სამშაბათი, აპრილი 1, 2025
მთავარისხვა-ამბებისასუნთქი გზების ინფექციები - როგორ ვლინდება სასუნთქი გზების მწვავე ინფექციები?

სასუნთქი გზების ინფექციები – როგორ ვლინდება სასუნთქი გზების მწვავე ინფექციები?

სასუნთქი გზების ინფექციები

წლის ცივი სეზონის დროს ბავშვების თავშეყრა დახურულ სივრცეებში ხდება, სადღაც ჩასაფრებული ვირუსებიც აქტიურდებიან, ჰაერ-წვეთოვანი და კონტაქტური გზით ადვილად ვრცელდებიან და ხველისა და ცხვირცემინების სეზონიც იხსნება.

სასუნთქი გზების მწვავე ინფექციებს უხშირესად ვირუსები იწვევენ. მათი რიცხვი 300-მდეა და წლის მანძილზე სხვადასხვა გამომწვევით დასნებოვნების შანსი საკმაოდ მაღალია.

300 ვირუსს 300 სხვადასხვა სახელი კი აქვს, მაგრამ მათ მიერ გამოწვეული დაავადებები ძალიან ჰგავს ერთმანეთს და გართულებებიც მსგავსი აქვთ – ზედა სასუნთქი გზებიდან ინფექციამ ხორხს ქვევით თუ ჩაინაცვლა, ბრონქიტისა და ფილტვის ანთებამდე აღარაა შორი.

როგორ ვლინდება სასუნთქი გზების მწვავე ინფექციები?

პატარებში ის უხშირესად ცხელებით იწყება, თუმცა შესაძლოა, ტემპერატურის მომატების გარეშეც ჩაიაროს. უმადობა, ჭირვეულობა, ყლაპვის გაძნელება ყელის ტკივილის გამო, ცხვირიდან გამონადენი, ცხვირით სუნთქვის გაძნელება, ხველა – აი, სასუნთქი გზების მწვავე ინფექციების მთავარი ნიშნები.

როგორ ვუმკურნალოთ

პირველ რიგში, პატარა შინ უნდა დატოვოთ. მისი საბავშო ბღსა და სკოლაში გაშვება არ შეიძლება, ამით მასაც დაიცავთ გართულებისაგან და მის პატარა მეგობრებსაც – დასნებოვნებისაგან.

გახსოვდეთ, მკურნალობის მთავარი პრინციპი თბილი სითხეების მიწოდებაა. შესთავაზეთ ყველაფერი, რაც მას მოსწონს – რძე, ჩაი, თბილი კომპოტი, სუფი. თუ პატარა ძუძუზე გყავთ, ძუძუ უფრო ხშირად უნდა მისცეთ.

გაზომეთ ტემპერატურა

თუ ის 38,5 გრადუსი და მეტია, იზრუნეთ სიცხის დაწევაზე. ამისათვის პირველ რიგში პარაცეტამოლი აირჩიეთ. სწორედ ამ პრეპარატს მიიჩნევენ ექიმები ყველაზე უსაფრთხო მედიკამენტად ცხელების მართვისათვის. არჩევის მეორე რიგის პრეპარატი იბუპროფენი გახლავთ.

გახსოვდეთ, რომ პარაცეტამოლის ორ დოზას შორის მინიმალური შუალედი 4 საათია, იბუპროფენის დოზებს შორის კი 6 სთ.

არ დაივიწყოთ სხეულის გაგრილების ფიზიკური მეთოდები – გახადეთ ბავშვს სამოსი, დაზილეთ ოთახის ტემპერატურის წყლით, შეამშრალეთ და გრილად ჩააცვით. მთავარი, რაც უნდა გახსოვდეთ – სხეულის გაგრილება იმ შემთხვევაში უნდა მოხდეს, როცა პატარას მაღალი ცხელება აქვს, მაშინ კი, როცა მას ამცივნებს, სიცხე უწევს, დაზელვა არ შეიძლება. ამ დროს პირიქით, აუცილებლად ჩაათბუნეთ.

უნდა მივცეთ თუ არა ექიმის დანიშნულების გარეშე ხველის წამლები?

არა! ეს უსაფრთხო არ არის. არც ისაა სწორი, ექიმს დისტანციურად სთხოვოთ ხველის წამლის დანიშვნა. ხველას მიზეზი და მკურნალობის სხვადასხვა მეთოდი აქვს. მაგალითად, იმ შემთხვევაში, თუ პატარას ბრონქოსპაზმი აქვს, ნახველის გამათხევადებელი წამლის დანიშვნამ შესაძლებელია მისი მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმოს. კრუპის სინდრომისათვის დამახასიათებელი ხველის დროს კი წამლის დალევა უშედეგო იქნება, რადგან ის ხორხის შეშუპებაზე არ იმოქმედებს.

ინიშნება თუ არა სასუნთქი გზების მწვავე ინფექციების დროს ანტიბიოტიკები?

დიახ, თუ საქმე ფილტვის ანთებასთან გვაქვს. 

ზედა სასუნთქი გზების ვირუსული ინფექციების დროს ანტიბიოტიკებით მკურნალობა აბსოლუტურად უშედეგოა – ისინი ვირუსებს ვერა, მაგრამ ნაწლავის ნორმალურ მიკროფლორას ანადგურებენ, აქვეითებენ იმუნიტეტს, რასაც ხშირი ავადობა, კუჭ-ნაწლავის მხრივ პრობლემები მოჰყვება.

მრავალი კვლევა ადასტურებს – ანტიბიოტიკის გამოყენება გართულებებს თავიდან ვერ აგვაცილებს, ამიტომ მათი დანიშვნა მაშინ უნდა მოხდეს, როცა ვირუსით გამოწყვეული დაავადება ბაქტერიული ინფექციით გართულდება.

წყარო: მშობელთა ინფო

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #shenipulsi

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniEkimi.ge
#drpkhakadze
  "აკრედიტაცია კანადა" აძლიერებს საქართველოს ჯანდაცვას
მსგავსი სიახლეები
მესტრე: მშვიდი იტალიური ქალაქი ვენეციის ქაოსს მიღმა

მესტრე: მშვიდი იტალიური ქალაქი ვენეციის ქაოსს მიღმა

1 April, 2025
„ცხრა წელი ვიცხოვრეთ ერთად და მიღალატა… მეორედ სხვის ჯინაზე გავთხოვდი – ნინო კობერიძე

„ცხრა წელი ვიცხოვრეთ ერთად და მიღალატა… მეორედ სხვის ჯინაზე გავთხოვდი – ნინო კობერიძე

1 აპრილი 2025
პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

აპრილი 1, 2025
სურსათის ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს – „გამოვლინდა გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი“

სურსათის ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს – „გამოვლინდა გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი“

აპრილი 1, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
თბილისში ორი ახალი მეტროსადგურის მშენებლობა იგეგმება

თბილისში ორი ახალი მეტროსადგურის მშენებლობა იგეგმება

აპრილი 1, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ქართული ტრადიციული კერძები. რა ხდის ქართულ ტრადიციულ სამზარეულოს უნიკალურს?

ქართული ტრადიციული კერძები. რა ხდის ქართულ ტრადიციულ სამზარეულოს უნიკალურს?

აპრილი 1, 2025
დალი ჩიტალაძე 62 წლის გახდა,

დალი ჩიტალაძე 62 წლის გახდა,

აპრილი 1, 2025
ემიგრანტებისთვის საჭირო რჩევები: ლეგალური სტატუსი, მოქალაქეობა და სოციალური დახმარებები ევროპაში

ემიგრანტებისთვის საჭირო რჩევები: ლეგალური სტატუსი, მოქალაქეობა და სოციალური დახმარებები ევროპაში

1 აპრილი 2025
თბილისის 5 საუკეთესო კაფე, რომელსაც უნდა ესტუმრო

თბილისის 5 საუკეთესო კაფე, რომელსაც უნდა ესტუმრო

აპრილი 1, 2025
ტომ კრუზის ცნობილი კადრი ლეგოს კუბიკებით გაცოცხლდა — „შეუსრულებელი მისია“ LEGO Ideas-ზე

ტომ კრუზის ცნობილი კადრი ლეგოს კუბიკებით გაცოცხლდა — „შეუსრულებელი მისია“ LEGO Ideas-ზე

მარტი 31, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights