სახის კანის გამონაყარი (აკნე) – კანის საფარის დაავადება, რომელსაც ახასიათებს კანზე კომედონებისა და ჩირქოვანი გამონაყარის არსებობა, რომლებიც ლოკალიზდებიან მხრებზე, გულ-მკერდზე, სახეზე.
მიზეზები
· კანის გარქოვანება;
· ორგანიზმში ცხიმების რაოდენობის დარღვევა;
· ცხიმოვანი ჯირკვლების აქტივობის გაზრდა;
· კანის დაზიანება;
· ანაბოლური სტეროიდების მიღება;
· ჰორმონალური აქტივობა.
სიმპტომები
· შავი, ნაცრისფერ-ყავისფერი წერტილები;
· თეთრი წერტილები;
· წითელი კვანძები;
· ჩირქოვანი გამონაყარი.
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს დერმატოლოგი, რისთვისაც საჭიროა:
· სისხლის ანალიზი ჰორმონებზე;
· სისხლის ბიოქიმიური ანალიზი;
· ნაწლავის დისბაქტერიოზის ანალიზი;
· სისხლის კლინიკური ანალიზი.
მკურნალობა
· ანთებითი პროცესის და კანის ცხიმიანობის საწინააღმდეგო მალამოები და ლოსიონები;
· ანტიბიოტიკები, ჰორმონალური პრეპარატები.
კანის გასაწმენდად საჭიროა:
· კრიოთერაპია;
· კანის პილინგი;
· სახის მასაჟი.
დიეტა
დაავადების მკურნალობისას საჭიროა დიეტის დაცვა, რომელიც ზღუდავს შემდეგ პროდუქტებს:
· ტკბილეული;
· ცხარე;
· ცხიმიანი;
· ყავა;
· რძის პროდუქტები.
საშიშროება
გართულებული აკნე კანზე ტოვებს ნაწიბურებს, რომელთა მოცილება შესაძლებელია მხოლოდ კოსმეტოლოგიურ კაბინეტში.
რისკის ჯგუფი
· მოზარდები;
· უხარისხო კოსმეტიკური საშუალებების მომხმარებლები;
· არასწორი კვების მქონე პირები.
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
· სახისა და ტანის კანის რეგულარული მოვლა;
· ცხიმიანი კოსმეტიკის გამოყენებისგან თავის შეკავება;
· დაბალანსებული დიეტის დაცვა.