„51 მილიონ ლარს აღემატება აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს 2024 წლის ბიუჯეტი. წელს მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა ონკოლოგიური პაციენტების დაფინანსების წესში. მოგეხსენებათ, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლები სრულად იფარება ქირურგიული ჩარევა, სხივური და ქიმიო თერაპია, თუმცა არის სხვა ძვირადღირებული კვლევები, რომელთა ჩატარება საჭიროა მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრისათვის. ამ მიმართულებით სამინისტრო სრულად აფინანსებს ძვირადღირებულ სიმსივნური ქსოვილის გენურ პროფილირებასთან (მოლეკულურ-გენეტიკური კვლევა) დაკავშირებულ კვლევას, ასევე პოზიტრონ-ემისიურ კომპიუტერულ ტომოგრაფიას (PET/CT).
გაიზარდა ასევე, თარგენტული, იმუნოთერპიული და ბისფოსფონატების ჯგუფის მედიკამენტების დაფინასების წლიური ლიმიტი 50 000 ლარამდე. პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ პაციენტებს: რომელთაც ამოეწურებათ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით გათვალისწინებული დაფინანსება, კერძო დაზღვევის მფლობელებს და მოქალქეებს რომელთა წლიური შემოსავალს აღემატება 40 000 ლარს“ – განაცხადა აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ნინო ნჟარაძემ ბათუმის რეფერალური საავადმყოფოში სამედიცინო პერსონალთან შეხვდრის დროს.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ასევე ფარავს ორგანოთა ტრანსპლანტაციების (გულის, ღვიძლის და ძვლის ტვინის) ძვირადირებულ მომსახურებას, როგორც ქვეყნის შიგნით ისე მის გარეთ. პაციენტს თავად შეუძლია აირჩიოს სამედიცინო დაწესებულება. მინისტრის განმარტებით, გასულ წელს ბათუმის რეფერალური საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალთან შეხვედრისას მიღებული რეკომენდაციით სამინისტრომ მიმდინარე წელს დაიწყო ტრანსპლანტაციის შემდგომი კვლევების დაფინანსება ერთი წლის განმავლობაში.
შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე მარი ზანაქიძე ესწრებოდა.
აღსანიშნავია, რომ სამინისტროს პროგრამების შესახებ მოქალაქეთა მაქსიმალური ინფორმირების მიზნით, განახლდა შეხვედრები სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან, რომელთაც უშუალო შეხება აქვთ პაციენტებთან. ვიზიტების ფარგლებში განიხილება 2024 წლის პროგრამული სიახლეები, პაციენტთა მკურნალობის პროცესში ახალი საჭიროებები, რათა ცვლილებების განხორციელების პროცესში, მაქსიმალურად იქნას გათვალისწინებული პაციენტის საჭიროებებზე მორგებული სერვისები და დაფინანსების მოდელი.