სამშაბათი, ნოემბერი 26, 2024
მთავარისამინისტრო"სამინისტროს პროგრამების შესახებ მოქალაქეთა მაქსიმალური ინფორმირების მიზნით, ვაგრძელებთ შეხვედრებს სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან“...

“სამინისტროს პროგრამების შესახებ მოქალაქეთა მაქსიმალური ინფორმირების მიზნით, ვაგრძელებთ შეხვედრებს სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან“ – მორიგი შეხვედრა მაღალტექნოლოგიურ ჰოსპიტალ – მედცენტრში

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ნინო ნიჟარძემ პირველ მოადგილესთან, მარი ზანაქიძესთან ერთად, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან მორიგი შეხვედრა მაღალტექნოლოგიურ ჰოსპიტალ – მედცენტრში გამართა და ვიზიტის ფარგლებში არსებულ სამედიცინო სერვისებს გაეცნო.
კლინიკა ჩართულია სამინისტროს შემდეგ პროგრამებში – ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულ პაციენტთა დამატებითი სამედიცინო მომსახურება, გულის ქირურგიის დამატებითი სამედიცინო მომსახურება, სახსრების ენდოპროთეზირება, ინდივიდუალური სამედიცინო დახმარება, ზოგიერთი სოციალური კატეგორიის მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსება და ამბულატორიული მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკური კვლევები.
მინისტრმა შეხვედრაზე სამინისტროს 2024 წლის პროგრამებზე და სიახლეებზე ისაუბრა.
“სამინისტროს პროგრამების შესახებ მოქალაქეთა მაქსიმალური ინფორმირების მიზნით, ვაგრძელებთ შეხვედრებს სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან, რომელთაც უშუალო შეხება აქვთ პაციენტებთან. მიმდინარე წელს აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ დანერგა ახალი პროგრამები და განახორციელა მნიშვნელოვანი პროგრამული ცვლილებები, ჩვენი მიზანია თითოეული მოქალაქე იყოს ინფორმირებული ამ შესაძლებლობების შესახებ, რომ სრულფასოვნად შეძლონ მკურნალობის პროცესის წარმართვა“ – აღნიშნა მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ.
2024 წელს, სამინისტროს მთავარი ფინანსური დოკუმენტი 2023 წლის საწყის ბიუჯეტთან მიმართებაში – 18 020 000 ლარით გაიზარდა და 51 255 000 ლარს შეადგენს. მიმდინარე წელს, 25 მილიონ ლარზე მეტია გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით, გაიზარდა თითქმის ყველა პროგრამის ბიუჯეტი და გაფართოვდება მოსარგებლე პირთა ჩამონათვალი.
დაიწყო ზოგიერთი აუტოიმუნური და მეტაბოლიზმის დარღვევებით გამოწვეული დაავადებების მკურნალობა მაღალეფექტური მედიკამენტებით.
სოციალური დაცვის მიმართულებით დაფინანსება გაიზარდა 20-%-ით, ჯამში გათვალისწინებულია 15 700 000 ლარამდე. დაიწყო ინოვაციური დამხმარე ტექნოლოგიების და საკორექციო საშუალებების დაფინანსება.
15 000 ლარამდე გაიზარდა საომარი მოქმედებების დროს დაღუპული ოჯახების ფინანსური დახმარება. დედისა და ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მატერიალური დახმარება გაეწია დაღუპული/მიღებული დაზიანებების შედეგად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სამხედრო მოსამსახურის დედებსა და მეუღლეებს, თითოეულს 5 000 ლარის ოდენობით. აგვისტოს თვეში ერთჯერადი მატერიალური დახმარება გაეწევა მეომრების ოჯახებს – თითოეულს 10 000 ლარის ოდენობით.
მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniEkimi.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

25 November, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

25 ნოემბერი 2024
სამზარეულოს 3 ფერი, რომელიც 2025 წელს აქტუალურობას დაკარგავს

სამზარეულოს 3 ფერი, რომელიც 2025 წელს აქტუალურობას დაკარგავს

ნოემბერი 26, 2024
საიდან და როგორ დაიწყო „შავი პარასკევის“ ისტორია და რატომ მიიღო მან ეს სახელი

საიდან და როგორ დაიწყო „შავი პარასკევის“ ისტორია და რატომ მიიღო მან ეს სახელი

ნოემბერი 26, 2024
როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

20 ნოემბერი 2024
სჯობს თავად ნახოთ – წინანდალი – ადგილი, სადაც ქართული მეღვინეობის ისტორია იწერებოდა

სჯობს თავად ნახოთ – წინანდალი – ადგილი, სადაც ქართული მეღვინეობის ისტორია იწერებოდა

ნოემბერი 26, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ზეთის იმპორტი -რა ფასად ვყიდულობთ ზეთს

ზეთის იმპორტი -რა ფასად ვყიდულობთ ზეთს

ნოემბერი 26, 2024
როზმარინის ზეთი ზრდის თუ არა თმას რეალურად

როზმარინის ზეთი ზრდის თუ არა თმას რეალურად

ნოემბერი 26, 2024
ვენეციის კარნავალი 2025: ჯადოსნური ღონისძიება, რომლის გამოტოვებაც არ ღირს

ვენეციის კარნავალი 2025: ჯადოსნური ღონისძიება, რომლის გამოტოვებაც არ ღირს

26 ნოემბერი 2024
სპექტაკლი “დარაბებს მიღმა გაზაფხულია” – ახმეტელის თეატრში

სპექტაკლი “დარაბებს მიღმა გაზაფხულია” – ახმეტელის თეატრში

ნოემბერი 26, 2024
„ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნება საქართველოსა და მსოფლიოში

„ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნება საქართველოსა და მსოფლიოში

ნოემბერი 26, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights