ანაფილაქტიკური შოკი – ალერგიული რეაქციის მწვავე გამოვლინება, რაც სიცოცხლისთვის საფრთხეს წარმოადგენს

0
391
xr:d:DAGCAK4jeKw:30,j:5972197529692671614,t:24041010

ანაფილაქტიკური შოკი  – ალერგიული რეაქციის მწვავე გამოვლინება, რაც სიცოცხლისთვის საფრთხეს წარმოადგენს. შემთხვევების 20% მთავრდება ლეტალური შედეგით. ანაფილაქტიკური შოკი ბავშვებში უფრო იშვიათად გვხვდება, ვიდრე დიდებში.

მიზეზები
ანაფილაქტიკური შოკი წარმოიქმნება ორგანიზმის უცხო ნივთიერებებთან ურთიერთობისას;
რეაქციის წარმოქმნის მიზეზები:
·         მწერების ნაკბენი;
·         მედიკამენტები (ვაქცინები, პენიცილინი);
·         საკვები ალერგენები (ხილი, არაქისი, შოკოლადი);
·         მტვრის ალერგია.

ანაფილაქტიკური შოკის სიმპტომები
დაავადების პირველადი გამოვლენა ხდება ალერგენთან ურთიერთობიდან რამოდენიმე წამში ან 5 საათის მანძილზე და გამოიხატება:
·         თავის ტკივილში;
·         გულმკერდის ტკივილში;
·         ტემპერატურის აწევაში;
·         სუსტი პულსი;
·         კანის ჰიპერემია (სიწითლე).
დაავადების მახასიათებელი სიმპტომების დაყოფა შეიძლება მისი გამოვლინების ლოკალიზაციის მიხედვით:
·         გამონაყარი კანზე – ქავილი, ჭინჭრის ნასუსხის მაგვარი გამონაყარი, კვინკეს შეშუპება;
·         ნერვული სისტემა – თავის ტკივილი, გულის რევა, კრუნჩხვები, გაუცნობიერებელი შარდვა, გონების დაკარგვა;
·         სასუნთქი ორგანოები – ხუთვა, ზედა სასუნთქი ორგანოების სპაზმი;
·         გული – მწვავე მიოკარდიტი, მიოკარდის ინფარქტი.

დიაგნოსტიკა
დაავადების გამოსაკვლევად ექიმი-ალერგოლოგი ნიშნავს მთელ რიგ ანალიზებსა და გამოკვლევებს:
·         სისხლის საერთო და ბიოქიმიურ ანალიზს;
·         კანის ტესტებს;
·         იმუნოლაბორატორიული სინჯები.

ანაფილაქტიკური შოკის მკურნალობა
დაავადების სამკურნალოდ საჭიროა:
·         ალერგენთან ურთიერთობის სასწრაფოდ შეწყვეტა;
·         ალერგენის შეყვანის ან მწერის ნაკბენის ადგილას სახვევის გადაჭერა;
·         ავადმყოფის დაწვენა;
·         ენის დაფიქსირება ასფიქსიის თავიდან ასაცილებლად;
·         ადრენალინის შეყვანა;
·         ჟანგბადის მიწოდების უზრუნველყოფა;
·         ანტიალერგიული საშუალებების შეყვანა.
შესაძლოა საჭირო გახდეს შემდეგი სამედიცინო დახმარების გაწევა:
·         ხელოვნური სუნთქვა;
·         გულის დახურული მასაჟი;
·         ტრაქეოსტომია;
·         ბრონქების ინკუბაცია.

საშიშროება
ანაფილაქტიკურმა შოკმა შესაძლოა გამოიწვიოს სერიოზული გართულებები:
·         სუნთქვის მწვავე უკმარისობა;
·         ფილტვების უკმარისობა;
·         გულსისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა;
·         თავის ტვინის შესიება;
·         ლეტალური შედეგი.

რისკის ჯგუფი
რისკის ჯგუფს წარმოადგენენ
·         ქალები;
·         ალერგიის მქონე ადამიანები;
·         ასთმით დაავადებული ადამიანები;
·         ადამიანები, რომლებმაც ადრე გადაიტანეს ანაფილაქტიკური შოკი.

პროფილაქტიკა
პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებულია:
·         წამლების შერჩევა მათი ამტანობის შესაბამისად;
·         არ დაუშვათ ერთდროულად სხვადასხვა მედიკამენტის მიღება;
·         რაციონიდან შესაძლო ალერგენების გამორიცხვა;
·         ჰიპოალერგიული დიეტის დაცვა;
·         რესტორნებსა და კაფეებში საკვების შემადგენლობის დაზუსტება;
·         მწერის ნაკბენის თავიდან ასაცილებლად პარკების, ტყეებისა და წყალსატევების სიახლოვეს ყოფნისთვის თავის არიდება.

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniEkimi.ge
#drpkhakadze

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ