სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიშენი ექიმიალცჰაიმერის პროგნოზირება 7 წლით ადრე იქნება შესაძლებელი

ალცჰაიმერის პროგნოზირება 7 წლით ადრე იქნება შესაძლებელი

ალცჰაიმერი ჯერჯერობით არ იკურნება, მაგრამ მისი ნაადრევი დიაგნოსტირება მდგომარეობის გაკონტროლებასა და დაავადების პროგრესირების შენელებაში გვეხმარება. ამის საშუალება, შესაძლოა, ახალმა ხელოვნურმა ინტელექტმა მოგვცეს, რომელიც ამ ნეიროდეგენერაციულ დარღვევას რამდენიმე წლით ადრე ავლენს.

კალიფორნიისა და სტენფორდის უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერებმა AI მოდელი პაციენტთა 5 მილიონზე მეტ კლინიკურ ჩანაწერზე გაწვრთნეს, რათა მას ალცჰაიმერთან დაკავშირებული ინდიკატორები დაეფიქსირებინა. სისტემა იდეალური არაა, მაგრამ როცა ის იმ ადამიანების მონაცემებზე გამოცადეს, რომლებსაც მოგვიანებით ალცჰაიმერი დაუდასტურდათ, იმედის მომცემი შედეგი მიიღეს. AI-მ დაავადების პროგნოზირება შემთხვევების 72%-ში შეძლო, თანაც სიმპტომების გაჩენამდე 7 წლით ადრე გაკეთებული კლინიკური ჩანაწერების მიხედვითაც კი.

ამ ხელოვნური ინტელექტის მუშაობის პრინციპი ასეთია: ის სხვადასხვა რისკ-ფაქტორს აერთიანებს, რათა გამოითვალოს, რამდენადაა შანსი, რომ კონკრეტულ ადამიანს ალცჰაიმერი გამოუვლინდეს. მსგავსი ტექნოლოგია არა მხოლოდ დროული დიაგნოსტირებისთვისაა გამოსადეგი, არამედ დაავადების გამომწვევი ბიოლოგიური ფაქტორების შესწავლის საშუალებასაც იძლევა.

მაგალითად, სისტემა ჯანმრთელობის რამდენიმე პრობლემაზე კონცენტრირდა, რომელიც შესაძლოა, ალცჰაიმერის რისკზე მიუთითებდეს. მათ შორისაა სისხლის მაღალი წნევა, ჭარბი ქოლესტერინი, ვიტამინ D-ს ნაკლებობა და დეპრესია. კაცებში ერექციული დისფუნქცია და პროსტატის გადიდება, ქალებში კი — ოსტეოპოროზი. დადგინდა ისიც, რომ ოსტეოპოროზს, ალცჰაიმერსა და გენ MS4A6A-ის ვარიანტს შორის გარკვეული კავშირია.

რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ ამ პრობლემების მქონე ინდივიდებს დემენცია აუცილებლად ჩამოუყალიბდებათ, მაგრამ AI მათ საყურადღებო ინდიკატორების სახით იყენებს.

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  კვლევა - ბავშვებს, რომლებსაც ბებია-ბაბუებთან ძლიერი ემოციური კავშირი აქვთ, დეპრესიისა და ქრონიკული სტრესის განვითარების დაბალი რისკი აქვთ
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights