სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიUncategorized„ფაგებს აბსოლუტურად ამოუწურავი რესურსი აქვთ და მათი გამოყენება მრავალი მიმართულებით შეიძლება“

„ფაგებს აბსოლუტურად ამოუწურავი რესურსი აქვთ და მათი გამოყენება მრავალი მიმართულებით შეიძლება“

„ჩვენ ძალიან დაჩქარებული წესებით შევეცდებით, რომ 2026 წელს უკვე საქართველოში მთელი ეკოსისტემა იყოს შექმნილი იმისთვის, რომ აქ მიმდინარეობდეს ყველა წამყვანი ფარმაცევტული კომპანიის მიერ ფაგებზე კვლევების ჩატარება, წარმოება და შემდეგ საქართველოდან ხდებოდეს ამ პრეპარატების გაყიდვა“, – ამის შესახებ საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელმა, ავთანდილ კასრაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მან საქართველოში ფაგების შექმნის ისტორიაზე და მისი გამოყენების მნიშვნელობაზე ისაუბრა. ასევე იმ ინოვაციაზე, რის განხორციელებასაც სააგენტო გეგმავს.

„ბიოტექნოლოგიების თემაში ვინც არის, ყველამ იცის, რომ საქართველო ნომერ პირველი სამეცნიერო ქვეყანაა. ჩვენ რაშიც პრობლემა გვაქვს, ეს არის ინფრასტრუქტურის განვითარება და პრემიერ-მინისტრის მხრიდან პრიორიტეტად გამოცხადება ამას გულისხმობდა, რომ ჩვენ მთელ ინფრასტრუქტურას მოვაწესრიგებთ, რომ შესაბამისი ეკოსისტემა იყოს – კლინიკური კვლევებისთვის, ფაგების შექმნის საერთაშორისო სტანდარტი, ასევე, წარმოების, დისტრიბუციის, ყველა სეგმენტი იყოს საქართველოში, რათა ქვეყანაში შექმნილი ფაგები მთელ მსოფლიოში იყოს მიღებული გასაყიდად. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ეს არის მნიშვნელოვანი ინვესტიციები.

საქართველოს მთავრობის მხრიდან პრიორიტეტების განსაზღვრა გულისხმობს, მათ შორის, ვალდებულებებისა და პასუხისმგებლობის აღებას სამი მიმართულებით, კერძოდ, ეს არის – ხელოვნური ინტელექტი, ფაგები და აგროტექნოლოგიები. ჩვენ გვინდა, ვიყოთ ამ მხრივ ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა. ფაგების მიმართულებით გვაქვს ამბიცია, რომ ვიყოთ გლობალური ლიდერები, რადგან სამეცნიერო მიმართულებით ეს ასეა. ახლა ჩვენ ეს უნდა გადავიტანოთ ბიზნესში. ბიზნესში იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქემდე მივიტანოთ ეს ინოვაციური ეკოსისტემის შედეგად მიღებული ეკონომიკური განვითარება“, – აღნიშნა კასრაძემ.

მისივე თქმით, ფაგებს აბსოლუტურად ამოუწურავი რესურსი აქვთ და მათი გამოყენება მრავალი მიმართულებით შეიძლება. კასრაძემ აღნიშნა, რომ ფაგებით დამზადებული პრობიოტიკები ერთ-ერთი ღირებული პროდუქტია.

„ჩვენ ძალიან დაჩქარებული წესებით შევეცდებით, რომ 2026 წელს უკვე საქართველოში მთელი ეკოსისტემა იყოს შექმნილი, რათა აქ მიმდინარეობდეს ყველა წამყვანი ფარმაცევტული კომპანიის მიერ ფაგებზე კვლევების ჩატარება, წარმოება და შემდეგ საქართველოდან ხდებოდეს ამ პრეპარატების გაყიდვა“, – განაცხადა კასრაძემ.

  „უწყვეტად გაგრძელდება, მოსახლეობისთვის, ქრონიკული დაავადებების მართვის მედიკამენტების მიწოდება“-მიხეილ სარჯველაძე

ფაგები, ანუ ბაქტერიული ინფექციების სამკურნალო საშუალება – გვერდითი და უკუჩვენებების გარეშე, ანტიბიოტიკებისგან განსხვავებით არ არის რეზისტენტული. მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ლაბორატორია საქართველოში შეიქმნა.

#datashvil#drpkhakadze#sheniganatleba#sheniambebi #shenipulsi

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights