სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარისამინისტრო„პრიორიტეტი პაციენტების ინტერესების დაცვა და მაღალი ხარისხის სერვისებით უზრუნველყოფაა“-მიხეილ სარჯველაძე

„პრიორიტეტი პაციენტების ინტერესების დაცვა და მაღალი ხარისხის სერვისებით უზრუნველყოფაა“-მიხეილ სარჯველაძე

ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე სამედიცინო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა სექტორში მიმდინარე რეფორმები განიხილეს. საუბარი შეეხო სამედიცინო დაწესებულებების დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით (DRG) დაფინანსების სისტემას, სექტორში არსებულ რეგულირების მექანიზმებსა და სტანდარტებს, პირველადი ჯანდაცვის განვითარებასა და საქართველოში სამედიცინო მომსახურების განვითარებისთვის საჭირო ცვლილებებს.

ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე ჯანდაცვის მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პრიორიტეტი პაციენტების ინტერესების დაცვა და მაღალი ხარისხის სერვისებით უზრუნველყოფაა. მიხელ სარჯველაძის განმარტებით, აღნიშნულ პროცესში სამედიცინო სექტორს და მათთან აქტიურ კომუნიკაციას, მნიშვნელოვანი როლი უკავია.

სამედიცინო სექტორის წარმომადგენლებმა მინისტრს შეხვედრისთვის მადლობა გადაუხადეს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე მუშაობა, სამუშაო ფორმატში აქტიურად გაგრძელდება. შეხვედრას ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია, ჯანდაცვის ასოციაციისა და კლინიკების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  მიხეილ სარჯველაძე, „ამერიკულ ჰოსპიტალ თბილისში“ იმყოფებოდა
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights