პარასკევი, ივლისი 4, 2025
მთავარისამინისტრო125 000-235 000 ლარის ფარგლებში, დაფინანსდება გულის, ღვიძლის და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია

125 000-235 000 ლარის ფარგლებში, დაფინანსდება გულის, ღვიძლის და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო 125 000 – 235 000 ლარის ფარგლებში, აფინანსებს გულის, ღვიძლის და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციას. გასულ წელს დაიწყო ღვიძლის ტრანსპლანტაციის შემდგომი აუცილებელი კვლევების დაფინანსება, ჩატარებიდან ერთი წლის განმავლობაში. ასევე, სამინისტროს მიერ იფარება თირკმლის ტრანსპლანტაციის წინა მოსამზადებელი კვლევები, დონორისა და რეციპიენტის თავსებადობის განსაზღვრის მიზნით. თავად თირკმლის ტრანსპლანტაციის ხარჯებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ფარავს.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამულ სიახლეებზე, გაზრდილ დაფინანსებაზე და დაგეგმილ ცვლილებებზე, მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ პირველ მოადგილესთან, მარი ზანაქიძესთან ერთად, BAU ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში სამედიცინო პერსონალთან გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა. კლინიკის ადმინისტრაციის განმარტებით დაწესებულებამ უკვე მიიღო შესაბამისი ნებართვა და უახლოეს პერიოდში დაიწყებენ თირკმლის ტრანსპლანტაციის ჩატარებას აჭარაში რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეებისათვის.

„მოხარული ვართ, რომ რეგიონის სამედიცინო დაწესებულებები აფართოებენ სამედიცინო სერვისებს და მოსახლეობას საშუალება ეძლევათ ადგილზე მიიღონ მათთვის საჭირო სამედიცინო მომსახურება. ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალი ასევე აქტიურად არის ჩართული სამინისტროს „გულის ქირურგიის დამატებითი სამედიცინო მომსახურების“ პროგრამის განხორციელებაში. მინდა აღვნიშნო, რომ სახელმწიფო დაფინანსებით და აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს თანადაფინანსებით, აჭარაში რეგისტრირებული მოქალაქეებისათვის სრულად იფარება გეგმიური და ურგენტული კარდიოქირურგიული ოპერაციები. სამინისტრო ასევე აფინანსებს გულის და კორონალური არტერიების გეგმიურ ანგიოგრაფიას“ – განაცხადა, მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ.

სამედიცინო დაწესებულებებში სამინისტროს წარმომადგენელთა შეხვედრების მიზანს წარმოადგენს, ექიმებისთვის სამინისტროს 2024 წლის პროგრამული სიახლეების გაცნობა, სამედიცინო დაწესებულების მიერ სამინისტროს პროგრამებში ჩართულობა, ასევე ახალი შესაძლებლობებისა და საჭიროებების გამოვლენა. 

author avatar
SheniEkimi.ge
#drpkhakadze
  ანტიმიკრობულ რეზისტენტობაზე მიმართული ღონისძიებების გაძლიერებასა და გადამდები დაავადებების ზედამხედველობისა და კონტროლის მიმართულებით ისაუბრეს
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights