ოთხშაბათი, ნოემბერი 27, 2024
მთავარიაკრედიტაცია„გაიხსენეთ, როგორ დავიწყეთ საავადმყოფოების აკრედიტაცია საქართველოში...“ - გიორგი ფხაკაძე

„გაიხსენეთ, როგორ დავიწყეთ საავადმყოფოების აკრედიტაცია საქართველოში…“ – გიორგი ფხაკაძე

საქართველოში, კლინიკებმა საერთაშორისო აკრედიტაციის გავლისთვის მზადება დაიწყეს.

საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანიზაციას „აკრედიტაცია კანადას“ საქართველოში  საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე წარმოადგენს.

„გაიხსენეთ, როგორ დავიწყეთ საავადმყოფოების აკრედიტაცია საქართველოში. აკრედიტაცია კანადას ამჟამად გადის 24 სამედიცინო დაწესებულება, საქართველოში“ – ამბობს  საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანიზაციას „აკრედიტაცია კანადას“ საქართველოში  საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე.

გიორგი ფხაკაძე 2021 წლის 25 მარტს ამბობდა, რომ საქართველოს სამედიცინო დაწესებულებების დამოუკიდებელი შეფასებისა და აკრედიტაციის ინიციატივის განხორციელება დაიწყო.

„მეგობრებო, დავიწყეთ საქართველოს სამედიცინო დაწესებულებების დამოუკიდებელი შეფასებისა და აკრედიტაციის ინიციატივის განხორციელება
არ მეგონა, თუ ამდენი ადამიანი გამომეხმაურებოდა და დახმარების სურვილს გამოთქვამდა..დიდი მადლობა…. სიკეთე გადამდებია…
ვებგვერდი უკვე გავაკეთე, თუმცა დახვეწის პროცესშია. იქ არის ბლოგის ნაწილი…თუ თქვენ ეწვიეთ რომელიმე საავადმყოფოს, მოიწერეთ ინფორმაცია მასზე… უნდა მიუთითოთ საავადმყოფოს სახელი, მისამართი, შეაფასოთ 1-დან 5-მდე ქულით, ახსნათ, რატომაა კარგი ან ცუდი. თუ გაქვთ შესაბამისი სურათები ან ვიდეები, მიაბით ამ ინფორმაციას.
თუ თვლით, რომ თქვენი მოწოდებული ინფორმაცია უნდა იყოს კონფიდენციალური, მიუთითეთ ამის შესახებ, გადმოაგზავნეთ მეილზე და თქვენს ვინაობას ჩემს გარდა ვერავინ გაიგებს. შემდეგ ამ ინფორმაციას მე დავდებ ჩემი სახელით ვებგვერდზე.
ასე დავიწყებთ საავადმყოფოების შეფასებას. მწვანე საავადმყოფო კარგია, შავი – ცუდი, ყვითელი – სრულყოფის გზაზეა. იმედი მაქვს, ბევრი საავადმყოფი გამწვანდება
მარტო ცუდი ხომ არ არის, კარგიც გვაქვს და გაიგოს საზოგადოებამ, ვინ არის კარგი ექიმი, რომელია კარგი სამედიცინო დაწესებულება
კვირაში ერთხელ მოხდება შეჯამება და თქვენი კომენტარების საფუძველზე გამოვაცხადებ შავი, მწვანე და ყვითელი საავადმყოფოების სიას
ხალხის შეფასებას მივაწვდით შესაბამის სამედიცინო დაწესებულებებს, რომლებსაც პასუხის გასაცემად 3 დღე ექნებათ.
უნდა იყოს გამჭვირვალობა, საჯაროობა და დიალოგი, თუ გვინდა, განვითარებისთვის პოზიტიური შედეგი დაიდოს …უნდა ჩამოვაყალიბოთ ეს კულტურა – როცა არსებობს შეკითხვები, უნდა დავსვათ და ამ შეკითხვებზე უნდა იყოს პასუხი გაცემული…
საავადმყოფოების შავი სია გასაჯაროვდება და საზოგადოებას ეცოდინება, რომ იქ მისვლა არის ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის საშიში… სხვანაირად არ გამოდის, ხარისხს სხვანაირად ვერ მივაღწევთ.
საქართველოში ბევრი კარგი სამედიცინო დაწესებულებაა, რომლებიც ბევრ რესურსს ხარჯავენ, რომ კარგად იმუშაონ, მაგრამ არ უფასდებათ, რომ ხარისხში დებენ ფულს. გვერდზე შეიძლება იყოს საავადმყოფო, რომელიც ხარისხზე საერთოდ არ ზრუნავს, მაგრამ ისიც ანალოგიურად იღებს დაფინანსებას საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან. ადამიანები ერთგან ხარისხიან სამედიცინო მომსახურებას იღებენ, მეორეგან – ცუდს და სახელმწიფოში ორივე ეს დაწესებულება ერთ დონეზეა. ეს არასამართლიანია. ვიღაცამ ხომ უნდა თქვას, რეალობა როგორია?!
თვითმიზანი ვინმეს დახურვა კი არ არის, აქ საუბარია ჯანსაღ კონკურენციაზე, ხარისხის სტანდარტებზე, რამაც ქვეყანაში ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება უნდა უზრუნველყოს. ეს არის ბაზისური სტანდარტი, მინიმუმი.
როგორც კი ამ აკრედიტაციას 10 საავადმყოფო გაივლის, დავდებ შემდეგ სტანდარტს. შემდეგი სტანდარტი იქნება ვარსკვლავის მინიჭება. იქნება სულ 5 ვარსკვლავი. მაგრამ სანამ აქამდე მივალთ, სამედიცინო დაწესებულებებმა მინიმალური ხარისხის ბარიერი უნდა გადალახონ.
ახლა ყველა ერთად ვაკეთებთ იმას, რაც საქართველოში არავის გაუკეთებია, რაც ძალიან საჭიროა და რაც ყველაზე რთულია. ამ პროცესის მონაწილე ვართ ყველანი ერთად. ამას გავაკეთებთ ერთობლივი ძალებით. ეს მე კი არ მინდა, შენ კი არ გინდა, ეს ჩვენ გვინდა და ჩვენს საქართველოს სჭირდება!
მივმართავ არასამთავრობო ორგანიზაციებსაც, მათი დახმარება მნიშვნელოვანია. პროცესში შეიძლება, მიმართულებების მიხედვით, კერძო კომპანიებიც ჩაერთონ, რომელთაც სამედიცინო დაწესებულებებისთვის ტექნიკური აღჭურვილობა შემოაქვთ. დამიკავშირდით, რომ შევძლოთ ქვეყანაში ხარისხიანი ტექნიკური პროდუქციის შემოტანა.
ეს არის ძალიან დიდი პროცესის დასაწყისი. ჩვენ თუ არ დავიწყეთ, ამას არავინ გააკეთებს. ეს უნდა დავიწყოთ დღესვე. ეს იქნება გამჭვირვალე პროცესი და კორუფცია იქნება ნულოვან დონეზე.
პირველ 10 დაწესებულებას, რომელიც გაივლის ამ აკრედიტაციას, გავუკეთებ უფასო რეკლამას ჩემს ფეისბუქზე, რომელიც ვიზიტორების ნაკლებობას არ უჩივის…
ვიცი, რომ სამედიცინო დაწესებულებები 5000 – 10 000 დოლარს ხარჯავთ სატელევიზო რეკლამებში. ეს ფული მოახმარეთ უშუალოდ პაციენტებს, სანიტრებს, ექთნებს, ექიმებს, სამედიცინო ტექნიკურ აღჭურვილობას.
მივმართავ სამედიცინო დაწესებულებებს, ნუ დაფრთხებით, ეს ყველაფერი თქვენთვისვეა საჭირო, რომ ბაზარზე სწორი და უსაფრთხო ოპერირება შეძლოთ. დაგეხმარებით, რომ ამ მინიმალური სტანდარტების გავლა შეძლოთ, არ არის ეს რთული.
შავ სიაში მყოფებს მაქსიმალურად დაგეხმარებთ, რომ ამ ჭაობიდან ამოვიდეთ, თუ თქვენი სურვილი იქნება. თუ არ შეეცდებით სიტუაციის გამოსწორებას, ამ შავ სიას მაქსიმალურად გავასაჯაროებთ, ასეთი საავადმყოფოები პაციენტების გარეშე დარჩება და გაკოტრდება. მე არ მინდა , ეს მოხდეს. ეს არ არის ჩემი ინტერესი.
ჩემი მიზანია, რომ ექთანმა და ექიმმა იმუშაოს ერთ საავადმყოფოში და არა რამდენიმეში, ჰქონდეს კარგი, ღირსეული ანაზღაურება და კარგი სამუშაო პირობები, და პაციენტი კმაყოფილი იყოს.
გავუფრთხილდეთ სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, რესურსებს და ერთმანეთს, ძალა ერთობაშია. როგორც დავწიეთ პირბადეების ფასი და ავწიეთ ხარისხი. ასევე შევძლებთ, ავწიოთ სამედიცინო დაწესებულებების ხარისხი, ჯერ ამაში დამეხმარეთ და მერე ფასებსაც მივხედავთ…
სამედიცინო მომსახურების ფასი უნდა იყოს სამართლიანი და მისაღები პაციენტებისთვის
სამედიცინო პერსონალის ანაზღაურება უნდა იყოს ღირსეული. უნდა დაფასდეს თითოეული პროფესიონალი ექიმი, ექთანი, სანიტრი… მე ექიმი ვარ და სულ ვფიქრობ, რა მძიმე მდგომარეობაში არიან ჩვენი ექიმენი, ექთნები, სანიტრები, იმიტომ რომ სისტემა არის მახინჯი… ეს უნდა გამოსწორდეს, ეს ჩვენი, ყველას, პასუხისმგებლობაა და ჩვენ ამას შევძლებთ…
დავიწყეთ…“
მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniEkimi.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

25 November, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

25 ნოემბერი 2024
სამზარეულოს 3 ფერი, რომელიც 2025 წელს აქტუალურობას დაკარგავს

სამზარეულოს 3 ფერი, რომელიც 2025 წელს აქტუალურობას დაკარგავს

ნოემბერი 26, 2024
საიდან და როგორ დაიწყო „შავი პარასკევის“ ისტორია და რატომ მიიღო მან ეს სახელი

საიდან და როგორ დაიწყო „შავი პარასკევის“ ისტორია და რატომ მიიღო მან ეს სახელი

ნოემბერი 26, 2024
როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

20 ნოემბერი 2024
სჯობს თავად ნახოთ – წინანდალი – ადგილი, სადაც ქართული მეღვინეობის ისტორია იწერებოდა

სჯობს თავად ნახოთ – წინანდალი – ადგილი, სადაც ქართული მეღვინეობის ისტორია იწერებოდა

ნოემბერი 26, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ზეთის იმპორტი -რა ფასად ვყიდულობთ ზეთს

ზეთის იმპორტი -რა ფასად ვყიდულობთ ზეთს

ნოემბერი 26, 2024
როზმარინის ზეთი ზრდის თუ არა თმას რეალურად

როზმარინის ზეთი ზრდის თუ არა თმას რეალურად

ნოემბერი 26, 2024
ვენეციის კარნავალი 2025: ჯადოსნური ღონისძიება, რომლის გამოტოვებაც არ ღირს

ვენეციის კარნავალი 2025: ჯადოსნური ღონისძიება, რომლის გამოტოვებაც არ ღირს

26 ნოემბერი 2024
სპექტაკლი “დარაბებს მიღმა გაზაფხულია” – ახმეტელის თეატრში

სპექტაკლი “დარაბებს მიღმა გაზაფხულია” – ახმეტელის თეატრში

ნოემბერი 26, 2024
„ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნება საქართველოსა და მსოფლიოში

„ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნება საქართველოსა და მსოფლიოში

ნოემბერი 26, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights