სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიშენი ექიმი„ბარიატრიული ოპერაციის შემდეგ პაციენტების 70% ინარჩუნებს მიღწეულ შედეგს“

„ბარიატრიული ოპერაციის შემდეგ პაციენტების 70% ინარჩუნებს მიღწეულ შედეგს“

ბარიატრიული ოპერაციის შემდეგ, მომავალში პაციენტების მხოლოდ 70% ინარჩუნებს მიღწეულ შედეგს, ძალიან მნიშვნელოვანია პაციენტებთან ფსიქოლოგის მუშაობა.

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა იოაკიმეს და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრის, ზოგადი, ბარიატრიული და ლაპარასკოპიული ქირურგი ხვიჩა ხაჯაველიძე გადაცემაში „იმუნიტეტი“ წონაში დაკლების მიზნით ჩატარებული ოპერაციების შესახებ და არსებულ სტატისტიკაზე საუბრობს:

„ბარიატრიული ოპერაციის გაკეთების შემდეგ წონის შენარჩუნების თვალსაზრისით, მამაკაცები 95%-ით ინარჩუნებენ, ქალბატონები 85%-ით. წარმოდგენა, რომ ოპერაციის გაკეთების შემდეგ წონაში აღარ მოვიმატებთ, მცდარია. სლივგასტექტომიის შემთხვევაში, გრძელვადიან პერსპექტივაში, წონის დაბრუნება, –  რეციდივი, 30%-ში, ხოლო ბაიპასის შემთხვევაში, 10-12%-ში ხდება. მაგრამ, თუ კარგად დავაკვირდებით, 100 ნაოპერაციევი პაციენტიდან, არა მხოლოდ ჩვენთან, არამედ მთელ მსოფლიოში, 70% მთელი ცხოვრება მისთვის სასურველ წონასა და შესაბამის ჯანმრთელობას ინარჩუნეს. არც ის 30% უბრუნდება საწყის ნიშნულს. აუცილებლად დავაკონკრეტებ, 30% და 12% დამოკიდებული არ არის იმაზე, რამდენად ასრულებს პაციენტი იმ დასახულ გეგმას, რომელიც დაუსახა ექიმმა გაწერის მომენტში. სულ რომ ყველანაირი რეჟიმი დაიცვას, ეს პროცენტი მაინც შეიძლება დაფიქსირდეს. თუმცა, პაციენტის ქცევას დიდი მნიშვნელობა აქვს“, – ამბობს ხვიჩა ხაჯაველიძე.

მისი თქმით, ოპერაციისთვის მზაობა მულტიდისციპლინარული გუნდის მიერ ფასდება

„ოპერაციისთვის მზაობა მულტიდისციპლინარული გუნდის მიერ ფასდება. თუმცა, რაიმე წინასწარი ვადების დაწესება, ან თერაპიული მეთოდის გამოყენება ოპერაციის წინა პერიოდში არ ხდება. ეს პრაქტიკა ადრე იყო. ამჟამად ამაზე საერთაშორისო გაიდლაინით, 2022 წელს მსოფლიოს ექსპერტებმა უარი თქვეს. ოპერაციის წინა პერიოდში მრავალფეროვანი კვლევები მულტისისტემური მიმართულებით ტარდება, – ენდოკრინული, გულ-სისხლძარღვთა, საშარდე, გინეკოლოგიური მიმართულება.

ყველა სისტემის რენტგენოლოგიური კვლევა ტარდება.უმთავრესი გასტროსკოპიული კვლევაა. ჭარბწონიანი პაციენტების უმეტესობას ან ეროზიული დაავადება, ან წყლულოვანი დაავადება აწუხებს. ეს გეგმიური ოპერაციაა, უშუალოდ კუჭზე ხდება ჩარევა და კატეგორიულად არ შეიძლება ასეთ დროს ოპერაცია. კუჭი ჯანმრთელი უნდა იყოს. შემდეგ პაციენტი სხვადასხვა სპეციალისტთან კონსულტაციას გადის. ესენია: კარდიოლოგი, თერაპევტი, ანესთეზიოლოგი, ფსიქოლოგი, ენდოკრინოლოგი. უმეტეს შემთხვევაში, ჩვენი პაციენტები ფსიქოლოგიურად უკვე მომზადებული მოდიან, მაგრამ სპეციალისტის ჩარევა მაინც აუცილებელია“, – განაცხადა ხვიჩა ხაჯაველიძე.

 

  ეს რეცეფტი მართლაც ეფექტურია - როგორ ვებრძოლოთ იღლიების ჭარბოფლიანობას?

კუჭის ოპერაციის შემდეგ, ბოლო ერთ თვეში, 3 ქართველი დაიღუპა. სამივემ თურქეთში გაიკეთა ოპერაცია.

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights