გლაუკომა წარმოადგენს თვალის საშიშ დაავადებას, რომელიც შეიძლება გაჩნდეს ნებისმიერ ასაკში

0
1020
კატარაქტა - თვალის დაავადებაა, რომელიც მხედველობის დაქვეითებით გამოიხატება. გამომწვევი მიზეზი თვალის ბროლის შემღვრევაა
#post_seo_title

გლაუკომა  – დაავადება, რომელსაც ახასიათებს თვალის შიდა წნევის მუდმივი ან პერიოდული აწევა. გლაუკომა წარმოადგენს თვალის საშიშ დაავადებას, რომელიც შეიძლება გაჩნდეს ნებისმიერ ასაკში. ყველაზე მეტად გლაუკომა აღენიშნება რთულ ასაკში მყოფ ბავშვებს.

მიზეზები
დაავადება ჩნდება თვალის ჰიდროდინამიკის დარღვევის შედეგად, რაც იწვევს თვალის შიდან წნევის ცვლილებას.
დაავადების გამომწვევი მიზეზებია:
·         მემკვიდრეობითი ფაქტორი;
·         გამოკვეთილი ახლომხედველობა, შორსმხედველობა;
·         ტრავმები, თვალის ოპერაციები;
·         ადრე გადატანილი თვალის დაავადებები;
·         მხედველობითი არხის ქსოვილებში სისხლის მიმოქცევის დარღვევა;
·         თვალის წვეთებისა და სტეროიდული პრეპარატების ხანგრძლივად მიღება;
·         გულს-სისხლძარღვთა დაავადებები (ჰიპერტონია, ვეგეტო-სისხლძარღვოვანი დისტონია);
·         შაქრიანი დიაბეტი;
·         ხშირი შაკიკი.

სიმპტომები
დაავადებისთვის დამახასიათებელია შემდეგი სიმპტომები:
·         მხედველობის დაბინდვა, თვალწინ ბადის არსებობის შეგრძნება;
·         კაშკაშა საგნებზე ყურებისას ცისარტყელას ფერების გაჩენა;
·         თვალების მუდმივი დაძაბულობა;
·         ტკივილი თვალების გარშემო;
·         კრუნჩხვები თვალებში;
·         ბინდში მხედველობის გართულება;
·         რქოვანას ზომების გადიდება;
·         სინათლის შიში.

დიაგნოსტიკა
გლაუკომას სამკურნალოდ ექიმი-ოფთალმოლოგი ატარებს შემდეგ გამოკვლევებს:
·         თვალის შიდა წნევის გაზომვას;
·         პერიმეტრიას;
·         ფერებზე ტესტირებას;
·         ბიომიკროსკოპიას;
·         ოფთალმოსკოპიას;
·         თვალის ულტრა-ბგერით სკანირებას;
·         თვალის ულტრა-ბგერით ბიომიკროსკოპიას;
·         ელექტროოკულოგრაფიას.

მკურნალობა
დაავადების მკურნალობა მოიცავს:
·         თვალის შიდა წნევის დამწევ წვეთებს;
·         ლაზერულ თერაპიას;
·         ფიზიოთერაპიას (სიდორენკოს სათვალე);
·         ქირურგიულ ოპერაციას (ინიშნება ხანგრძლივი კონსერვატიული მკურნალობისას ეფექტის არქონის შემთხვევაში).

საშიშროება
თუ არ მოხდება დაავადების დროული მკურნალობა, შესაძლოა განვითარდეს შემდეგი სახის გართულებები:
·         ძლიერი ცრემლდენა, რომლის გამოც შეიძლება შეუძლებელი გახდეს თვალების გახელა;
·         მხედველობითი ნერვის სრული ატროფია;
·         რქოვანას დისტროფია;
·         სიბრმავე.

რისკის ჯგუფი
რისკის ჯგუფში შედიან:
·         40 წელს ზევით ადამიანები;
·         მუქი კანის, თმისა და თვალის გუგის მქონე ადამიანები;
·         მემკვიდრეობითი მიდრეკილების მქონე ადამიანები;
·         თვალის ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანები (კატარაქტა);
·         ადამიანები, ვიასაც აწუხებს შაქრიანი დიაბეტი, ჰიპერტონია.

  მიოკარდიტი - ვლინდება როგორც შეშუპება და მიოკარდის დარღვევა

პროფილაქტიკა
პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებულია:
·         ოფთალმოლოგთან ვიზიტი 3-6 თვეში ერთხელ;
·         ისეთი პრეპარატების გამორიცხვა, რომლებიც შეიცავენ ბელადონას, კოფეინს, სტრიქნინს;
·         დიდხან სიბნელეში ყოფნისთვის თავის არიდება, ტელევიზორის ყურება ანთებული შუქის თანხელბით;
·         კომპიუტერთან მუშაობის დროს დამცავი ფენის მქონე სათვალის გამოყენება და ყოველ 45 წუთში შესვენება;
·         მცხუნვარე მზეზე ყოფნისგან თავის შეკავება;
·         საკვებად ვიტამინებით მდიდარი პროდუქტის გმოყენება.

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
წინა სტატიაშიგლომერულონეფრიტი
შემდეგი სტატიაგისის კონის ბლოკადა

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ