ბრტყელტერფიანობა – დაავადება, რომელსაც ახასიათებს ტერფის დეფორმაცია

0
1157
ბრტყელტერფიანობა – დაავადება, რომელსაც ახასიათებს ტერფის დეფორმაცია
#post_seo_title

ბრტყელტერფიანობა არსებობს როგორც თანდაყოლილი, ისე შეძენილი, მათ შორის ყველაზე გავრცელებული ფორმა კი სტატიკური (შეძენილი) ბრტყელტერფიანობაა, რომელიც წონის მატებითა თუ ტერფის რეგულარული ჭარბი დატვირთვით არის გამოწვეული. არის შემთხვევები, როდესაც ეს დაავადება ვითარდება ორსულობის დროს ან არასწორად შერჩეული ფეხსაცმლის ტარების შემდეგ. მას ახასიათებს ისეთი სიმპტომები როგორიცაა: ტკივილი, დაღლა, სიმძიმის შეგრძნება და დისკომფორტი კოჭ-წვივის სახსარში. იქიდან გამომდინარე, რომ ბრტყელი ტერფი შესაძლოა, ხერხემლის გამრუდების, ვენური უკმარისობისა ან სხვა გართულებების მიზეზი გახდეს, ბრტყელტერფიანობის გამომწვევ მიზეზებს სათანადო ყურადღება უნდა მიექცეს და სწორი მკურნალობა დროულად უნდა დაიწყოს.

ბრტყელტერფიანობა – დაავადება, რომელსაც ახასიათებს ტერფის დეფორმაცია.
განვითარების მიხედვით გამოყოფენ:
·         გრძივ ბრტყელტერფიანობას;
·         განივ ბრტყელტერფიანობას.

მიზეზები
დაავადების გამომწვევი მიზეზებია:
·         მემკვიდრეობითი ფაქტორი;
·         ტერფისა და ტერფის ძვლის პრობლემები;
·         რაქიტის გართულებები;
·         პოლიომიელიტის გართულებები.

სიმპტომები
დაავადებას ახასიათებს:
·         ფეხების სწრაფი დაღლა;
·         დღის ბოლოს ფეხების დასიება და სიმძიმის შეგრძნება;
·         ფეხსაცმელი სწრაფად ჯდება და იცვითება შიდა მხრიდან;
·         ქალებს დისკომფორტს უქმნის ქუსლიანი ფეხსაცმელი;
·         ტერფის გაფართოვება;
·         თეძოების, წელის, წვივების ტკივლი.

დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-ორთოპედი და ნიშნავს:
·         საერთო კლინიკური დათვალიერება;
·         ტერფების რენტგენი;
·         ტერფების პლანტოგრაფია.

მკურნალობა
აუცილებელი მკურნალობა მოიცავს:
·         მასაჟს;
·         მანუალურ თერაპიას;
·         ფიზიოთერაპიულ პროცედურებს;
·         ორთოპედიული ფეხსაცმლის ტარებას;
·         სამკურნალო ფიზკულტურას;
·         აბაზანებს ფეხებისთვის;
·         ქირურგიულ ჩარევს.

საშიშროება
დაავადების გართულებები შეიძლება იყოს:
·         ფეხის თითების დეფორმაცია;
·         ართროზი;
·         სქოლიოზი;
·         მენისკის დაავადებები;
·         ოსტეოქონდროზი;
·         ხერხემლის თიაქარი;
·         რადიკულიტი;

რისკის ჯგუფი
·         ქალები, განსაკუთრებით ფეხმძიმეები;
·         ჭარბი წონის ადამიანები;
·         ძირითადად მჯდომიარე ცხოვრების წესის მქონე პირები;
·         ადამიანები, ვისი პროცესიაც დაკავშირებულია ხანგრძლივად ფეხზე დგომასთან.

პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
·         ბალახზე, ქვიშაზე, არათანაბარ ზედაპირზე ფეხშიშველი სიარული;
·         სიარულის სისწორისთვის ყურადღების მიქცევა;
·         კუნთების, ტერფების გასამაგრებელი ვარჯიშის შესრულება;
·         ხარისხიანი ფეხსაცმლის შერჩევა;
·         ერთი და იგივე პოზაში დიდხანს ყოფნისგან თავის შეკავება.

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
   რა არის გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებები? რა სიმპტომები ახასიათებს? რა არის ჰიპერტენზია?

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ