ქრონიკული გასტრიტი იწვევს კუჭის კიბოს

0
1363
ქრონიკული გასტრიტი იწვევს კუჭის კიბოს
#post_seo_title

გასტრიტი კუჭის ლორწოვანი გარსის ანთებაა, რომელიც შეიძლება იყოს მწვავე ან ატარებდეს ქრონიკულ ხასიათს. მწვავე გასტრიტი, როგორც წესი, მოულოდნელად და მძიმე ჩივილებით იჩენს ხოლმე თავს და გრძელდება რამდენიმე დღის ან კვირის განმავლობაში. ის შეიძლება უეცარმა სტრესულმა მდგომარეობამ, რაიმე ტიპის პროდუქტის მიღებამ, ბაქტერიით ინფიცირებამ ან სხვა ფაქტორებმა გამოიწვიოს.

ქრონიკული გასტრიტი კი გრძელვადიანი მდგომარეობაა – ხშირად ის თვეებისა და წლების განმავლობაში აწუხებს პაციენტს, ახასიათებს პერიოდული რემისიები და გამწვავებები. ქრონიკული გასტრიტი, უმეტესად, ნელ-ნელა ვითარდება, ხშირად ის ასოცირებულია ჰელიკობაქტერ პილორით გამოწვეულ ინფექციასთან, ავტოიმუნურ დაავადებებთან, კუჭის ლორწოვანი გარსის გამღიზიანებლების (როგორებიცაა ალკოჰოლი, თამბაქო, ზოგიერთი ტიპის საკვები) ხშირ და ხანგრძლივად მოხმარებასთან.

გასტრიტი – დაავადება, რომელსაც ახასიათებს კუჭის ლორწოვანი გარსის ანთება. გამოიყოფა დაავადების მწვავე და ქრონიკული ფორმები. ბავშვებში გასტრიტი დამახასიათებელია ორგანიზმის ინტენსიური ზრდის პროცესში (5-6, 9-12 წლის ასაკში).
გასტრიტის სახეობები:
·         ზედაპირული გასტრიტი (მიმდინარეობს მხოლოდ ლორწოვანი გარსის ანთება);
·         ეროზიული გასტრიტი (აღინიშნება ლორწოვანი გარსის ეროზია);
·         ატროფიული გასტრიტი (აღინიშნება ლორწოვანი გარსის შემცირება);
·         ფლეგმანოზური გასტრიტი (კუჭის წყლულის ან კიბოს გართულება, ანთებით პროცესში ჩათრეულია კუჭის ყველა ფენა).

მიზეზები
დაავდება წარმოიშობა კუჭის შიდა კედლის გარსის ანთების შედეგად (კონკრეტულად ბაქტერიის Helicobacter pilori-ის გააქტიურების შედეგად ). მწვავე გასტრიტის მიზეზებია:
·         საკვებ-ტოქსიკური ინფექციები (სალმონელეზები);
·         ძღომამდე ჭამა;
·         მოწევა და ალკოჰოლური სასმელის მავნე გამოყენება;
·         ლორწოვანი გარსის მედიკამენტებით გაღიზიანება (ანალგეტიკები, ციტოსტატიკები);
·         საკვები ალერგია;
·         სტრესი, გადაღლა, ქრონიკული უძილობა.
ქრონიკული გასტრიტის მიზეზებია:
·         მწვავე გასტრიტის მკურნალობის არ არსებობა;
·         კვების რეჟიმის ხანგრძლივი დროით დარღვევა;
·         მწარე და უხეში საკვების მიღება;
·         ცუდი ღეჭვა;
·         მემკვიდრეობითი მიდრეკილება.

სიმპტომები
დაავადებისთვის დამახასიათებელია შემდეგი სახის სიმპტომები:
·         მუცლის ზედა ნაწილში მწვავე ტკივილის გაჩენა ან გაქრობა საკვების მიღების დროს;
·         ბოყინი;
·         გულის რევა;
·         ღებინება;
·         მეტეორიზმი;
·         წონის სწრაფი დაკლება.

  ჰემანგიომა

დიაგნოსტიკა
დაავადების მკურნალობის დასადგენას ექიმი-გასტროენტეროლოგი ნიშნავს შემდეგი სახის გამოკვლევებს:
·         კუჭის ულტრა-ბგერით გამოკვლევას;
·         ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპიას (კუჭის დათვალიერება გასტროსკოპით);
·         კუჭის ლორწოვანის ბიოპსიას;
·         კუჭის სეკრეციის გამოკვლევას;
·         სისხლის კლინიკურ ანალიზს;
·         მუცლის ღრუს რენტგენოგრაფიას.

მკურნალობა
დაავადების მკურნალობა მოიცავს:
·         სპეციალური დიეტის დაცვას;
·         წამლებს, რომლებიც ახდენენ კუჭის მჟავას ნორმალიზებას;
·         პრეპარატებს, რომელბიც აღადგენენ კუჭის ლორწოვან გარსს;
·         ანტიბაქტერიალურ თერაპიას.

დიეტა
დიეტა №1 გასტრიტის დროს გამორიცხავს შემდეგი სახის პროდუქტებს:
·         პური;
·         ნახარშები;
·         მარცვლოვან-ბურღულეული და ფაფები;
·         ხორცისა და თევზის ცხიმიანი სორტს;
·         კონსერვებს;
·         რძემჟავა პროდუქტებს;
·         გაზიან სასმელებს, ჩაის, ყავას, ალკოჰოლს;
·         შოკოლადს, ნაყინს.

საშიშროება
თუ არ მოხდება დაავადების დროული მკურნალობა, შესაძლოა საქმე მივიდეს ისეთ გართულებებამდე, როგორიცაა:
·         კუჭში სისხლდენა;
·         კუჭის წყლული .
ქრონიკული გასტრიტი იწვევს კუჭის კიბოს.

პროფილაქტიკა
დაავადების პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებულია:
·         რაციონალური კვების დაცვა;
·         მოწევაზე და ალკოჰოლურ სასმელებზე უარის თქმა;
·         მუცლის ღრუს დაავადებების დროული მკურნალობა;
·         წელიწადში ორჯერ ექიმ-გასტროენტეროლოგთან გეგმიური გამოკვლევის ჩატარება.

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ