თირკმლის კენჭები საშარდე გზების დახშობის ხშირი მიზეზია – ჰიდრონეფროზი თირკმლის შარდით გადავ­სება და გაფართოებაა

0
565

ჰიდრონეფროზი

ჰიდრონეფროზი თირკმლის შარდით გადავ­სება და გაფართოებაა (დილატაცია), რაც შა­რ­დის დინების და­რ­ღვევით და თირკმლებში წნე­ვის გაზრდით არის გამოწ­ვეული.
თირკმლის კენჭები საშარდე გზების დახშობის ხშირი მიზეზია.
როცა ჰიდრონეფროზი სწრაფად ვითარდება, ადამიანს შეიძლება გაუსაძლისი ტკივილი ჰქონდეს გვერდის არეში (ნეკნებსა და თეძოებს შორის სივრცე).
როცა ჰიდრონეფროზი თანდათან ვითარდება, სიმპტომები შეიძლება საერთოდ არ გამო­ვლინდეს ან ტკივილი გვერდში იყოს დროდადრო, ყრუ, მღრღნელი ხასიათის.
საწყის ეტაპზე ექიმები შარდის ბუშტის კათეტერიზაციას ან ულტრასონოგრაფიას ნიშნავენ ჰიდრონეფროზის აღმოსაჩენად, ხოლო დახშობის ზუსტი ადგილის დასადგენად შეიძლება სხვა გამოსახულებითი კვლევებიც გამოიყენონ.
მკურნალობა ობსტრუქციის მიზეზზეა და­მო­კი­დე­ბული.
ნორმაში შარდი თირკმლიდან ძალიან დაბა­ლი წნევით გაედინება. თუ დინება შეფერხდა, დახ­შობის ადგილიდან შარდი ზევით მიემართება და თან­დათან აღწევს უმცირეს მილაკებსა და თირ­კმელში მისი დაგროვების ადგილს (თირკმლის მენჯს). შედეგად თირკმელი ფართოვდება და მის შიდა სტრუქტურებზე ზეწოლა იზრდება. საშარდე გზების დახშობის გამო გაზრდილმა წნევამ შეიძლება დააზიანოს თირკმელი და მისი ფუნქცია მოიშალოს. როცა შარდის დინება შეფერხებულია, საკმაოდ ხშირია საშარდე გზე­ბის ინფექციები და კენჭების ფორმირების რის­კიც იზრდება. თუკი ორივე თირკმელი დაზიანდა, შესაძლოა თირკმლის უკმარისობა განვითარდეს.
თირკმლის მენჯისა და შარდსაწვეთის ხანგრძლივმა გაფართოებამ შეიძლება დაარღვიოს კუნთთა რიტმუ­ლი შეკუმშვები, რომლითაც შარდი შარდსაწვეთის გა­ვ­­­ლით შარდის ბუშტში ჩაედინება (პერისტალტიკა). შარდ­საწვეთების კე­დელში ნორმალური კუნთოვანი ქსო­ვილი შესაძლოა ნაწიბუროვანმა ჩაანაცვლოს, რაც გამოუსწორებელ დაზიანებას იწვევს.

წაიკითხეთ სრულა

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniEkimi.ge
#drpkhakadze

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ