ბავშვების ცერებრიალური დამბლა – მიზეზები, სიმპტომები, დიაგნოსტიკა, საშიშროება
ბავშვთა ცერებრული დამბლა განსაზღვრული სინდრომების ერთობლიობაა, რომლებიც უმთავრესად მუცლადყოფნის პერიოდში ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანების შედეგია.
ბავშვების ცერებრიალური დამბლა – კრებითი ტერმინი, რომელიც აერთიანებს ქრონიკულ, არაპროგრესირებად მამოძრავებელ დარღვევებს, რაც გამოწვეულია პერინატალურ პერიოდში განვითარებული თავის ტვინის ანომალიის შედეგად.
ცერებრული დამბლისთვის დამახასიათებელია ბავშვის მოტორული განვითარების შეფერხება და მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა. მოძრაობითი დარღვევები ხშირად შერწყმულია მგრძნობელობით პრობლემებთან, მეტყველებისა და ფსიქიკური განვითარების შეფერხებასთან, კრუნჩხვასთან. თუმცა შეიძლება, დაავადების დროს პაციენტის ფსიქიკური მდგომარეობა ნორმაში იყოს.
ფორმის მიხედვით გამოიყოფა შემდეგი სახის დამბლა:
· ადრეული – ვითარდება 6 თვემდე ასაკში;
· საწყისი – ვითარდება 6-თვიდან 2 წლამდე;
· გვიანი – ვითარდება 2 წლიდან.
მიზეზები
დაავადების წარმოშობის ზუსტი მიზეზები დაუდგენელია. ნებისმიერი ცერებრიალური დამბლის განვითარების მიზეზად ითვლება თავის ტივნის ქერქში წარმოქმნილი პათოლოგიები.
ბავშვის ცერებრიალური დამბლის მიზეზებია:
· ნაყოფის ასფიქსია, ჰიპოქსია;
· სამშობიარო ტრავმები (თავის, კისრის დაზიანება);
· პერინატალურ პერიოდში თავის ტვინში სისხლჩაქცევა;
· ფეხმძიმობის დროს დედის მიერ გადატანილი ინფექციური დაავადებები (წითელა, გრიპი, სიფილისი);
· დედის ორგანიზმში არსებული ქრონიკული დაავადებები (შაქრიანი დიაბეტი, რევმატოიდული ართრიტი);
· ფეხმძიმობის დროს ინტოქსიკაცია.
სიმპტომები
დაავადებისთვის დამახასიათებელია შემდეგი სახის სიმპტომები:
· კუნთების ტონუსის დაწევა;
· კიდურების უნებლიე მოძრაობები;
· ფეხებისა და ხელების სისუსტე;
· კრუნჩხვა;
· მეტყველების დარღვევა;
· მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა;
· ფიზიკური და გონებრივი განვითარების დაქვეითება;
· მხედველობისა და სმენის დაქვეითება.
· ფსიქიკის დარღვევა.
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-ნევროლოგი და ნიშნავს:
· სისხლის საერთო, ბიოქიმიურ ანალიზს;
· თავის ტვინის მაგნიტო-რეზონანსულ ტომოგრაფიას;
· თავის ტვინის კომპიუტერულ ტომოგრაფიას.
მკურნალობა
დაავადების მკურნალობა მოიცავს:
· ქალას შიდა წნევის დამწევ პრეპარატებს;
· კუნთების დაჭიმულობის მომხსნელ პრეპარატებს;
· ტვინის მკვებავ პრეპარატებს;
· ქირურგიულ ჩარევას;
· სამკურნალო ფიზკულტურას;
· სამკურნალო მასაჟებს.
საშიშროება
აუცილებელი მკურნალობის არარსებობის პირობებში შესაძლოა განვითარდეს შემდეგი სახის გართულებები:
· გონებრივი ჩამორჩენა;
· ეპილეპსია;
· სიმაღეში ზრდის შეფერხება;
· ხერხემლის დეფორმაცია;
· შეგრძნებების დარღვევა.
რისკის ჯგუფი
რისკის ჯგუფში შედიან:
· დღენაკლული ბავშვები;
· ნორმაზე მეტი ან ნაკლები წონით დაბადებული ბავშვები;
· სტიმულაციის საშუალებით დაბადებული ბავშვები.
პროფილაქტიკა
დაავადების პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებულია:
· სამკურნალო პრეპარატების გამოყენების გაკონტროლება;
· სპირტიანი სასმელების გამოყენებაზე უარის თქმა.