რატომ იმატებენ ქალბატონები განსხვავებულად წონაში?
რაზე მიუთითებს მატება სხეულის სხვადასხვა ნაწილში?
საუბრობს ენდოკრინოლოგი შოთა ჯანჯღავა გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო”.
„ქალბატონი მუცლის წინა ნაწილში თუ იმატებს, სასქესო ჰორმონების ბალანსი არის შეცვლილი. უფრო მეტად ტენდენცია არის მამაკაცური ჰორმონის დონის მატების.
თითქმის იდენტური მდგომარეობაა ქალბატონებში, როდესაც მხარ-ბეჭის, მკლავების მიდამოში ხდება მატება. დამახასიათებელია ასევე ზედმეტი თმიანობა, აქაც მამაკაცური ჰორმონები გარკვეულწილად მონაწილეობენ და ასევე თირკმელზედა ჯირკვლის ჰორმონებიც იწყებენ ხოლმე ბალანსის ცვალებადობას“, – განაცხადა ენდოკრინოლოგმა, შოთა ჯანჯღავამ.
მისი თქმით, ქალბატონების შემთხვევაში, რომლებიც მამაკაცური ტიპით იწყებენ გასუქებას, მოსალოდნელია პოლიკისტური საკვერცხეები, ხშირად აკნოზური გამონაყარია ზურგის მიდამოში, ასევე სახის მიდამოში.
„სახის მიდამოში გასუქებას არ ვეძახით, უფრო შეშუპებითი პროცესებია დამახასიათებელი, რაც შესაძლოა იყოს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის ან ისეთი ჰორმონების დაქვეითებით, რომლებიც უფრო პასუხისმგებელია სითხური ბალანსის რეგულაციაზე ჩვენს ორგანიზმში. აქედან გამომდინარე, როცა პაციენტი შემოდის ვიზიტზე და ვიზუალურად ვუყურებთ (ხშირად ონლაინ კონსულტაციები არ არის სრულად ინფორმაციული, რადგან პაციენტი უნდა დავათვალიეროთ) ასევე ხელით უნდა გავსინჯოთ ცხიმოვანი მასა რა ადგილებშია, სიმაგრე როგორია ამ ცხიმოვანი მასის, რომ მიზანმიმართულად ვიმუშაოთ.
ქალბატონები, რომლებიც მამაკაცური ტიპით იწყებენ გასუქებას, მოსალოდნელია პოლიკისტური საკვერცხეები, ხშირად აკნოზური გამონაყარია ზურგის მიდამოში, ასევე სახის მიდამოში, კანის ცხიმიანობაა ცოტათი შეცვლილი და უფრო ცხიმიანია კანი. ასეთი ქალბატონები უფრო ოფლიანობისკენ არიან მიდრეკილი და ასევე აღნიშნავენ ხოლმე, რომ ოფლს ცოტა სპეციფიკური სუნი აქვს. ისინი უმეტეს შემთხვევაში უშვილობისკენ არიან მიდრეკილები, რადგან პოლიკისტური საკვერცხის დროს არ მწიფდება ფოლიკულა.
სახის მიდამოში სიმსუქნე, შეშუპება, უფრო ჰიპოთიროიდული, ანუ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითებით მიმდინარე პროცესებია, რაც უკვე მთელ მეტაბოლიზმზე აისახება. ასეთი პაციენტები უფრო მოდუნებულები არიან, ძილიანობისკენ არიან მიდრეკილნი, ახასიათებთ ნერვული ლაბილობა, უმიზეზოდ შეიძლება იტირონ, შეიძლება ჰქონდეთ დეპრესიული მომენტები“, – აღნიშნა შოთა ჯანჯღავამ.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #shenipulsi
მასალის გამოყენების პირობები