ატროფიული გასტრიტი

0
996
xr:d:DAGCMF0v15g:5,j:3512106427587457380,t:24041208

ატროფიული გასტრიტი – კუჭის დაავადება, რომელსაც ახასიათებს კუჭის ლორწოვანი გარსის დათხელება და მასში ფუნქციონალური უჯრედების შემცირება.

მიზეზები
დაავადება წარმოიშობა კუჭის ლორწოვანის შემცირებით და ჯირკვლების დაზიანებით, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან კუჭის წვენის გამომუშავებაზე. ატროფიული გასტრიტის მიზეზებია:
·         მემკვიდრეობითი ფაქტორი;
·         Helicobacter pylori-ის ინფექცია;
·         კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები;
·         მედიკამენტების ხანგრძილვი მიღება (ანალგეტიკები, ციტოსტატიკები);
·         კუჭის ხშირი დაზიანება (მოწამვლა);
·         ცხელი, ცხარე საკვების მიღება;
·         ალკოჰოლის ჭარბი და ხშირი გამოყენება.

სიმპტომები
დაავდებისთვის დამახასიათებელია შემდეგი სახის სიმპტომები:
·         საკვების მიღების შემდეგი პერიოდული, წამოვლითი ტკივილები მუცლის არეში;
·         ბოყინი;
·         გულის რევა;
·         მუცლის შებერილობა;
·         კუჭის გაღიზიანება ხშირი აშლილობით;
·         ანემია;
·         ენაზე თეთრი ნადების გაჩენა;
·         მადის დაქვეითება;
·         წონის სწრაფი დაკარგვა.

დაიგნოსტიკა
დაავადების მკურნალობის დასადგენად ექიმი-გასტროენტეროლოგი ნიშნავს შემდეგი სახის გამოკვლევებს:
·         სისხლის საერთო ანალიზი;
·         კალას ანალიზი;
·         კუჭის სეკრეციის ანალიზი;
·         კუჭის ლორწოვანის ნაცხის ანალიზს;
·         კუჭის ფიბროგასტროსკოპიას;
·         კუჭის ულტრა-ბგერით გამოკვლევას;
·         გასტროსკოპიულ გამოკვლევას;
·         ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპიას;
·         მუცლის ღრუს რენტგენოგრაფიას.

მკურნალობა
დაავადების მკურნალობა მოიცავს:
·         მარილმჟავას სეკრეციის მასტიმულიერებელ პრეპარატებს;
·         გასტროპროტექტორებს;
·         კუჭის ლორწოვანი გარსის აღმდეგ პრეპარატებს;
·         ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებს;
·         პერიფერიული მოქმედების ქოლინოლიტიკებს;
·         დიეტის დაცვას.

დიეტა
მკურნალობის პერიოდში პაციენტებს ენიშნებათ სპეციალური დიეტა №2, რომელიც რაციონიდან გამორიცხავს:
·         მსუყე წვნიანებს და ნახარშებს;
·         პურს და ნამცხვრებს;
·         ცხიმიან ხორცს;
·         შებოლილ, მარილიან თევზს, კონსერვებს;
·         მაგრად მოხარშულ კვერცხს;
·         სიმინდის ან სხვა მარცვლოვან და ბურღულეულ ფაფებს;
·         ჩაის, ყავას, გაზიან სასმელსა და ალკოჰოლს;
·         ცხარე, ცხიმიან საკვებს.

საშიშროება
თუ არ მოხდება დაავადების დროულად მკურნალობა, შესაძლოა განვითარდეს შემდეგი სახის გართულებები:
·         კუჭში სისხლდენა;
·         კუჭის პოლიპები;
·         კუჭის კარცინომა;
·         კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული.

  ლეის სინდრომი - ახასიათებს ცენტრალური ნერვული სისტემის იშვიათი ნეირომეტაბოლური სინდრომით დაავადება

პროფილაქტიკა
დაავადების პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებულია:
·         სხეულის მასის კონტროლი;
·         სტრესული სიტუაციებისთვის თავის არიდება;
·         კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების დროული მკურნალობა;
·         ექიმ-გასტროენტეროლოგთან წელიწადში ორჯერ ვიზიტი.

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
წინა სტატიაშიატროფიული რინიტი
შემდეგი სტატიაატიპიური პნევმონია

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ