კვირა, აპრილი 20, 2025
მთავარიინტერვიუინტერვიუ ჟურნალისტ ანა შანიძესთან - „ისტორია იწყება სტუდენტობიდან. პირველი პრაქტიკული ნაბიჯებიც სწორედ ამ...

ინტერვიუ ჟურნალისტ ანა შანიძესთან – „ისტორია იწყება სტუდენტობიდან. პირველი პრაქტიკული ნაბიჯებიც სწორედ ამ დროს გადავდგი“

21 მარტს ქართული ჟურნალისტიკის დღე აღინიშნება.

მედიაჰოლდინგი 《შენი》 ყველა ქართველ ჟურნალისტს ულოცავს პროფესიულ დღეს ✨

გთავაზობთ ინტერვიუს ჟურნალისტ ანა შანიძესთან, რომელიც საკუთარ ჟურნალისტურ ისტორიას გვიამბობს:

ინტერვიუ ჟურნალისტ ანა შანიძესთან – „ისტორია იწყება სტუდენტობიდან. პირველი პრაქტიკული ნაბიჯებიც სწორედ ამ დროს გადავდგი“ | sheniekimi.ge | შენი ექიმი

– ანა, თქვენი ჟურნალისტური საქმიანობა არაერთ წელს ითვლის… საინტერესოა, როდის დაინტერესდით და რამ გადაგაწყვეტინათ, აგერჩიათ ეს პროფესია…?

– პროფესიაზე არჩევანი ბავშვობიდან მოდის… მაშინ, როდესაც სკოლიდან სახლში მისული გასართობი გადაცემების ნაცვლად, ახალ ამბებს ვეცნობოდი…

– გვიამბეთ თქვენი პროფესიული ისტორია…

– ისტორია იწყება სტუდენტობიდან. პირველი პრაქტიკული ნაბიჯებიც სწორედ ამ დროს გადავდგი. მაშინ ჩემი მიკროფონი ლოგოს გარეშე იყო, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია, უკვე შემდგარი ჟურნალისტების მსგავსად შეუპოვარი ვყოფილიყავი. პირველი გამოცდილება პირველი აქციის გაშუქებისას მივიღე, აღარ მოვყვები, რა მოხდა 2011 წლის 26 მაისს…

ინტერვიუ ჟურნალისტ ანა შანიძესთან – „ისტორია იწყება სტუდენტობიდან. პირველი პრაქტიკული ნაბიჯებიც სწორედ ამ დროს გადავდგი“ | sheniekimi.ge | შენი ექიმი

– რას ურჩევდით ახალგაზრდებს, ვინც ახლა ირჩევს ამ პროფესიას..?

– ახალგზრდებს, ვინც ახლა ირჩევს ამ პროფესიას, ვკითხავდი – ჟურნალისტიკას სამუშაო განრიგი არ აქვს, მზად ხართ ზოგჯერ ბევრი დათმოთ თქვენი პროფესიის გამო? ემსახუროთ სიცივესა თუ სიცხეში, დღე თუ ღამე…? მზად ხართ, პირადი ემოციები გვერდით გადადოთ, მაყურებლამდე არ მიიტანოთ თქვენი შიშები, გრძნობები, ტკივილები, წყენა, დაღლა?… მზად ხართ, იყოთ ხან ექიმი, ხან ექსპერტი, ხან მაშველი – ყველა პროფესიის წარმომადგენელი მცირე დოზით. ზოგჯერ ნამდვილ ომშიც იყოთ და პატარ-პატარა “ბრძოლები” ყოველდღე გქონდეთ?
თუმცა, თუ აირჩევთ – ერთი ნახვით შეყვარებას დაიჯერებთ. მასზე მრავალფეროვანს ვერაფერს ნახავთ. ზოგჯერ დაღლილს მისი მიტოვებაც მოგინდებათ, მაგრამ ვერ მიატოვებთ. მიგიზიდავთ და მის გარეშე ვეღარ გაძლებთ. მთავარი თვისება ღირსების შენარჩუნებაა და პრინციპები, რომელიც ლოგოსთან ერთად არ უნდა იცვლდებოდეს…

ინტერვიუ ჟურნალისტ ანა შანიძესთან – „ისტორია იწყება სტუდენტობიდან. პირველი პრაქტიკული ნაბიჯებიც სწორედ ამ დროს გადავდგი“ | sheniekimi.ge | შენი ექიმი

ავტორი: თათია გოჩაძე

#datashvil#drpkhakadze#sheniganatleba#sheniambebi #shenipulsi
author avatar
SheniEkimi.ge
#drpkhakadze
  მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხები - ძალიან საინტერესო ინტერვიუ გიორგი ფხაკაძესთან
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights