განგრენა

0
559

განგრენა – დაავადება, რომელიც ხასიათდება ქსოვილების კვდომით. აღნიშნული პრობლემა შესაძლოა გამოწვეული იყოს სისხლის მიმოქცევის უკმარისობით, ცუდი ცირკულაციით ან სისხლის მიმოქცევის სრული შეწყვეტით.
არსებობს განგრენის რამოდენიმე სახეობა:
·         მშრალი განგრენა (აზიანებს სხეულის კონკრეტულ ადგილს და არ ვრცელდება სხვაგან);
·         სველი განგრენა (ვითარდება მშრალ განგრენაზე უფრო დინამიურად და ვრცელდება მთელს სხეულზე);
·         გაზოვანი (ყველაზე ხშირად აზიანებს კიდურებს).
განგრენით შეიძლება დაზიანდეს არამარტო კონკრეტული ნაწილი, არამედ მთელი ორგანო.

მიზეზები
განგრენის ძირითადი მიზეზებია:
·         ძლიერი დაზიანებები სისხლძარღვების გახეთქვით და ნერვული დაბოლოებების დაზიანებით;
·         მაღალი და დაბალი ტეპერატურის ზემოქმედება;
·         რადიაციით დაავადება;
·         ქიმიური პრეპარატების ზემოქმედება;
·         არტერიული სკლეროზი;
·         თრომბების განვითარება;
·         ორგანიზმში სეპტიკური ან ჩირქოვანი წარმონაქმნების გაჩენა.

სიმპტომები
დაავადების სიმპტომები ვლინდება შემდეგი სახით:
·         დაზიანებული ადგილი იცვლის ფერს, ხდება შავი ან ლურჯი;
·         განგრენა შეიძლება გაჩნდეს ჟანგბადის მიწოდების შეწყვეტით ან მისი მიმოცვლის დარღვევით;
·         ჭრილობის გარშემო კანის დასიება;
·         მწვავე ტკივილი;
·         კიდურების გაყინვა;
·         კრუნჩხვა, რაც იწვევს კოჭლობას;
·         ტროფიკული წყლწყულები;
·         კიდურებში მგრძნობელობის დაკარგვა.
როგორც წესი, განგრენა სწრაფად ვითარდება ქსოვილებში, რომლებიც გულისგან შორს არის განთავსებული. ასეთ ქსოვილებს მიეკუთვნება კიდურები, ასევე ადგილები, სადაც დარღვეულია სისხლის მიმოქცევა.

დიაგნოსტიკა
განგრენის დიაგნოსტიკისთვის აუცილებელია თერაპევტთან მისვლა. ის ნიშნავს შემდეგ დიაგნოსტიკურ პროცედურებს:
·         სისხლის საერთო ანალიზს;
·         ულტრა-ბგერით გამოკვლევას;
·         კომპიუტერულ ტომოგრაფიას.
დროული დიაგნოსტიკისას სპეციალისტი გირჩევთ როგრ უნდა მოხდეს მკურნალობა.

მკურნალობა
განგრენის მკურნალობის ძირითადი მეთოდებია:
·         სისხლის გადასხმა;
·         ნეკრექტომია (ნეკროზის მოცილება ჯანსაღ ქსოვილებამდე);
·         ანტიბიოტიკების დანიშნვა;
·         განგრენის ამპუტაცია – ჯანსაღ ქსოვილებამდე.

საშიშროება
დაავდების საშიშროებას წარმოადგენს ორგანოს დაკარგვა, ასევე მთელი ორგანიზმის დაავადება, რასაც მივყავართ ლეტალურ შედეგამდე. განგრენის დროს არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ხალხური მეთოდების გამოყენება. აუცილებელია ექიმთან მისვლა.

პროფილაქტიკა
განგრენის პროფილაქტიკა შეიძლება იყოს დაზიანებული ადგილის დროული დამუშავება და ანტიბიოტიკების მიღება.

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniEkimi.ge
#drpkhakadze

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ