სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიინტერვიუინტერვიუ ნათია ტალახაძესთან - „ჩართული ვარ ტელევიზიის ცოცხალ და აქტიურ რეჟიმში, სადაც...

ინტერვიუ ნათია ტალახაძესთან – „ჩართული ვარ ტელევიზიის ცოცხალ და აქტიურ რეჟიმში, სადაც არასდროს გაქვს მოდუნების საშუალება“

21 მარტს ქართული ჟურნალისტიკის დღე აღინიშნება.

მედიაჰოლდინგი 《შენი》 ყველა ქართველ ჟურნალისტს ულოცავს პროფესიულ დღეს ✨

გთავაზობთ ინტერვიუს ჟურნალისტ ნათია ტალახაძესთან, რომელიც ამჟამად “რუსთავი 2”-ში მუშაობს:

– ნათია, პროფესიით ჟურნალისტი ხართ… გვიამბეთ, რატომ აირჩიეთ ეს პროფესია?

– მოგესალმებით ❤️ პატარაობიდან მხიბლავდა ტელევიზია, ყურადღებით ვუსმენდი და ვაკვირდებოდი ჟურნალისტთა მეტყველებას, ამბის მოწოდების სტილს, ვიზუალს, ჩაცმულობას და ეს ყველაფერი მხიბლავდა, რადგან ჩემთვის ძალიან ესთეტიური იყო.

მხიბლავდა ის გარემოებები, სადაც ჟურნალისტებს უწევდათ  მოეპოვებინათ ექსკლუზივი, მუდმივად ყოფილიყვნენ ყველა კრიტიკულ სიტუაციაში ზუსტ დროსა და ადგილას…იყო ეს მშვიდობა, თუ ომი…

ინტერვიუ ნათია ტალახაძესთან – „ჩართული ვარ ტელევიზიის ცოცხალ და აქტიურ რეჟიმში, სადაც არასდროს გაქვს მოდუნების საშუალება“ | sheniekimi.ge | შენი ექიმი

– შესაძლოა, აქტიურ ჟურნალისტიკაში არ ხართ, თუმცა ტელევიზიის ცხოვრებას კარგად იცნობთ… როგორია, იყო ტელეჟურნალისტი?

– სამწუხაროდ, პირადი გარემოებებიდან გამომდინარე აქტიურ ჟურნალისტიკაში ვერ ვარ, თუმცაღა ვმუშაბ ერთ-ერთი რეიტინგულ და ვფიქრობ, ყველაზე ობიექტური ტელევიზიის ადმინისტრაციაში.

ასე თუ ისე, ჩართული ვარ ტელევიზიის ცოცხალ და აქტიურ რეჟიმში, სადაც არასდროს გაქვს მოდუნების საშუალება, ხარ მობილიზებული და მოტივირებული. გაქვს უდიდესი პასუხისმგებლობა მოქალაქეების წინაშე, რომ ყველა ამბავი მათ ყურამდე მივიდეს, რაც შეიძლება სწრაფად და ობიექტურად.

– ყველაზე მთავარი თვისება/უნარი, რომელიც ჟურნალისტს უნდა გააჩნდეს…

– ჩემი აზრით, ჟურნალისტს უნდა ჰქონდეს ყველაზე მთავარი, ამბის სიზუსტით მოწოდების უნარი და თავისუფლება პროფესიაში. აუცილებლად დაადასტუროს ფაქტის სინამდვილე და ხელი არ შეუწყოს დეზინფორმაციის გავრცელებას.

– ნათია, გაგვიმხილეთ თქვენი სილამაზის საიდუმლო… გაქვთ თუ არა რაიმე განსაკუთრებული რუტინა ან თუ ითვალისწინებთ პროფესიონალთა რჩევებს თავის მოვლისთვის?…

– ცოტა გადაჭარბებული ნათქვამია სილამაზის საიდუმლო 😊 თუმცაღა სასიამოვნო,მადლობა  ❤️ საიდუმლო უფრო მეტად გენეტიკა, ასევე შინაგანი სილაღე, შინაგანი სიყვარულით სავსე ბავშვი თავისუფლებასთან ერთად.

მე არ მიწევს ეკრანიზაცია, თუმცაღა ჟურნალისტის, კონკრეტულად კი წამყვანების ის ესთეტიურობა, რაც ღრმა ბავშვობიდან გამჯდარი მაქვს, დღემდე მომყვება. ეს არის კლასიკური პიჯაკი, მოწესრიგებული თმა, სახე და ფრჩხილი.

– დაბოლოს, გიტოვებთ თავისუფალ სივრცეს, რათა, უბრალოდ, სათქმელი თქვათ…

  "აკრედიტაციის პროცესში ჩართულია ბატონი გიორგი ფხაკაძე და კომუნიკაცია უფრო გვიადვილდება" - კლინიკა "ჰერას" გენერალური დირექტორი, ირაკლი მაჭარაძე

– ვისურვებდი, არასდროს თქვან უარი ბავშვურ ოცნებებზე და ყველაფრის მიუხედავად ეცადონ, შედგნენ იმ პროფესიაში, რაც უყვართ, სადაც თავს გრძნობენ ბედნიერად. სხვა სემთხვევაში, მუდმივად ექნებათ დანაკლისის გრძნობა…

ავტორი: თათია გოჩაძე

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights