სამშაბათი, ნოემბერი 26, 2024
მთავარისხვა-ამბებითირ­კმლე­ბის ფუნ­ქცი­ე­ბი - ყვე­ლა ის ფუნ­ქცი­ა, რო­მელ­საც ნორ­მა­ში ორი თირ­კმე­ლი ას­რუ­ლებს, შე­იძ­ლე­ბა...

თირ­კმლე­ბის ფუნ­ქცი­ე­ბი – ყვე­ლა ის ფუნ­ქცი­ა, რო­მელ­საც ნორ­მა­ში ორი თირ­კმე­ლი ას­რუ­ლებს, შე­იძ­ლე­ბა ერ­თმა ჯან­მრთელ­მაც შე­ას­რუ­ლოს

თირ­კმლე­ბის ფუნ­ქცი­ე­ბი

ყვე­ლა ის ფუნ­ქცი­ა, რო­მელ­საც ნორ­მა­ში ორი თირ­კმე­ლი ას­რუ­ლებს, შე­იძ­ლე­ბა ერ­თმა ჯან­მრთელ­მაც შე­ას­რუ­ლოს. ზო­გი ადა­მი­ა­ნი ცა­ლი თირ­კმლით იბა­დე­ბა, ზო­გი კი დო­ნო­რი ხდე­ბა – ერთ თირ­კმელს გას­ცემს სხვის­თვის გა­და­სა­ნერ­გად. სხვა შემ­თხვე­ვა­ში შე­იძ­ლე­ბა ერ­თი თირ­კმე­ლი ტრავ­მამ ან და­ა­ვა­დე­ბამ ძა­ლი­ან მძი­მედ და­­აზი­ა­ნოს და მი­სი ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა შეწყ­დეს.
თირ­კმლე­ბის ძი­რი­თა­დი ფუნ­ქცია ორ­გა­ნიზ­მში წყლი­სა და მი­ნე­რა­ლე­ბის (მათ შო­რის ელექ­ტრო­ლი­ტე­ბის) ბა­ლან­სის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­ა. გარ­და ამი­სა, თირ­კმლებ­ში იფი­ლ­ტრე­ბა და თირ­კმლე­ბის გზით გა­მო­ი­ყო­ფა საკ­ვე­ბის, წამ­ლე­ბი­სა და მავ­ნე ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის (ტოქ­სი­ნე­ბის) გა­და­მუ­შა­ვე­ბის შე­დე­გად წარ­მოქ­მნი­ლი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი, აგ­რეთ­ვე, გა­მო­მუ­შავ­დე­ბა ზო­გი ჰორ­მო­ნი. თირ­კმლე­ბი არ­ტე­რი­უ­ლი წნე­ვის რე­გუ­ლა­ცი­ა­შიც მო­ნა­წი­ლე­ობს.
წყლი­სა და ელექ­ტრო­ლი­ტე­ბის ბა­ლან­სი: ადა­­­მი­­­ა­ნის­თვის წყლის რე­გუ­ლა­რუ­ლად მი­ღე­ბა სა­­სი­­ცოცხ­ლოდ აუ­ცი­ლე­ბე­ლი­ა. კი­დევ უფ­რო მე­­ტი წყა­ლი საკ­ვე­ბის გა­და­მუ­შა­ვე­ბი­სას (მე­ტა­ბო­­ლიზ­მი) გა­მო­ი­ყო­ფა. თუ მი­ღე­ბუ­ლი და გა­მო­ყო­­ფი­­ლი წყლის რა­ო­დე­ნო­ბა თა­ნა­ბა­რი არ არის, ის სწრა­ფად გროვ­დე­ბა სხე­ულ­ში, ადა­მი­ა­ნი ავად­­დე­ბა და შე­საძ­ლოა და­ი­ღუ­პოს კი­დეც. ჭარ­ბი რა­ო­დე­ნო­ბით წყა­ლი გა­ნა­ზა­ვებს ორ­გა­ნიზ­მში ელექ­­ტრო­ლი­ტებს, წყლის რა­ო­დე­ნო­ბის შემ­ცი­რე­ბი­სას კი, პი­რი­ქით, მა­თი კონ­ცენ­ტრა­ცია იზ­რდე­ბა. ამა­ვე დროს, ელექ­ტრო­ლი­ტე­ბის კონ­ცენ­ტრა­ცი­ის მუ­დ­­­მი­ვო­ბა ძა­ლი­ან დი­დი სი­ზუს­ტით უნ­და იყოს შე­­ნარ­­ჩუ­ნე­ბუ­ლი, რა­საც თირ­კმლე­ბი უზ­რუნ­ველ­­ყოფს.
სის­ხლი გლო­მე­რუ­ლა­ში მა­ღა­ლი წნე­ვით შე­დის. მი­სი თხე­ვა­დი ნა­წი­ლის დი­დი რა­ო­დე­ნო­ბა გო­რ­­გლის მცი­რე ზო­მის ფო­რებ­ში იფილ­ტრე­ბა, უჯ­რე­დე­ბი და დი­დი მო­ლე­კუ­ლე­ბი, მა­გა­ლი­თად ცი­ლე­ბი, სის­ხლძარ­ღვში რჩე­ბა. გამ­ჭვირ­ვა­ლე, გა­ფილ­ტრუ­ლი სითხე ბო­უ­მე­ნის სივ­რცე­ში გა­და­დის და იქი­დან მი­ლა­კე­ბით გა­ე­დი­ნე­ბა. ზრდას­რულ, ჯან­მრთელ ადა­მი­ა­ნებ­ში თირ­კმლე­ბის მი­­ლა­­კებ­ში დღე­ში 180 ლიტ­რი გა­ფილ­ტრუ­ლი სი­თხე გა­ივ­ლის. იგი თით­ქმის მთლი­ა­ნად (ე­ლექ­ტრ­ო­­ლი­ტე­ბის ჩათ­ვლით) უკან შე­ი­წო­ვე­ბა თირ­კ­მე­ლ­ში­ვე. მი­სი და­ახ­ლო­ე­ბით 1,5%-2% შარ­დის სა­­ხით გა­მო­ი­ყო­ფა. უკუ­შე­წო­ვის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად ნეფ­რო­ნის სხვა­დას­ხვა ნა­წი­ლი აქ­ტი­უ­რად გა­მოჰ­ყოფს ან შე­ი­წოვს სხვა­დას­ხვა ელექ­ტრო­ლი­ტს, რომ­ელ­საც თან წყა­ლიც `მიჰ­ყვე­ბა~. ნეფ­რო­ნის ზო­გი ნა­წი­ლი, სა­ჭი­რო­ე­ბი­სა­მებრ, ცვლის წყლის გა­ტა­რე­ბის პრო­ცესს, რი­თიც უკუ­შე­წო­ვი­ლი სითხ­ის რა­ო­დე­ნო­ბა რე­გუ­ლირ­დე­ბა. ეს საკ­მა­ოდ რთუ­ლი და მრა­ვალ­სა­ფე­ხუ­რი­ა­ნი პრო­ცე­სი­ა.
მი­ლა­კის პირ­ველ ნა­წილ­ში (პროქ­სი­მა­ლუ­რი კლაკ­ნი­ლი მი­ლა­კი) ნატ­რი­უ­მის, წყლის, გლუ­კო­ზი­სა და სხვა გა­ფილ­ტრუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის უდი­დე­სი ნა­წი­ლი უკან შე­ი­წო­ვე­ბა და სისხლს უბ­რუნ­დე­ბა. მი­ლა­კის შემ­დეგ ნა­წილ­ში (ჰენ­ლეს მარ­ყუ­ჟი) ნატ­რი­უ­მი, კა­ლი­უ­მი და ქლო­რი გა­რეთ გა­ე­დი­ნე­ბა და, შე­სა­ბა­მი­სად, დარ­ჩე­ნი­ლი სითხე უფ­რო მე­ტად არის გან­ზა­ვე­ბუ­ლი. ის გა­ივ­ლის მი­ლა­კის მომ­დევ­ნო ნა­წილს (დის­ტა­ლურ კლაკ­ნილ მი­ლაკს), სა­დაც დარ­ჩე­ნი­ლი ნატ­რი­უ­მის უდი­დე­სი ნა­წი­ლი მი­ლა­კი­დან გა­რეთ გა­ე­დი­ნე­ბა კა­ლი­უ­მი­სა და მჟა­ვას სა­ნაც­ვლოდ, რომ­ლე­ბიც მი­ლაკ­ში შე­დის.
რამ­დე­ნი­მე ნეფ­რო­ნის მი­ლა­კე­ბი­დან სითხე შემ­კრებ სა­დი­ნარ­ში გროვ­დე­ბა. სა­დი­ნა­რებ­ში ის შე­იძ­ლე­ბა გან­ზა­ვე­ბუ­ლი დარ­ჩეს ან წყა­ლი უკან, სის­ხლში გა­და­ვი­დეს, რის შე­დე­გა­დაც უფ­რო კონ­ცენ­ტრი­რე­ბუ­ლი შარ­დი წარ­მო­იქ­მნე­ბა. წყლის უკუ­შე­წო­ვა რამ­დე­ნი­მე ჰორ­მო­ნით რე­გუ­ლირ­დე­ბა, მათ შო­რის ან­ტი­დი­უ­რე­ზუ­ლი ჰორ­მო­ნით (რო­მელ­საც ჰი­პო­ფი­ზი წარ­მოქ­მნის). ეს ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი ეხ­მა­რე­ბა თირ­კმელს ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა­ში, შარ­დის შე­მად­გენ­ლო­ბის კონ­ტროლ­ში, წყლის და ელექ­ტრო­ლი­ტე­ბის ბა­ლან­სის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­ში.
ფილ­ტრა­ცია და გა­მო­ყო­ფა: ორ­გა­ნიზ­მში სა­კ­ვე­ბის გა­და­მუ­შა­ვე­ბის პრო­ცეს­ში ნარ­ჩე­ნი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი წარ­მო­იქ­მნე­ბა, რომ­ლე­ბიც სხე­უ­ლი­დან უნ­და გა­მო­ი­ყოს. მათ შო­რის ერ­თ-ერ­თი ძი­რი­თა­დია შარ­დო­ვა­ნა, რო­მე­ლიც ცი­ლე­ბის გა­და­მუ­შა­ვე­ბის შე­დე­გად გროვ­დე­ბა. ის თა­ვი­სუფ­ლად გა­და­დის გლო­მე­რუ­ლა­დან მი­ლა­კო­ვან სითხ­ე­ში და რად­გა­ნაც, რო­გორც წე­სი, უკან არ შე­ი­წო­ვე­ბა, შარ­დით გა­მო­ი­ყო­ფა.
სხვა არა­სა­სურ­ვე­ლი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი, რო­გო­რი­ცაა მე­ტა­ბო­ლიზ­მის შე­დე­გად წარ­მოქ­მნი­ლი მჟა­ვე­ბი, ბევ­რი ტოქ­სი­ნი და წა­მა­ლი, შარ­დში გა­მო­იყო­ფა თირ­კმლე­ბის მი­ლა­კე­ბის უჯ­რე­დე­ბის მი­ერ (ი­სი­ნი შარ­დის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბელ სუნს გა­ნა­პი­რო­ბე­ბენ).
არ­ტე­რი­უ­ლი წნე­ვის რე­გუ­ლი­რე­ბა: თირ­კ­მ­ლე­­ბის კი­დევ ერ­თი ფუნ­ქცია არ­ტე­რი­უ­ლი წნე­ვის რე­­გუ­ლა­ცი­ა­ა, რაც ზედ­მე­ტი ნატ­რი­უ­მის ორ­გა­ნიზ­მი­დან გა­მო­ყო­ფის გზით ხორ­ცი­ელ­დე­ბა. თუ ნატ­რი­უ­მი მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბით გა­მო­ი­ყო, წნე­ვა, რო­გორც წე­სი, მა­ტუ­ლობს. რე­გუ­ლა­ცი­ის კი­დევ ერ­თი გზაა სპე­ცი­ფი­კუ­რი ფერ­მენ­ტის, რე­ნი­ნის, გა­მო­ყო­ფა. რო­ცა წნე­ვა ნორ­მა­ზე დაბ­ლა ეცე­მა, თირ­კმლე­ბი სის­ხლში გად­მო­ის­ვრი­ან ამ ნივ­თი­ე­რე­ბას, რის შე­დე­გად აქ­ტი­ურ­დე­ბა რე­ნინ­-ან­გი­ო­ტენ­ზინ­-ალ­დოს­ტე­რო­ნის სის­ტე­მა, რო­მე­ლიც წნე­ვის მო­მა­ტე­ბას გა­ნა­პი­რო­ბებს. თირ­კმლე­ბის უკ­მა­რი­სო­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნებ­ში არ­ტე­რი­უ­ლი წნე­ვის რე­გუ­ლი­რე­ბის უნა­რი დაქ­ვე­ი­თე­ბუ­ლია და წნე­ვა ხში­რად მა­ღა­ლი­ა.
ჰორ­მო­ნე­ბის გა­მო­მუ­შა­ვე­ბა: ჰორ­მო­ნე­ბის გა­მო­ყო­ფის გზით თირ­კმლე­ბი სხვა მნიშ­ვნე­ლო­ვან ფუნ­ქცი­ებ­­საც ას­რუ­ლებს, მა­გა­ლი­თად, არე­გუ­ლი­რებს სის­ხლის წი­თე­ლი უჯ­რე­დე­ბის წარ­მოქ­მნას, ძვლე­ბის ზრდა­სა და გან­ვი­თა­რე­ბას.
თირ­კმ­ლებ­ში გა­მომ­უ­შავ­დე­ბა ჰორ­მო­ნი ერით­­რო­პო­ე­ტი­ნი, რო­მე­ლიც ძვლის ტვინ­ში სის­ხლის წი­თე­ლი უჯ­რე­დე­ბის წარ­მოქ­მნას უწყ­ობს ხელს, რომ­ლე­ბიც შემ­დეგ ძვლის ტვი­ნი­დან სის­ხლში გად­მო­დის.
ჯან­მრთე­ლი ძვლე­ბის ზრდა და გან­ვი­თა­რე­ბა რთუ­ლი პრო­ცე­სი­ა, რო­მე­ლიც ორ­გა­ნო­თა რამ­დე­ნი­მე სის­ტე­მა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, მათ შო­რის თირ­კმლებ­ზე. მა­თი მეშ­ვე­ო­ბით რე­გუ­ლირ­დე­ბა კალ­ცი­უ­მი­სა და ფოს­ფო­რის შემ­ცვე­ლო­ბა, ანუ იმ მი­ნე­რა­ლე­ბი­სა, რომ­ლე­ბიც აუ­ცი­ლე­ბე­ლია ძვლე­ბის სი­ჯან­სა­ღის­თვის. თირ­კმლე­ბი ამას კან­ში წა­რ­მოქ­მნი­ლი და საკ­ვე­ბით მი­ღე­ბუ­ლი D ვი­ტა­მი­ნის აქ­ტი­ურ ფორ­მა­ში (კალ­ციტ­რი­ო­ლი) გა­დაყ­ვა­ნით უზ­რუნ­ველ­ყო­ფენ. კალ­ციტ­რი­ო­ლი მოქ­მე­დებს რო­გორც ჰორ­მო­ნი და ას­ტი­მუ­ლი­რებს კალ­ცი­უ­მი­სა და ფოს­ფო­რის შე­წო­ვას წვრილ ნაწ­ლავ­ში.

თირ­კმლე­ბი ლო­ბი­ოს მარ­ცვლის ფორ­მის ორ­­­გა­­ნო­ე­ბი­ა, რო­მელ­თა სიგ­რძე და­ახ­ლო­ე­ბით 12 სა­ნ­­ტი­მეტ­რი­ა

წყარო: ჯანმრთელობის ენციკლოპედია. მერკის სახელმძღვანელო:
ჯანმრთელობის საშინაო ცნობარი. (გამომცემლობა პალიტრა L)

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #shenipulsi

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniEkimi.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

25 November, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

25 ნოემბერი 2024
მარტივი დეკორის იდეები ზამთრის ინტერიერის შესაქმნელად

მარტივი დეკორის იდეები ზამთრის ინტერიერის შესაქმნელად

ნოემბერი 26, 2024
კრახუნა, აღწერა და ისტორია – ქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი ვაზის ჯიშია

კრახუნა, აღწერა და ისტორია – ქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი ვაზის ჯიშია

ნოემბერი 26, 2024
როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

20 ნოემბერი 2024
27 ნოემბერს თბილისში პირველი თოვლია მოსალოდნელი

27 ნოემბერს თბილისში პირველი თოვლია მოსალოდნელი

ნოემბერი 26, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ზეთის იმპორტი -რა ფასად ვყიდულობთ ზეთს

ზეთის იმპორტი -რა ფასად ვყიდულობთ ზეთს

ნოემბერი 26, 2024
5 რჩევა plus-size მოდელისგან ეშლი გრეჰემისგან საკუთარი თავისა და სხეულის უკეთ შეყვარებისთვის

5 რჩევა plus-size მოდელისგან ეშლი გრეჰემისგან საკუთარი თავისა და სხეულის უკეთ შეყვარებისთვის

ნოემბერი 25, 2024
კლასიკური ჰარმონიის გამოძახილი: ბერძნული არქიტექტურის გავლენა მსოფლიოზე

კლასიკური ჰარმონიის გამოძახილი: ბერძნული არქიტექტურის გავლენა მსოფლიოზე

26 ნოემბერი 2024
სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიმდებარედ გზის გაფართოებისა და საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები დასრულებულია

სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიმდებარედ გზის გაფართოებისა და საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები დასრულებულია

ნოემბერი 26, 2024
ქართველი პენსიონერების აქტიურობა საზღვარგარეთ მოგზაურობისას გაიზარდა

ქართველი პენსიონერების აქტიურობა საზღვარგარეთ მოგზაურობისას გაიზარდა

ნოემბერი 25, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights