გლომერულონეფრიტი

0
631

გლომერულონეფრიტი (გორგლოვანი ნეფრიტი) – თირკმელების დაავადება, რომელსაც ახასიათებს თირკმლის გლომერულების დაზიანება, მაგრამ პროცესში შეიძლება ჩართული იყოს თირკმელების სხვა სტრუქტურებიც (თირკმელების არხები, უჯრედშორისი ქსოვილები). გამოიყოფა დაავადების მწვავე და ქრონიკული ფორმები. განვითარების მექანიზმით გამოიყოფა პირველი და მეორე ხარისხის გლომერულონეფრიტი.

მიზეზები
დაავდება წარმოიშობა თირკმლის გლომერულაში სისხლიდან უცხო სხეულის მოხვედრით, რაც იწვევს ანთებით პროცესს. გლომერულონეფრიტის მიზეზებია:
·         გადატანილი ინფექციური დაავადებები (ანგინა, ტუპერკულოზი, მუცლის ტიფი, გრიპი, ჰერპესი, წითლა, ჩუტყვავილა);
·         იმუნური სისტემის დარღვევა;
·         ხშირი გადაციება;
·         ქრონიკული ინფექციის კერების არსებობა;
·         გენეტიკური მიდრეკილება.

სიმპტომები
დაავადებისთვის დამახასიათებელია შემდეგი სახის სიმპტომები:
·         სხვადასხვა ადგილებში შეშუპება;
·         არტერიული წნევის აწევა;
·         შარდის ფერის შეცვლა (გამუქება);
·         შარდის გამოყოფის შემცირება (ოლიგურია).
ასევე შეიძლება აღინიშნებოდეს:
·         თავის ტკივილები;
·         საერთო სისუსტე;
·         გულის რევა, ღებინება;
·         სხეულის ტემპერატურის აწევა;
·         წელის არეში მწვავე ტკივილი.

დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-ნეფროლოგი. მკურნალობის დასადგენად ინიშნება:
·         შარდის საერთო ანალიზი;
·         სისხლის საერთო, ბიოქიმიური ანალიზი;
·         თირკმელების რადიოიზოტოპური ანგიორენოგრაფია;
·         სისხლის შრატის ანალიზი;
·         თირკმელების ულტრა-ბგერითი გამოკვლევა;
·         თირკმელების ბიოპსია.
დამატებით შეიძლება საჭირო გახდეს ოფთალმოლოგის, ოტოლარინგოლოგის, ინფექციონისტის, რევმატოლოგის, კარდიოლოგის კონსულტაცია.

მკურნალობა
დაავადების მკურნალობა მოიცავს:
·         ანტიბიოტიკებს;
·         შარდმდენ პრეპარატებს;
·         ანტიალერგიულ საშუალებებს;
·         დეზაგრეგანტებს, ანტიკოაგულანტებს (სისხლის მიკროცირკულაციის გასაუმჯობესებლად);
·         ჰორმონალურ თერაპიას;
·         ციტოსტატიკებს;
·         ჰემოდიალიზი (გართულებული მდგომარეობის დროს).
თანამედროვე მკურნალობის პირობებში შესაძლებელია დაავადებისგან სრულად გამოჯანმრთელება.

დიეტა
მკურნალობის პირველი 7 დღის მანძილზე პაციენტს ენიშნება უმარილო დიეტა ცილების შემცირებით, შემდეგ მარილის შეზღუდული რაოდენობით.

საშიშროება
თუ არ მოხდება დაავადების დროული მკურნალობა, შესაძლოა განვითარდეს შემდეგი სახის გართულებები:
·         ფილტვების შეშუპება;
·         თირკმლის ეკლამპსია;
·         თირკმლის უკმარისობა;
·         ურემია.
სწრაფად პროგრესირებადი დაავადების დროს, შესაძლოა ლეტალური შედეგი.

პროფილაქტიკა
სამწუხაროდ დაავადების პროფილაქტიკისთვის რაიმე სპეციალური მეთოდი არ არსებობს.

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  ფილტვისმიერი გული – გულის დაავადება, რომელსაც ახასიათებს მარჯვენა წინაგულისა და პარკუჭის გადიდება. დაავადების მწვავე ფორმა შეიძლება განვითარდეს ძალიან სწრაფად

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ