ბუასილი

0
1076

ბუასილი – დაავადება, რომელსაც ახასიათებს სწორი ნაწლავისა და ანალური ხვრელის ვენოზური კვანძების ანთება და გადიდება. გამოიყოფა დაავადების პირველადი და მეორადი ტიპი.

მიზეზები
·         მჯდომიარე ცხოვრების წესი;
·         მემკვიდრეობითობა;
·         მენჯის დამაკავშირებელი ქსოვილის სისუსტე;
·         ქრონიკული შეკრულობა ან აშლილობა;
·         ჭარბი წონა;
·         სიმძიმეების აწევა;
·         ტკბილი, მჟავე, მწარე საკვების ჭარბი გამოყენება.
ბავშვებში ბუასილს იწვევს ხშირი შეკრულობა და ქოთანზე დიდხანს ჯდომა.

სიმპტომები
დაავადებას ახასიათებს შემდეგი სახის სიმპტომები:
·         ჰემოროიდალური კვანძების გადიდება;
·         ანალური ხვრელის ქსოვილების გაღიზიანება, ძლიერი ტკივილი დეფეკაციისას;
·         სისხლდენა დეფეკაციისას;
·         ლორწოვანი გამონაყოფი ანალური ხვრელიდან.

დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-პროქტოლოგი. მკურნალობის დასადგენად ინიშნება:
·         სისხლის საერთო ანალიზი;
·         კალას ანალიზი;
·         სწორი ნაწლავის პალპაცია;
·         რექტორომანოსკოპია;
·         ანოსკოპია;
·         კოლონოსკოპია.
დამატებით ინიშნება მუცლის ღრუს ორგანოების ულტრა-ბგერითი გამოკვლევა და გასტროსკოპია.

მკურნალობა
·         საფაღარათო პრეპარატები;
·         ვენოზური კედლების გამამკვრივებელი პრეპარატები;
·         ანთების საწინააღმდეგო სანთლები, მალამოები;
·         ელექტროკოაგულაცია;
·         სკლეროთერაპია;
·         ლიგირება ლატექსის რგოლებით;
·         ჰემოროიდალური კვანძების ქირურგიული გზით მოცილება.

საშიშროება
მკურნალობის არარსებობის შემთხვევაში შესაძლოა განვითარდეს:
·         ანალური ქავილი;
·         ანალური ხვრელის კანის დახეთქვა;
·         უწყვეტი სისხლდენა ანალური ხვრელიდან;
·         ანალური ხვრელის გარშემო კანის ანთება და დაჩირქება;
·         ჰემოროიდალური ვენების თრომბოზი;
·         დეფეკაციის შეუკავებლობა.

რისკის ჯგუფი
·         ადამიანები, რომლებიც ძირითადად ზიან ან ერთ პოზაში ყოფნა უწევთ;
·         მოხუცები;
·         ფეხმძიმე ან ახალნამშობიარები ქალები;
·         სპორტსმენები.

პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
·         ფიზიკური ვარჯიშების მუდმივად შესრულება;
·         კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების დროული მკურნალობა;
·         პირადი ჰიგიენის დაცვა;
·         ნატურალური ქსოვილით შეკერილი თეთრეულის გამოყენება.

author avatar
SheniEkimi.ge
#drpkhakadze
  თრომბოციტოპენია (პურპურა) - დაავადება, რომელსაც ახასიათებს თრომბოციტების რაოდენობის დაკლება, რაც იწვევს სისხლდენას

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ