ნეფ­რო­ზუ­ლი სინ­დრო­მი გლო­მე­რუ­ლე­ბის და­­ა­ვა­­დე­ბაა, რომ­ლის დრო­საც ცი­ლის დი­დი რა­ო­დე­ნო­ბა გა­მო­ი­ყო­ფა შარ­დით

0
317

ნეფ­რო­ზუ­ლი სინ­დრო­მი

ნეფ­რო­ზუ­ლი სინ­დრო­მი გლო­მე­რუ­ლე­ბის და­­ა­ვა­­დე­ბაა (გლო­მე­რუ­ლე­ბი უწ­ვრი­ლე­სი სის­ხ­ლ­ძარ­ღვე­ბის გრო­ვე­ბია თირ­კმელ­ში, რო­მელ­თა ფო­რებ­შიც სის­ხლი იფილ­ტრე­ბა), რომ­ლის დრო­საც ცი­ლის დი­დი რა­ო­დე­ნო­ბა გა­მო­ი­ყო­ფა შარ­დით. ეს იწ­ვევს სითხ­ის დაგ­რო­ვე­ბას ორ­გა­ნიზ­მში (შე­შუ­პე­ბას) და სის­ხლში ერ­თ-ერ­თი ცი­ლის – ალ­ბუ­მი­ნის ნაკ­ლე­ბო­ბას, ცხი­მე­ბის სი­ჭარ­ბეს­თან ერ­თად.
ნეფ­რო­ზუ­ლი სინ­დრო­მი თირ­კმლე­ბის და­მა­ზი­ა­ნე­ბელ­მა და­ა­ვა­დე­ბებ­მა და მე­დი­კა­მენ­ტე­ბ­­მა შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ონ;
პა­ცი­ენტს აწუ­ხებს სა­ერ­თო სი­სუს­ტე, შე­შუ­პე­­ბა და, ზოგ­ჯერ, კუნ­თე­ბის გან­ლე­ვა;
დი­აგ­ნო­ზი შარ­დი­სა და სის­ხლის ანა­ლი­ზებს, ზოგ­ჯერ გა­მო­სა­ხუ­ლე­ბი­თი კვლე­ვე­ბი­სა და თირ­კმლის ბი­ოფ­სი­ის შე­დე­გებს ეფუძ­ნე­ბა;
თუ ადა­მი­ანს ისე­თი და­ა­ვა­დე­ბა აქვს, რო­მე­ლიც ნეფ­რო­ზულ სინ­დრომს იწ­ვევს, თა­ვი­დან­ვე ინიშ­ნე­ბა ან­გი­ო­ტენ­ზინ­-გარ­დამ­ქმნე­ლი ფერ­მენ­ტის ინ­ჰი­ბი­ტო­რე­ბი და ან­გი­ო­ტენ­ზინ II-ს რე­ცეპ­ტო­რის ბლო­კე­რე­ბი თირ­კმლე­ბის და­ზი­ა­ნე­ბის Yთა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად;
იგი­ვე მე­დი­კა­მენ­ტე­ბი გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ამ სინ­დრო­მის სამ­კურ­ნა­ლოდ.
ნეფ­რო­ზუ­ლი სინ­დრო­მი შე­იძ­ლე­ბა ნე­ბის­მი­ერ ასაკ­ში, თან­და­თა­ნო­ბით ან უეც­რად გან­ვი­თარ­დეს. ბავ­შვებ­ში ყვე­ლა­ზე ხში­რად 18 თვი­დან 4 წლამ­დე ვლინ­დე­ბა, უფ­რო ხში­რია ბი­ჭებ­ში. ზრდას­რუ­ლებ­ში ორი­ვე სქე­სის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი თა­ნაბა­რი სიხ­ში­რით ავად­დე­ბი­ან.
შარ­დით ცი­ლის და­კარ­გვას (პრო­ტე­ი­ნუ­რი­ა) მო­ჰ­­­ყვე­ბა ორ­გა­ნიზ­მის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ცი­­­ლე­­­ბის, მა­გა­ლითად ალ­ბუ­მი­ნის, ნაკ­ლე­ბო­ბა სის­­­ხლში და ცხი­მე­ბის (ლი­პი­დე­ბის) სი­ჭარ­ბე, სი­ს­­­ხ­ლის შე­დე­დე­ბის­კენ მიდ­რე­კი­ლე­ბა და ინ­ფექ­ცი­­­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის მე­ტი ალ­ბა­თო­ბა. სის­ხლში ალ­­ბუ­­მი­ნის ნაკ­ლე­ბო­ბა ორ­გა­ნიზ­მში შე­შუ­პე­ბას და ნა­ტ­­რი­­უ­­მის შე­კა­ვე­ბას იწ­ვევს.
მი­ზე­ზე­ბი
ნეფ­რო­ზუ­ლი სინ­დრო­მი შე­იძ­ლე­ბა იყოს პირ­ვე­ლა­დი, ანუ აზი­ა­ნებ­დეს მხო­ლოდ თირ­კმლებს ან მე­ო­რა­დი – ­სხვა და­ავა­დე­ბე­ბის შე­დე­გად გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი, რო­მელ­თა­გან უხ­ში­რე­სია შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი, სის­ტე­მუ­რი წი­თე­ლი მგლუ­რა და ზო­გი ვი­რუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცი­ა. ნეფ­რო­ზუ­ლი სინ­დრო­მი გლო­მე­რუ­ლო­ნეფ­რიტ­მაც შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს, აგ­რეთ­ვე ზო­გი­ერ­თმა თირ­კმლებ­ზე ტოქ­სი­კუ­რი ზე­მოქ­მე­დე­ბის მქო­ნე მე­დი­კა­მენ­ტმა, გან­სა­კუთ­რე­ბით არას­ტე­რო­ი­დულ­მა ან­თე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო სა­შუ­ა­ლე­ბებ­მა (ა­ასს). ზოგ­ჯერ სინ­დრო­მი ალერ­გი­ის შე­დე­გი­ა, მა­გა­ლი­თად მწე­რე­ბის ნაკ­ბენ­ზე, შხა­მი­ა­ნი მუ­ხის ან შხა­მი­ანი თუ­თუ­ბოს საკ­ვე­ბად გა­მო­ყე­ნე­ბა­ზე. ნეფ­რო­ზუ­ლი სინ­დრო­მის ზო­გი­ერ­თი სა­ხე მემ­კვიდ­რე­ო­ბი­თია.
სიმ­პტო­მე­ბი
იწყ­ე­ბა უმა­დო­ბით, შე­უძ­ლოდ ყოფ­ნით, ქუ­თუ­თო­ე­ბის და სხე­უ­ლის სხვა ნა­წი­ლე­ბის შე­შუ­პე­ბით სხე­ულ­ში ნატ­რი­უ­მი­სა და წყლის შე­კა­ვე­ბის გა­მო, მუც­ლის ტკი­ვი­ლით, კუნ­თე­ბის გან­ლე­ვით (ატ­რო­ფი­ა) და ქა­ფი­ა­ნი შარ­დით. შე­საძ­ლოა მუც­ლის გარ­შე­მო­წე­რი­ლო­ბის გაზ­რდა მას­ში დი­დი რა­ო­დე­ნო­ბით სითხ­ის დაგ­რო­ვე­ბის გა­მო (ას­ცი­ტი). სითხე შე­იძ­ლე­ბა ფილ­ტვის გარ­შე­მო არ­სე­ბულ სივ­რცე­შიც დაგ­როვ­დეს (პლევ­რუ­ლი გა­მო­ნა­ჟო­ნი), რაც ქო­შინს იწ­ვევს. სხვა სიმ­პტო­მე­ბი­დან აღ­სა­ნიშ­ნა­ვი­ა: მუხ­ლე­ბი­სა და, მა­მა­კა­ცებ­ში, სა­თეს­ლე პარ­კის შე­შუ­პე­ბა. ხში­რად, სითხ­ე, რო­მე­ლიც შე­შუ­პე­ბას იწ­ვევს, მი­ზი­დუ­ლო­ბის ძა­ლით გა­და­ად­გილ­დე­ბა. ღა­მით ის სხე­უ­ლის ზე­და ნა­წი­ლებ­ში გროვ­დე­ბა, მა­გა­ლი­თად, ქუ­თუ­თო­ებ­ში, დღი­სით, რო­ცა ადა­მი­ა­ნი ფეხ­ზეა ან ზის, სითხე სხე­უ­ლის ქვე­და ნა­წილ­ში, მა­გა­ლი­თად, კო­ჭე­ბის გარ­შე­მო გროვ­დე­ბა. შე­შუ­პე­ბის გა­მო შე­იძ­ლე­ბა არ ჩან­დეს კუნ­თე­ბის გან­ლე­ვა, რო­მე­ლიც თან­და­თან პროგ­რე­სი­რებს.
ბავ­შვებ­ში არ­ტე­რი­უ­ლი წნე­ვა, რო­გორც წე­სი, და­ბა­ლია და შე­იძ­ლე­ბა უფ­რო დაქ­ვე­ით­დეს წა­მოდ­გო­მის დროს (ორ­თოს­ტა­ტუ­ლი ჰი­პო­ტენ­ზი­ა). ზოგ­ჯერ შო­კიც ვი­თარ­დე­ბა. ზრდას­რუ­ლებ­ში არ­ტე­რი­უ­ლი წნე­ვა შე­იძ­ლე­ბა იყოს და­ბა­ლი, ნო­რ­­მა­ლუ­რი ან მა­ღა­ლი. შე­საძ­ლე­ბე­ლია შარ­დის რა­ო­დე­ნო­ბის შემ­ცი­რე­ბა და თირ­კმლე­ბის უკ­მა­რი­სო­ბის გან­ვი­თა­რე­ბა, თუ სის­ხლძარ­ღვე­ბი­დან იმ­დე­ნი სითხე გა­ი­ჟო­ნა ქსო­ვი­ლებ­ში, რომ სის­ხლის მო­ცუ­ლო­ბა შემ­ცირ­და და თირ­კმლე­ბი კარ­გად ვე­ღარ მა­რაგ­დე­ბა სის­ხლით. ზოგ­ჯერ თირ­კმლე­ბის უკ­მა­რი­სო­ბა და შარ­დის მო­ცუ­ლო­ბის შემ­ცი­რე­ბა უეც­რად ვი­თარ­დე­ბა.
შარ­დთან ერ­თად ნუტ­რი­ენ­ტე­ბიც გა­მო­ი­ყო­ფა, რა­მაც ორ­გა­ნიზ­მში მა­თი ნაკ­ლე­ბო­ბა შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს. ბავ­შვებ­ში შე­საძ­ლე­ბე­ლია ზრდის შე­ფერ­ხე­ბა. კალ­ცი­უ­მი ძვლე­ბი­დან იკარ­გე­ბა. თმა და ფრჩხი­ლე­ბი მსხვრე­ვა­დი ხდე­ბა და თმის ცვე­ნა იწყ­ე­ბა. ფრჩხი­ლებ­ზე შე­იძ­ლე­ბა ჰო­რი­ზონ­ტა­­ლუ­რი, თეთ­რი ხა­ზე­ბი გაჩ­ნდეს, რი­სი მი­ზე­ზიც უც­ნო­ბი­ა.
მუც­ლის ღრუს ამომ­ფენ და ორ­გა­ნო­ე­ბის მფა­რავ გარ­სზე – პე­რი­ტო­ნე­უმ­ზე შე­იძ­ლე­ბა ინ­ფექ­ცია და ან­თე­ბა გან­ვი­თარ­დეს. ხში­რია ოპორ­ტუ­ნის­ტუ­ლი ინ­ფექ­ცი­ე­ბი (ი­სი­ნი, რო­მელ­თაც, ჩვე­უ­ლებ­რივ, უვ­ნე­ბე­ლი ბაქ­ტე­რი­ე­ბი იწ­ვე­ვენ). ინ­ფექ­ცი­ე­ბის რის­კი, რო­გორც ჩანს, იმი­ტომ იზ­რდე­ბა, რომ მათ წი­ნა­აღ­მდეგ გა­მო­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ან­ტის­ხე­უ­ლე­ბი შარ­დთან ერ­თად გა­მო­ი­ყო­ფა და თან საკ­მა­რი­სად არ წარ­მო­იქ­მნე­ბა. სის­ხლის თრომ­ბის წარ­მოქ­მნის რის­კი იზ­რდე­ბა (თრომ­ბო­ზი), გან­სა­კუთ­რე­ბით თირ­კმლე­ბის მთა­ვარ ვე­ნა­ში. უფ­რო იშ­ვი­ა­თად, შე­დე­დე­ბის უნა­რი ქვე­ით­დე­ბა და სის­ხლი სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­შიც კი ვე­ღარ დედ­დე­ბა, რაც სის­ხლდე­ნას იწ­ვევს. მა­ღალ არ­ტე­რი­ულ წნე­ვას გუ­ლი­სა და თა­ვის ტვი­ნის მხრივ თან ახ­ლავს გარ­თუ­ლე­ბე­ბი, უფ­რო ხში­რად შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტით ან სის­ტე­მუ­რი წი­თე­ლი მგლუ­რა­თი და­ა­ვა­დე­ბულ პი­რებ­ში.დი­აგ­ნო­ზი
ნეფ­რო­ზუ­ლი სინ­დრო­მის დი­აგ­ნო­ზი სიმ­პტო­მე­ბის, გა­სინ­ჯვი­სა და ანა­ლი­ზე­ბის შე­დე­გებს ეფუძ­ნე­ბა. ზოგ­ჯერ უფ­რო­სი ასა­კის პი­რებ­ში ეს სინ­დრო­მი თავ­და­პირ­ვე­ლად გუ­ლის უკ­მა­რი­სო­ბა ჰგო­ნი­ათ, რად­გან შე­შუ­პე­ბა ამ უკა­ნას­კნე­ლის დრო­საც ვი­თარ­დე­ბა და უფ­რო ხში­რია მო­ხუ­ცებ­ში. და­კარ­გუ­ლი ცი­ლის რა­ო­დე­ნო­ბის გან­საზღ­ვრის კარ­გი მე­თო­დია შარ­დის შეგ­რო­ვე­ბა 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში, მაგ­რამ ეს ბევ­რის­თვის რთუ­ლი შე­სას­რუ­ლე­ბე­ლი­ა. მე­ო­რე გზაა ცი­ლის დანა­კარ­გის მი­ახ­ლო­ე­ბით გა­მოთ­ვლა შარ­დის ნი­მუ­შის ანა­ლი­ზით, მას­ში ცი­ლი­სა და კრე­ა­ტი­ნი­ნის (ნარ­ჩე­ნი პრო­დუქ­ტი) რა­ო­დე­ნო­ბის შე­ფარ­დე­ბით. ასე­ვე სა­ჭი­როა სის­ხლი­სა და შარ­დის სხვა ანა­ლი­ზე­ბი, რა­თა დად­გინ­დეს, კი­დევ რა ცვლი­ლე­ბე­ბი გა­მო­იწ­ვია სინ­დრომ­მა. სის­ხლში ალ­ბუ­მი­ნის დო­ნე და­ბა­ლი­ა, რად­გან ეს სა­სი­ცოცხ­ლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ცი­ლა შარ­დით იკარ­გე­ბა და, იმავ­დრო­უ­ლად, მი­სი გა­მო­მუ­შა­ვე­ბა შე­ფერ­ხე­ბუ­ლი­ა. შარ­დის ანა­ლი­ზით ვლინ­დე­ბა ცი­ლის, უჯ­რე­დე­ბი­სა და ცხი­მე­ბის გრო­ვე­ბის (ცი­ლინ­დრების) არ­სე­ბო­ბა, ნატ­რი­უ­მის შემ­ცვე­ლო­ბა და­ბა­ლი­ა, კა­ლი­უ­მი­სა – მა­ღა­ლი.
სის­ხლში ლი­პი­დე­ბის კონ­ცენ­ტრა­ცია გაზრ­­დი­ლი­ა, ზოგ­ჯერ ნორ­მას 10-ჯე­რაც კი აჭარ­ბებს. ამ ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის შემ­ცვე­ლო­ბა შარ­დშიც იზ­რდე­ბა. შე­საძ­ლოა ანე­მია გან­ვი­თარ­დეს. სის­ხლის შე­მა­დე­დე­ბე­ლი ცი­ლე­ბის დო­ნე შე­იძ­ლე­ბა მა­ღა­ლი ან და­ბა­ლი იყოს.
ექი­მი იკ­ვლევს ნეფ­რო­ზუ­ლი სინ­დრო­მის ყვე­ლა შე­საძ­ლო მი­ზეზს, მათ შო­რის მე­დი­კა­მენ­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა­საც. სის­ხლი­სა და შარ­დის ანა­ლი­ზებ­მა შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ავ­ლი­ნოს გა­მომ­წვე­ვი და­ა­ვა­დე­ბა. ხში­რად ტარ­დე­ბა თირ­კმლე­ბის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბი­თი კვლე­ვე­ბი – ულ­ტრა­სო­ნოგ­რა­ფი­ა, კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტო­მოგ­რა­ფია ან მაგ­ნი­ტურ­-რე­ზო­ნან­სუ­ლი ტო­მოგ­რა­ფი­ა. თუ ადა­მი­ან­მა წო­ნა­ში და­იკ­ლო და ხან­დაზ­მუ­ლი­ა, უნ­და გა­მო­ი­რიცხ­ოს სიმ­სივ­ნე. გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზი­სა და თირ­კმლე­ბის და­ზი­ა­ნე­ბის ხა­რის­ხის და­სად­გე­ნად გან­სა­კუთ­რე­ბით გა­მო­სა­დე­გია ორ­გა­ნოს ბი­ოფ­სი­ა.
პროგ­ნო­ზი
პროგ­ნო­ზი გან­სხვა­ვე­ბუ­ლია ნეფ­რო­ზუ­ლი სი­ნ­­დრო­მის მი­ზე­ზის, პა­ცი­ენ­ტის ასა­კის, თირ­კმლე­ბის და­ზი­ა­ნე­ბის სა­ხი­სა და ხა­რის­ხის მი­ხედ­ვით. თუ სინ­დრო­მის მი­ზე­ზი გან­კურ­ნე­ბა­დი და­ა­ვა­დე­ბა­ა, მა­გა­ლი­თად ინ­ფექ­ცი­ა, სიმ­სივ­ნე ან მე­დი­კა­მენ­ტე­ბი, მან შე­იძ­ლე­ბა სრუ­ლი უკუ­გან­ვი­თა­რე­ბა გა­ნი­ცა­დოს. ბავ­შვთა ასაკ­ში ეს შემ­თხვე­ვა­თა ნა­ხე­ვარ­ში ხდე­ბა, დი­დებ­ში კი – უფ­რო იშ­ვი­ა­თად. თუ გა­მომ­წვე­ვი და­ა­ვა­დე­ბის სამ­კურ­ნა­ლოდ კორ­ტი­კოს­ტე­რო­ი­დე­ბი ეფექ­ტუ­რი­ა, ზოგ­ჯერ სინ­დრო­მის პროგ­რე­სი­რე­ბა ნელ­დე­ბა, უფ­რო იშ­ვი­ა­თად მდგო­მა­რე­ო­ბა ნა­წი­ლობ­რივ ან მთლი­ა­ნად სწორ­დე­ბა.
რო­ცა სინ­დრომს აივ ინ­ფექ­ცია იწ­ვევს, ის შე­უ­პოვ­რად პროგ­რე­სი­რებს და ხში­რად თირ­კმლე­ბის უკ­მა­რი­სო­ბა 3-4 თვე­ში ვი­თარ­დე­ბა. ბავ­შვე­ბი, რომ­ლე­ბიც ნეფ­რო­ზუ­ლი სინ­დრო­მით იბა­დე­ბი­ან, იშ­ვი­ა­თად ცოცხ­ლო­ბენ ერთ წელ­ზე მეტს, თუმ­ცა­ღა ზო­გი­ერ­თი გა­დარ­ჩე­ბა დი­ა­ლი­ზის ან თირ­კმლის გა­და­ნერ­გვის გზით.
რო­ცა გა­მომ­წვე­ვი სის­ტე­მუ­რი წი­თე­ლი მგლუ­რა ან შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი­ა, მე­დი­კა­მენ­ტუ­რი მკურ­ნა­ლო­ბის შე­დე­გად შარ­დით და­კარ­გუ­ლი ცი­ლის რა­ო­დე­ნო­ბა აღარ იმა­ტებს ან მცირ­დე­ბა. თუმ­ცა ზოგ­ჯერ მკურ­ნა­ლო­ბა უე­ფექ­ტოა და რამ­დე­ნი­მე წე­ლი­წად­ში თირ­კმლე­ბის უკ­მა­რი­სო­ბა ვი­თარ­დე­ბა. იმ შემ­თხვე­ვებ­ში, რო­ცა ნეფ­რო­ზულ სინ­დრომს ინ­ფექ­ცი­ა, ალერ­გია ან ჰე­რო­ი­ნის ინ­ტრა­ვე­ნუ­რი მოხ­მა­რე­ბა იწ­ვევს, პროგ­ნო­ზი სხვა­დას­ხვა­ა, და­მო­კი­დე­ბუ­ლია იმა­ზე, თუ რამ­დე­ნად ად­რე და ეფექ­ტუ­რა­დაა გა­მომ­წვე­ვი და­ა­ვა­დე­ბა ნამ­კურ­ნა­ლე­ბი.
პრე­ვენ­ცია და მკურ­ნა­ლო­ბა
პრე­ვენ­ცი­ი­სა და მკურ­ნა­ლო­ბის ძი­რი­თა­დი სა­­შუ­ა­ლე­ბე­ბი­ა: ან­გი­ო­ტენ­ზინ­-გარ­დამ­ქმნე­ლი ფე­რ­­მენ­ტის ინ­ჰი­ბი­ტო­რე­ბი (აგფ ინ­ჰი­ბი­ტო­რე­ბი – ენ­ა­­ლაპ­რი­ლი, ქვი­ნაპ­რი­ლი, ლი­ზი­ნოპ­რი­ლი) ან ან­­გი­­ო­­ტენ­ზინ II-ს რე­ცეპ­ტო­რის ბლო­კე­რე­ბი (არბ – კან­­დე­სარ­ტა­ნი, ლო­სარ­ტა­ნი, ვალ­სარ­ტა­ნი), ერ­­თად ან ცალ­-ცალ­კე. რო­ცა სის­ტე­მუ­რი წი­თე­ლი მგლუ­რა­თი ან შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტით და­ა­ვა­დე­ბულ ადა­მი­ანს მსუ­ბუ­ქად ან სა­შუ­ა­ლოდ გა­მო­ხა­ტუ­ლი პრო­ტე­ი­ნუ­რია აქვს, აგფ ინ­ჰი­ბი­ტო­რი ან არბ რაც შე­იძ­ლე­ბა ად­რე ინიშ­ნე­ბა, რა­თა პრო­ტე­ნი­უ­რი­ამ არ იმა­ტოს და თირ­კმლე­ბის ფუნ­ქცია არ გა­უ­ა­რეს­დეს.
რო­ცა ადა­მი­ანს უკ­ვე აქვს ნეფ­რო­ზუ­ლი სინ­დრო­მი, მა­საც აგფ ინ­ჰი­ბი­ტო­რე­ბით ან არ­ბ-თი მკურ­ნა­ლო­ბენ, რაც სიმ­პტო­მე­ბის შემ­სუ­ბუ­ქე­ბას იწ­ვევს, შარ­დით გა­მო­ყო­ფი­ლი ცი­ლის რა­ო­დე­ნო­ბა და სის­ხლში ლი­პი­დე­ბის დო­ნე მცირ­დე­ბა. თუმ­ცა, თირ­კმლე­ბის სა­შუ­ა­ლო ან მძი­მე უკ­მა­რი­სო­ბის დროს ეს მე­დი­კა­მენ­ტე­ბი კა­ლი­უ­მის რა­ო­დე­ნო­ბას ზრდის სის­ხლში. ამან შე­იძ­ლე­ბა საკ­მა­ოდ სა­ში­ში გარ­თუ­ლე­ბა – გუ­ლის რიტ­მის დარ­ღვე­ვა გა­მო­იწ­ვი­ოს.
ნეფ­რო­ზუ­ლი სინ­დრო­მის არა­მე­დი­კა­მენ­ტუ­რი მკურ­ნა­ლო­ბის­თვის რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია ცი­ლი­სა და კა­ლი­უ­მის სა­შუ­ა­ლო რა­ო­დე­ნო­ბის შემ­ცვე­ლი საკ­ვე­ბის მი­ღე­ბა, რო­მელ­შიც ნა­ჯე­რი ცხი­მე­ბის, ნატ­რი­უ­მი­სა და ქო­ლეს­ტე­რო­ლის მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბა უნ­და იყოს. ზოგ­ჯერ პა­ცი­ენტს ცი­ლის მი­ღე­ბის შეზღ­უდ­ვა­საც ურ­ჩე­ვენ.
თუ მუც­ლის ღრუ­ში სითხე დაგ­როვ­და, კუ­ჭის მო­ცუ­ლო­ბა მცირ­დე­ბა და ადა­მი­ანს ხში­რად უწევს საკ­ვე­ბის მცი­რე ულუ­ფე­ბის მი­ღე­ბა. მა­ღა­ლი არ­ტე­რი­უ­ლი წნე­ვის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ შარ­დმდე­ნე­ბი ინიშ­ნე­ბა. ისი­ნი ამ­ცი­რებს სითხ­ის შე­კა­ვე­ბას და შე­შუ­პე­ბას, მაგ­რამ შე­იძ­ლე­ბა თრომ­ბე­ბის წარ­მოქ­მნის რის­კი გა­ზარ­დოს. ამის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ ექი­მი ან­ტი­კო­ა­გუ­ლანტს – შე­დე­დე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო სა­შუ­ა­ლე­ბას, ნიშ­ნავს. ინ­ფექ­ცი­ე­ბი სი­ცოცხ­ლის­თვის სა­ში­ში შე­იძ­ლე­ბა იყოს და მა­თი მკურ­ნა­ლო­ბა და­უ­ყოვ­ნებ­ლივ არის სა­ჭი­რო.
თუ­კი შე­საძ­ლე­ბე­ლი­ა, და­ა­ვა­დე­ბის მი­ზეზს ებ­რძვი­ან. მა­გა­ლი­თად, ინ­ფექ­ცი­ის მკურ­ნა­ლო­ბამ შე­იძ­ლე­ბა მის მი­ერ გა­მოწ­ვე­უ­ლი ნეფ­რო­ზუ­ლი სინ­დრო­მის უკუ­გან­ვი­თა­რე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს. თუ მი­ზე­ზი სიმ­სივ­ნე­ა, მი­სი გან­კუ­რ­ნე­ბა თირ­კმლის­მი­ერ პრობ­ლე­მა­საც მო­აგ­ვა­რებს. რო­ცა ჰე­რო­ი­ნის მომ­ხმა­რე­ბე­ლი ნეფ­რო­ზუ­ლი სინ­დრო­მის ად­რე­ულ სტა­დი­ა­ზე შეწყ­ვეტს ამ ნივ­თი­ე­რე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას, და­ა­ვა­დე­ბა შე­იძ­ლე­ბა გა­ნი­კურ­ნოს. თუ სხვა ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი ან მე­დი­კა­მენ­ტე­ბია მი­ზე­ზი, მა­თი მოხ­სნა შე­საძ­ლოა ეფექ­ტუ­რი გა­მოდ­გეს. ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ალერ­გი­ულ­ნი არი­ან შხა­მი­ან თუ­თუ­ბო­ზე, შხა­მი­ან მუ­ხა­ზე ან მწე­რე­ბის ნაკ­ბენ­ზე, უნ­და მო­ე­რი­დონ ამ გამ­ღი­ზი­ა­ნებ­ლებს. თუ გან­კურ­ნე­ბა­დი მი­ზე­ზის პოვ­ნა ვერ ხერ­ხდე­ბა, პა­ცი­ენტს შე­იძ­ლე­ბა და­ე­ნიშ­ნოს კორ­ტი­კოს­ტე­რო­ი­დე­ბი და იმუ­ნი­ტე­ტის დამ­თრგუნ­ვე­ლი სხვა სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, მა­გა­ლი­თად ციკ­ლო­ფოს­ფა­მი­დი. თუმ­ცა, კორ­ტი­კოს­ტე­რო­ი­დე­ბი თა­ვა­დაც იწ­ვევს დარ­ღვე­ვებს, გან­სა­კუთ­რე­ბით ბავ­შვებ­ში, მა­გა­ლი­თად ზრდა­ში ჩა­მორ­ჩე­ნა­სა და სქე­სობ­რი­ვი გან­ვი­თა­რე­ბის შე­ფერ­ხე­ბას.

მე­ო­რა­დი ნეფ­რო­ზუ­ლი სინ­დრო­მის გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზე­ბი

დაავადებები:­
ამი­ლო­ი­დო­ზი
სიმ­სივ­ნე (ლიმ­ფო­მა, ლე­ი­კე­მია ან სო­ლი­დუ­რი სიმ­სივ­ნე­ე­ბი)
შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი*
პრე­ეკ­ლამ­ფსია (ორ­სულ­თა ტოქ­სი­კო­ზი)
გლო­მე­რუ­ლო­ნეფ­რი­ტის ზო­გი­ერ­თი ფორ­მა (მათ შო­რის სწრა­ფად პროგ­რე­სი­რე­ბა­დი)
სის­ტე­მუ­რი წი­თე­ლი მგლუ­რა*
ვას­კუ­ლი­ტე­ბი (ჰე­ნოხ­-შონ­ლა­ი­ნის პურ­პუ­რა, ვე­გე­ნე­რის გრა­ნუ­ლო­მა­ტო­ზი ან მიკ­როს­კო­პუ­ლი პო­ლი­ან­გი­ი­ტი)
ვი­რუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცი­ე­ბი (B* და ჩ* ჰე­პა­ტი­ტი, ადა­მი­ა­ნის იმუ­ნო­დე­ფი­ცი­ტის ვი­რუ­სი *)
მე­დი­კა­მენ­ტე­ბი:
ოქ­რო
არას­ტე­რო­ი­დუ­ლი ან­თე­ბის სა­წი­ნააღ­მდე­გო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი (ა­ასს)*
პე­ნი­ცი­ლა­მი­ნი
ჰე­რო­ი­ნის ინ­ტრა­ვე­ნურად მოხ­მა­რე­ბა
ალერ­გი­ა:
მწე­რის ნაკ­ბენ­ზე
მცე­ნა­რე­ე­ბის მტვერ­ზე
შხა­მი­ან თუ­თუ­ბო­სა და შხა­მი­ან მუ­ხა­ზე
*ვარ­სკვლა­ვით აღ­ნიშ­ნუ­ლია ყვე­ლა­ზე ხში­რი მი­ზე­ზე­ბი

ფრჩხილ­-კვი­რის­ტა­ვის სინ­დრო­მი

წყარო: ჯანმრთელობის ენციკლოპედია. მერკის სახელმძღვანელო:
ჯანმრთელობის საშინაო ცნობარი. (გამომცემლობა პალიტრა L)

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniEkimi.ge
#drpkhakadze

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ