ქალების სომატოტიპოლოგია
რა არის თქვენი სომატოტიპი?
1942 წელს ამერიკელმა ფსიქოლოგმა უილიამ შელდონმა გამოაქვეყნა წიგნი „ტემპერამენტის მრავალფერო- 82 ვნება“ (The Varieties of Temperament. A psychology of constitutional differences), რომელშიც სურდა დაემტკიცებინა კავშირი ადამიანის აღნაგობასა (პიროვნების სტრუქტურულ-სტატიკურ ასპექტსა) და ტემპერამენტს (პიროვნების დინამიკურ ასპექტს) შორის.
შელდონის აზრით, სულაც არ არის გასაკვირი მათ შორის კავშირის არსებობა, რადგან სტრუქტურა განსაზღვრავს ფუნქციას. სხეულის აგებულების კომპონენტების გამოსაყოფად შელდონმა გამოიყენა ე.წ. ანთროპოსკოპული მეთოდი:
მან 4000 სტუდენტს (გახდილს) გადაუღო სურათები ანფასში, პროფილში და ზურგიდან. შემდეგ, ამ ფოტოების დათვალიერების და გარკვეული კრიტერიუმის საფუძველზე ჩატარებული ანალიზის შედეგად, შეარჩია ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავებული სხეულის აგებულების ვერსიები. ასეთი სულ სამი სომატოტიპი აღმოჩნდა. პირველი ტიპი ხასიათდებოდა მრგვალი ფორმებით – ძალიან დიდი მუცლით, ჭარბი ცხიმით მხრებსა და თეძოებზე, დიდი, მრგვალი თავით, დიდი შინაგანი ორგანოებით, მოდუნებული ხელ-ფეხით, ცუდად განვითარებული კუნთოვანი და ძვლოვანი სისტემებით. ეს ადამიანები, ჩვეულებრივ, ჭარბწონიანები იყვნენ.
მეორე ტიპი გამოირჩეოდა განიერი მხარბეჭით, დაკუნთული ხელ-ფეხით, კანქვეშა ცხიმის მინიმალური რაოდენობით. მათზე ამბობდნენ, „გარეგნობა დამთრგუნველად ძლიერი აქვთო“.
მესამე ტიპისთვის დამახასიათებელი იყო სიგამხდრე, ვიწრო მხარ-ბეჭი და გულმკერდი, მაღალი შუბლი, წვრილი და გრძელი ხელ-ფეხი, სუსტად განვითარებული კუნთები, კარგად განვითარებული ნერვული სისტემა.
მათზე ამბობდნენ, „სუსტი, თხელი აღნაგობა და ბრტყელი მკერდი აქვთო“. შელდონმა პირველ ტიპს ენდომორფული უწოდა, მეორეს – მეზომორფული და მესამეს – ექტომორფული. ეს სახელები უკავშირდება ჩანასახის ფურცლებს. ბიოლოგიაში, იმ დროს გავრცელებული შეხედულების თანახმად, ენდოდერმიდან (ჩანასახის შიდა ფურცლიდან) ვითარდება შინაგანი ორგანოები; მეზოდერმიდან (ჩანასახის შუა ფურცლიდან) – ძვლები, კუნთები გული, სისხლძარღვები; ხოლო ექტოდერმიდან (ჩანასახის გარე ფურცლიდან) – თმა, ფრჩხილები, რეცეპტორები და ნერვული სისტემა.
თითოეულ სომატოტიპს შელდონმა რიცხვითი ინდექსი მიაკუთვნა. ამისათვის მან შვიდქულიანი შეფასების სკალა გამოიყენა, რომელშიც 1 შეესაბამებოდა ამ ტიპის მახასიათებლების ყველაზე მცირე მოცემულობას, ხოლო 7 – ყველაზე დიდს. ამრიგად, შელდონის მიხედვით, შეგვიძლია ყოველი კონკრეტული ინდივიდიდის სხეულის აგებულება სამი ციფრით შევაფასოთ, ანუ მათი სომატოტიპი დავადგინოთ. მაგალითად, ინდივიდი, რომლის სომატოტიპიც არის 4-6-1, ხასიათდება საშუალო ხარისხის ენდომორფული და მაღალი ხარისხის მეზომორფული აგებულებით და საერთოდ არ გააჩნია ექტომორფის თვისებები. ექტომორფს აქვს მაღალი და გამხდარი სხეული, ვიწრო მხრები და კუნთოვანი მასის დაბალი პროცენტული მაჩვენებე- 83 ლი. ზოგადად, ექტომორფული სხეულის ტიპის ადამიანებს აქვთ სწრაფი მეტაბოლიზმი და ადვილად იკლებენ წონაში.
თუმცა, მათ უფრო უჭირთ კუნთოვანი მასის მომატება. ამიტომ ექტომორფებს ურჩევენ კალორიების გაზრდას, ცილებისა და ჯანსაღი ცხიმების შემცველი საკვების მიღებას. ბოსტნეული, ხილი და მთლიანი მარცვლეული შეუწყობს წონის მატებას და კუნთების შენებას. სხეულის ტიპის მახასიათებლები ექტომორფული სხეულის ტიპის მქონე ადამიანებს აქვთ ასეთი ფიზიკური მახასიათებლები: y უფრო გამხდარი სხეული; y საშუალოზე ოდნავ მეტი სიმაღლე; y სხეულის ცხიმის ნაკლები პროცენტული მაჩვენებელი; y ქალებს, როგორც წესი, აქვთ ვიწრო თეძოები და პატარა მკერდი. ენდომორფი არის სხეულის ტიპი, რომელიც ხასიათდება უფრო დაბალი სიმაღლით და სხეულის ცხიმის მაღალი შემადგენლობით. როგორც წესი, ენდომორფებს ადვილად შეუძლიათ კუნთების მასის მომატება, მაგრამ ასევე აქვთ ნელი მეტაბოლიზმი, ცხიმის დაგროვების მაღალი ტენდენცია და უფრო რთულად იკლებენ წონაში.
ამიტომ ენდომორფული სხეულის ტიპის ადამიანებისთვის მნიშვნელოვანია პროტეინებით მდიდარი საკვების მიღება (კუნთების მომატებისათვის) და კალორიული საჭმლის შემცირება. ენდომორფული სხეულის ტიპის მახასიათებლებია: y უფრო დაბალი სიმაღლე; y ცხიმის უფრო მაღალი პროცენტი. ქალებს უფრო მსხლის ფორმის სხეული აქვთ. მეზომორფულ ტიპს ახასიათებს უფრო გამხდარი სხეული, მეტი კუნთოვანი მასით და სხეულის ცხიმის ნაკლები პროცენტით.
მეზომორფებს აქვთ სწრაფი მეტაბოლიზმი და ადვილად შეუძლიათ კუნთების მასის მომატება და შენარჩუნება, მიუხედავად იმისა, რომ არ სჭირდებათ შემზღუდველი დიეტა წონის დასაკლებად ან კუნთების მოსამატებლად. ამიტომ მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხიმებით, ხილითა და ბოსტნეულით, მთლიანი მარცვლეულითა და ცილებით მდიდარი დაბალანსებული დიეტის შენარჩუნება. მეზომორფული სხეულის ტიპის ერთ-ერთი ფიზიკური მახასიათებელია უფრო მეტად კუნთოვანი სხეული (ნახ. 2). ნახ. 2. ქალის სხეულის აგებულების სტომატოტიპები 84 ქალები, როგორც წესი, გამოირჩევიან უფრო სპორტული აღნაგობითა და პატარა წელით.
გარდა ამისა, მეზომორფული სხეულის ტიპის მქონე ადამიანებს, ჩვეულებრივ, უადვილდებათ კუნთოვანი მასის მომატება და შენარჩუნება. მათ აქვთ უფრო სწრაფი მეტაბოლიზმი და სხეულის ცხიმის დაგროვების დაბალი ტენდენცია, შეუძლიათ წონაში ადვილად დაიკლონ.
ქალების აგებულების ტიპები არსებობს ქალის სხეულის აგებულების 5 ტიპი:
1. მსხლის ფორმის;
2. ვაშლის ფორმის;
3. მართკუთხედის ფორმის;
4. ამოტრიალებული სამკუთხედის ფორმის;
5. ქვიშის საათის ფორმის.
მსხლის ფორმის აგებულების ქალებს აქვთ ვიწრო მხრები, პატარა მკერდი, ბრტყელი მუცელი, თხელი ხელები. მათ სხეულის ქვედა ნაწილში უგროვდებათ კანქვეშა ცხიმი, აქვთ მოკლე ფეხები და არიან ზურგში მოხრილები. მსხლის ფორმის აგებულების მქონე ქალებმა ძალისმიერი ვარჯიშებით უნდა განავითარონ სხეულის ზედა ნაწილი – ზურგი და მხრის კუნთები. ყურადღება უნდა გაამახვილონ ხერხემლის გამშლელ და ზურგის კუნთებზე. სხეულის ქვედა ნაწილში ცხიმოვანი ფენის შესამცირებლად აერობული ვარჯიშები დაგეხმარებათ. აქცენტი გადაიტანეთ ფეხებზე, ასევე, კარგია მცირე წონით ვარჯიში 20- 25-ჯერ გამეორებით.
ვაშლის ფორმის აგებულების ქალებს აქვთ საშუალო სიმაღლე, ვიწრო მხრები, დიდი მკერდი, ვიწრო ბარძაყები და ბრტყელი დუნდულა კუნთები, თხელი ხელ-ფეხი, დაბალი კისერი, გვერდებისა და მკერდის გარშემოწერილობა კი – თითქმის თანაბარი.
მათ არ აქვთ გამოკვეთილი წელი. მუცელსა და წელზე გროვდება კანქვეშა და ვისცერული ცხიმი. მათთვის მიზანშეწონილია მაღალი ინტენსივობის ინტერვალური ვარჯიში, აუცილებელია რეგულარული კარდიო დატვირთვა. ძალისმიერი ვარჯიშები მიმართული უნდა იყოს ქვედა კიდურებზე, რომ გახდეს სხეულის ზედა ნაწილის პროპორციული. კარგია ჩაჯდომები, ფეხების ჭიმი პლატფორმაზე, კვადრიცეფსისა და ბარძაყის ბიცეფსის ვარჯიშები, ღერძის კლასიკური ამოწევა, ნაბიჯები (ნახ. 3).
ქალების უმრავლესობას აქვს მართკუთხედის ფორმის აგებულება, რომელსაც ახასიათებს ათლეტური აღნაგობა (მკერდის, წელისა და ბარძაყების თითქმის თანაბარი გარშემოწერილობა, ბრტყელი დუნდულა კუნთები).
ამ ტიპის ქალებს აქვთ მაღალი მეტაბოლიზმი და ნახ. 3. ქალის აგებულების ტიპები ძნელად იმატებენ წონაში. მათი მთავარი უპირატესობაა გრძელი ფეხები. ყურადღება უნდა მიაქციონ ძალისმიერ ვარჯიშსა და კვებას. ვარჯიში უნდა იყოს ინტენსიური და ხანმოკლე. მათ თანაბრად უნდა განავითარონ მხრები, ზურგი და ფეხები. უმჯობესია საბაზისო ვარჯიშები: ჩაჯდომები, ჭიმები და ყველა სახის ამოწევები.
მათ სავარჯიშო პროგრამაში აუცილებლად უნდა იყოს ჩართული მოკლე ხანგრძლივობის კარდიო ვარჯიშები. ამოტრიალებული სამკუთხედის ფორმის აგებულება: ბარძაყებზე უფრო ფართო მხრები, საშუალო ან დიდი ზომის მკერდი, კარგი ფორმის ფეხები, პატარა ზომის დუნდულა კუნთები, ვიწრო ბარძაყები და ბრტყელი საჯდომი. წელი არ არის გამოკვეთილი და ცხიმი გროვდება მუცლის არესა და სხეულის ზედა ნაწილში. უმჯობესია, ამ ტიპის აგებულების ქალებმა განავითარონ სხეულის ქვედა ნაწილი, რომ ის გაუთანაბრონ ზედა ნაწილს.
ქვიშის საათის ფორმის აგებულების ქალი არის მიმზიდველი და ლამაზი. ის საუკეთესოა ფიტნესისათვის. ამ ტიპის აგებულების ქალს აქვს პროპორციული ზედა და ქვედა ნაწილები (მკერდის და ბარძაყების გარშემოწერილობა თანაბარია), წვრილი წელი და მრგვალი ფორმის დუნდულა კუნთები, გრძელი და ლამაზი ფორმის ფეხები. ფორმების შესანარჩუნებლად საჭიროა კარდიო და ძალისმიერი ვარჯიშები. მათთვის ადვილია ცხიმის მოცილება. ვარჯიშის ძირითადი ამოცანა უნდა იყოს კუნთების სიმკვრივის მომატება. 85 ძნელად იმატებენ წონაში.
მათი მთავარი უპირატესობაა გრძელი ფეხები. ყურადღება უნდა მიაქციონ ძალისმიერ ვარჯიშსა და კვებას. ვარჯიში უნდა იყოს ინტენსიური და ხანმოკლე. მათ თანაბრად უნდა განავითარონ მხრები, ზურგი და ფეხები. უმჯობესია საბაზისო ვარჯიშები: ჩაჯდომები, ჭიმები და ყველა სახის ამოწევები. მათ სავარჯიშო პროგრამაში აუცილებლად უნდა იყოს ჩართული მოკლე ხანგრძლივობის კარდიო ვარჯიშები. ამოტრიალებული სამკუთხედის ფორმის აგებულება: ბარძაყებზე უფრო ფართო მხრები, საშუალო ან დიდი ზომის მკერდი, კარგი ფორმის ფეხები, პატარა ზომის დუნდულა კუნთები, ვიწრო ბარძაყები და ბრტყელი საჯდომი. წელი არ არის გამოკვეთილი და ცხიმი გროვდება მუცლის არესა და სხეულის ზედა ნაწილში.
უმჯობესია, ამ ტიპის აგებულების ქალებმა განავითარონ სხეულის ქვედა ნაწილი, რომ ის გაუთანაბრონ ზედა ნაწილს. ქვიშის საათის ფორმის აგებულების ქალი არის მიმზიდველი და ლამაზი. ის საუკეთესოა ფიტნესისათვის. ამ ტიპის აგებულების ქალს აქვს პროპორციული ზედა და ქვედა ნაწილები (მკერდის და ბარძაყების გარშემოწერილობა თანაბარია), წვრილი წელი და მრგვალი ფორმის დუნდულა კუნთები, გრძელი და ლამაზი ფორმის ფეხები. ფორმების შესანარჩუნებლად საჭიროა კარდიო და ძალისმიერი ვარჯიშები. მათთვის ადვილია ცხიმის მოცილება. ვარჯიშის ძირითადი ამოცანა უნდა იყოს კუნთების სიმკვრივის მომატება.