარჩევის შეუძლებლობა;
·         ლურჯი და მწვანე ფერის გარჩევის პრობლემა.
ზოგჯერ დალტონიზმს თან სდევს სუსტი მხედველობა. გარდა ამისა, აღნიშნული დაავადების მქონე ბავშვები ნივთებს ხედავენ ნაცრისფერის სხვადასხვა ტონალობებში.

დიაგნოსტიკა
როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, ბავშვებს ფერების გარჩევა შეუძლიათ 3-4 წლის ასაკიდან. დალტონიზმის დაიაგნოსტირება შეიძლება ბავშვზე ხანგრძლივი დაკვირვების შედეგად. ამ დაავადების მქონე ბავშვები, როგორც წესი, ყურადღებას არ აქცევენ ღია ფერის სათამაშოებს. ექიმი-ოფთალმოლოგი აღნიშნული პრობლემის გამოსავლენად იყენებს სპეციალურ ფერად წრეებს და რაბკინის ცხრილს.

მკურნალობა
როგორ უნდა ვუმკურნალოთ მემკვირეობით გადაცემულ დალტონიზმს? სამწუხარდო მეცნიერებმა ვერ აღმოაჩინეს ასეთი მეთოდი. თუმცა სპეციალისტები საუბრობენ იმაზე, რომ შეძენილი დალტონიზმის მკურნალობა შესაძლებელია. მაგალითად, თუ დალტონიზმის პრობლემა დაკავშირებულია კატარაქტასთან, მისი განკურნება შესაძლებელია ქირურგიული ჩარევით.
ასევე დალტონიზმი იკურნება, თუ ამის მიზეზი რაიმე პრეპარატის მიღებაა (მაგალითად „ვიაგრა“). ასევე შეიძლება სპეციალური სათვალის გამოყენება, რომლსაც შეფერილი ლინზები აქვს, რაც ფერების აღქმას უწყობს ხელს. რაც შეეხება დალტონიზმს ზრდასრულ ასაკში – მისი განკურნება არა, მაგრამ გაკორექტირება შესაძლებელია. ზოგადად დალტონიზმის სრულად განკურნება სამწუხაროდ შეუძლებელია.

რისკის ჯგუფი
ძირითად რისკის ჯგუფს შეადგენენ მამაკაცები, რამდენადაც მემკვიდრეობით დალტონიზმის გადაცემა დედისგან ვაჟზე ხდება. გოგონები აღნიშნული პრობლემით იმ შემთხვევაში იბადებიან, თუ ორივე მშობელი დალტონიკია. თუ დალტონიზმით დაავადებულია მხოლოდ ერთი მშობელი, ჯანმრთელი X-ქრომოსომა ბლოკავს დაზიანებულს.

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniEkimi.ge
#drpkhakadze

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ