კვანძოვანი ჩიყვი – დაავადება, რომელსაც ახასიათებს ფარისებრ ჯიკვალში კვანძოვანი წანაზარდების გაჩენა

0
494
ფარისებრი ჯირკვალი
#image_title

კვანძოვანი ჩიყვი – დაავადება, რომელსაც ახასიათებს ფარისებრ ჯიკვალში კვანძოვანი წანაზარდების გაჩენა.
გამოიყოფა შემდეგი სახის კვანძოვანი ჩიყვი:
·         ენდემური (იოდის უკმარისობით გამოწვეული);
·         სოლიტარული (ერთად-ერთი კვანძი);
·         მრავალკვანძოვანი (კვანძების დიდი რაოდენობა);
·         კონგლომერატული (ერთმანეთთან დაკავშირებული კვანძები).

მიზეზები
დაავადების გამომწვევი მიზეზებია:
·         მემკვიდრეობითი ფაქტორი;
·         ორგანიზმში იოდის უკმარისობა;
·         ტირეოიდული ჰორმონების არასაკმარისი გამომუშავება (ჰიპოთირეოზი);
·         ტეროიდული ჰორმონების ჭარბი გამომუშავება (ჰიპერთირეოზი);
·         შინაგანი ორგანოების დაავადება;
·         მჟავა-ტუტოვანი ბალანსის დარღვევა;
·         ხშირი სტრესი.

სიმპტომები
დაავადებას ახასიათებს შემდეგი სახის სიმპტომები:
·         ფარისებრი ჯირკვლის არათანაბარი გადიდება;
·         ყელის ტკივილი;
·         ყელში დახშვის შეგრძნება;
·         გახშირებული გულისცემა;
·         ტკივილი გულმკერდის არეში;
·         სუნთქვის, ყლაპვის პრობლემები;
·         ჭარბი ოფლდენა;
·         წონის სწრაფი დაკარგვა;
·         გაღიზიანება;
·         სწრაფი დაღლა.

დიაგნოსტიკა
დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-ენდოკრინოლოგი და ნიშნავს:
·         სისხლის საერთო, ბიოქიმიურ ანალიზს;
·         ფარისებრი ჯირკვლის პალპაციას;
·         ფარისებრი ჯირკვლის ულტრა-ბგერით გამოკვლევას;
·         ფარისებრი ჯირკვლის ასპირაციულ ბიოპსიას;
·         ფარისებრი ჯირკვლის სცინტიგრაფიას;
·         საყლაპავის, გულმკერდის რენტგენოგრაფიას.

მკურნალობა
მკურნალობა მოიცავს:
·         ტირეოიდული ჰორმონების წარმოქმნის ხელშემწყობი ან ხელისშემშლელი პრეპარატები;
·         რადიოაქტიური იოდის შემცველი პრეპარატები;
·         ჩიყვის საწინააღმდეგო პრეპარატები.
ჩიყვის ქირურგიული გზით მოცილება ხდება იმ შემთხვევაში თუ ფარისებრი ჯირკვალი გადიდებულია 3 სმ-ზე მეტად ან არსებობს ავთვისებიანი სიმსივნის განვითარების საშიშროება.

საშიშროება
დაავადების უყურადღებოდ დატოვებამ შეიძლება გამოიწვიოს შემდეგი გართულებები:
·         სისხლის მიმოქცევის გართულება;
·         ტრაქეის, საყლაპავის შევიწროვება;
·         ფარისებრი ჯირკვლის ანთება;
·         ჩიყვის ადგილას ავთვისებიანი სიმსივნის წარმოქმნა.

რისკის ჯგუფი
რისკის ჯგუფში შედიან:
·         მემკვიდრეობითი მიდრეკილების მქონე ადამიანები;
·         ფარისებრი ჯირკვლის ადენომას, კიბოს მქონე პირები;
·         აუტოიმუნური დაავადებების მქონე ადამიანები;
·         ადამიანები ვინც ჩაიტარა თავისა და ყელის არში სხივური თერაპია.

პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
·         ზოგადგამაჯანსარებელი პროცედურების ჩატარება;
·         რაციონში იოდით მდიდარი პროდუქტების ჩართვა;
·         ვიტამინების მიღება (განსაკუთრებით B ჯგუფის)
·         ორგანიზმზე დაბინძურებული გარემოს და ცუდი ეკოლოგიური პირობების ზემოქმედების შეზღუდვა.

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniEkimi.ge
#drpkhakadze

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ