დიაბეტური რეტინოპათია საწყის ეტაპზე ხშირად უსიმპტომოდ მიმდინარეობს

0
1015

დიაბეტური რეტინოპათია

დიაბეტით დაავადებულებს შესაძლოა განუვითარდეთ თვალის დაავადება, რომელსაც დიაბეტური რეტინოპათია ეწოდება. სისხლში გლუკოზის (შაქრის) მაღალი დონე იწვევს ბადურის სისხლძარღვების დაზიანებას. დიაბეტის დროს დაზიანებული სისხლძარძღვები შუპდება. შედეგად ფერხდება სისხლძარღვში სისხლის მოძრაობა და ზიანდება ბადურა. დროთა განმავლობაში ბადურაზე ჩნდება ახალი, პათოლოგიური სისხლძარღვები, რაც ხშირად თვალის შიგნით სისხლჩაქცევის და მხედველობის სიმახვილის მკვეთრი გაუარესების მიზეზი ხდება.
არსებობს დიაბეტური რეტინოპათიის ორი ძირითადი ტიპი:
1. არაპროლიფერაციული დიაბეტური რეტინოპათია – უმეტესწილად დაავადების ადრეულ ეტაპზე გვხვდება. ამ დროს წვრილი სისხლძარღვებიდან ჟონვადობის მატება იწვევს ბადურის შეშუპებას. კლინიკურად მნიშვნელოვანია ბადურის ცენტრალური ზონის, მაკულის შეშუპება, რაც მხედველობის სიმახვილეს მკვეთრად აუარესებს.

ბადურის სისხლძარღვებში სისხლის მიმოქცევის შეფერხებისას, ბადურა ღარიბდება ჟანგბადით. ამ პროცესს იშემია ეწოდება. ქრონიკული იშემიისას იკლებს მხედველობითი ფუნქციები, ასევე თავს იჩენს პატარა ზომის მრავალი სისხლჩაქცევა ბადურის შიგნით.
2. პროლიფერაციული დიაბეტური რეტინოპათია დაავადების უფრო მწვავე გამოვლინებაა. პროლიფერაციულ ფაზაში ჩნდება ახალი, პათოლოგიური სისხლძარღვები. ახალი სისხლძარღვები ადვილად ზიანდება, რაც თვალის შიგნით სისხლჩაქცევის მიზეზი ხდება.
დროთა განმავლობაში ბადურის ზედაპირზე ჩნდება პათოლოგიური ქსოვილი, რომელიც მჭიდროდ უკავშირდება ბადურას და ახდენს მასზე მექანიკურ ზემოქმედებას. შედეგად ვითარდება ბადურის აშრევება, რასაც ბადურის ტრაქციული ჩამოცლა ეწოდება. ბადურის ტრაქციული ჩამოცლა მკვეთრად აქვეითებს მხედველობას და შესაძლოა სრული სიბრმავე გამოიწვიოს.

განაგრძეთ კითხვა

#datashvil#drpkhakadze#sheniganatleba#sheniambebi #shenipulsi

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  შარდის შეუკავებლობა

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ