სამშაბათი, მაისი 21, 2024
მთავარისხვა-ამბებირა იწვევს ყელის ტკივლს ბავშვებში, რა წამლების გამოყენებაა ამ დროს რეკომენდებული, საჭიროა...

რა იწვევს ყელის ტკივლს ბავშვებში, რა წამლების გამოყენებაა ამ დროს რეკომენდებული, საჭიროა თუ არა ამ დროს ანტიბიოტიკი, როგორ დავეხმაროთ ბავშვს…

რა იწვევს ყელის ტკივლს ბავშვებში, რა წამლების გამოყენებაა ამ დროს რეკომენდებული, საჭიროა თუ არა ამ დროს ანტიბიოტიკი, როგორ დავეხმაროთ ბავშვს და კავშირშია თუ არა „წითელი ყელი“ ცუდ იმუნიტეტთან – ამ თემებზე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პედიატრიის რეზიდენტმა და პლატფორმა “კოვაიდერის” ექიმმა თამარ მეტრეველმა ისაუბრა.

რა იწვევს ყელის ტკივილს, რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი?
ყელის ტკივილი, როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში საკმაოდ გავრცელებული მდგომარეობაა. თანამედროვე შეფასებით ყელის ტკივილი გაიგივებულია ყელის ინფექციასთან, ანუ პირხახის მიდამოს, არაიშვიათად ნუშურების ინფექციასთან, ამიტომ მედიცინაში მიღებულია ტერმინი ფარინგიტი, რომელიც ნიშნავს ხახის ლორწოვანის ანთებას, რომელსაც ხშირად თან ახლავს ნუშურების, ანუ საზოგადოებაში ცნობილი გლანდებს ანთება. ამისთვის მიღებულია გამაერთიანებელი ტერმინი ფარინგოტონზილიტი ანუ ანგინა. ყელის ტკივილის მიზეზებია ერთის მხრივ ინფექცია – ვირუსი, ბაქტერია, სოკო და არაინფექციური მიზეზები – ფიზიკური და ქიმიური.

ითვლება, რომ დაახლოებით 35-45%-ში ყელის ინფექციის მიზეზი არის ვირუსი, ხოლო 30%-ში არის ბაქტერიული ინფექცია, კერძოთ სტრეპტოკოკი. ეს ის სტრეპტოკოკია, რომელიც უხშირესად იწვევს ყველასათვის ცნობილ რევმატიული ცხელებას და გლომერულონეფრიტს, მარტივად თირკმლის ანთებას. ამიტომ არის აუცილებელია ყელის ინფექციის დროული შეფასება.

ყელის ინფექციები ბავშვთა ასაკში ხშირია, რაც პრობლემას უქმნის როგორც თავად ბავშვს, ასევე მშობელს. ბავშვების მიერ სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების უგულებელყოფა, ხელების იშვიათი და არასწორი დაბანა, „ჭუჭყიანი“ ხელების სახეზე, თვალებსა და პირზე მოკიდება, დაბინძურებული სათამაშოების და სხვა ნივთების პირში ჩადება არის ინფექციების უფრო მაღალი სიხშირის მთავარი მიზეზი.

თანამედროვე გამოწვევებიდან გამომდინარე უნდა აღინიშნოს, რომ ყელის ტკივილი გახლავთ კოვიდ-19 ინფექციის ერთ-ერთი გამოვლინება.

ყელის ტკივილი – თითქოს და მარტივი გამოვლინება უმრავლეს შემთხვევაში გახლავთ თვითგანკურნებადი, თვითლიმიტირებადი მდგომარეოობა და მეორე მხრივ, ყელის ტკივილი შესაძლოა იყოს სხვადასხვა სერიოზული  დაავადებების სიმპტომი. მათ შორის კოვიდ-19 ინფექციის ერთერთი ნიშანი. ამ ეტაპზე ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე, მხედველობაში მაქვს კოვიდ-19 ინფექცია, ნებისმიერი ყელის ტკივილი უნდა იყოს შეფასებული მაღალ დიაგნოსტიკურ დონეზე.

ფიზიკური მიზეზებიდან უნდა აღინიშნოს ყელის ტკივილის გამომწვევი რამოდენიმე ფაქტორი – კერძოდ მშრალი ჰაერი, რომელიც იწვევს ლორწოვანი გარსის გამოშრობას და შესაბამისად ყელის ტკივილის შეგრძნებას. მოგეხსენებათ ეს ხშირია ზამთრის პერიოდში გარეთ, ჰაერზე სეირნობის დროს, აგრეთვე სახლში ცენტრალური გათბობის პირობებში. ამასთან ერთად, განსაკუთრებით უნდა ავღნიშნო ბავშვი, როგორც პასიური მწეველი მწეველების გარემოცვაში. სამივე ეს ფაქტორი იწვევს ხახის ლორწოვანის გამოშრობა-გაღიზიანებას და ამის შედეგად ყელის ტკივილს.

ყელის ტკივილის სხვა მიზეზებიდან უნდა აღნიშნოს ცხვირის ლორწოვანი გარსის ალერგიული ანთება და კიდევ ერთი მიზეზი არის გასტროეზოფაგალური რეფლუქსი, ანუ კუჭის შიგთავსის ამოსვლა საყლაპავში და ხანდახან პირის ღრუში. ეს მიზეზები უფრო ხშირად იწვევს ყელის ქრონიკულ ტკივილს და ტკივილი არ შემოიფარგლება 3-5 დღით.

ყელის ტკივილის მიზეზი შესაძლოა იყოს ლორწოვანის ქიმიური ან თერმული დამწვრობა, მაგალითად ძალიან ცხელი სითხის მიღების შედეგად.

რასაკვირველია ხახაში მოხვედრილი უცხო სხეული როგორც ერთ-ერთი მიზეზი ყელის ტკივილის, არაიშვიათია. უმეტესად ბავშვებში ეს არის  ხახაში მოხვედრილი და „გაჭედილი“ თევზის ფხა.

შესაძლოა თუ არა „წითელმა ყელმა“ გამოიწვიოს ტემპერატურის მატება?
ყელის სიწითლეს ვაფასებთ მხოლოდ კლინიკური გამოვლინების შემდეგ და არა ჯერ ყელს ვაფასებთ და მერე აუცილებლად ველოდებით სიცხეს. წითელი ყელის შეი. გასტროეზ. რეფლუქსი.

„წითელი ყელის“ უხშირესი მიზეზები ჩვენ ზემოთ უკვე ჩამოვთვალეთ. კიდევ ერთხელ ვიტყვი, ინფექციური მიზეზი უფრო ხშირია, ხოლო ყელის სიწითლის არაინფექციური ხასიათის მიზეზი უფრო იშვიათი. ინფექცია, როგორც „წითელი ყელის“ უხშირესი გამომწვევი – ყელის ტკივილთან ერთად სიცხითაც გამოვლინდება. აქვე მინდა ავღნიშნო, რომ სიცხე ორგანიზმის კომპენსატორული, თავდაცვითი რეაქცია გახლავთ, ასე რომ ინფექციის დროს სიცხე სრულიად ლოგიკური პროცესია.

როდის დავუკავშირდეთ ექიმს?
თუ ყელის ტკივილს ახლავს დაავaდების სხვა სიმპტომები, როგორიც არის ხველა, ტემპერატურული რეაქცია, სუნთქვის გახშირება და გაძნელება, ყლაპვის გაძნელება, ბავშვის მიერ საკვებზე და სითხეებზე უარის თქმა, ხმის ტემბრის ცვლილება, გაძლიერებული ნერწყვდენა, ღებინება და გულისრევა – ეს ნიშნები არის საყურადღებო  და საჭიროა ექიმთან დროული კონტაქტი.

თუ გამოხატულია მსუბუქი ყელის ტკივილი, სხვა თანმხლები ნიშნების გარეშე, მაშინ შესაძლებელია მისი მართვა სახლის პირობებში.

კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ დღესდღეობით, ამ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაში ყელის ტკივილი შესაძლოა იყოს კოვიდ-19-ის გამოვლინება, ამიტომ ყველა ყელის ტკივილი უნდა შეფასდეს.

როგორ უნდა მიხვდეს მშობელი, ყელის ტკივილის მიზეზი ვირუსია თუ ბაქტერია?
ვირუსულია თუ ბაქტერიული ყელის ინფექცია, მისი გარჩევა ეს ექიმის პრეროგატივა გახლავთ. მარტივად რომ ავხსნათ, თუ ნუშურებზე არის თეთრი ფერის ნადები, ის ხშირად ბაქტერიული ხასიათისაა, თუმცაღა არსებობს ერთი მეტად გავრცელებული დაავადება და ბევრმა მშობელმა იცის ამის შესახებ. როდესაც გამომწვევი ვირუსია, ხოლო ნუშურებზე არის თეთრი ფერის უხვი ნადები. ვგულისხმობ, ინფექციური მონონუკლეოზი, ძირითადად ებშტეინ-ბარის ვირუსით ან სხვა ვირუსებით გამოწვეული. ამ შემთხვევაშიც მინდა ვთქვა, რომ ამ ინფექციურ მონონნუკლეოზს 30%-ში შეიძლება ახლდეს ბაქტერიული ხასიათის ჩირქოვანი ანგინა. ამისი გარჩევა მხოლოდ ექიმს შეუძლია.

უბრალოდ მინდა ავღნიშნო, რომ ყელის ვირუსულ ინფექციას თან ახლავს ვირუსული ინფექციის სხვა ნიშნებიც, მაგალითად ყელის ტკივილი და ხველა, ყელის ტკივილი და სურდო, ყელის ტკივილი და თვალის ინფექცია. თუ ასეთი კომბინაციები არის გამოვლენილი, მაშინ კლინიკურად ყელის ინფექცია ვირუსულია.

მშობლისათვის ძალიან რთულია ვირუსული და ბაქტერიული ინფექციის ერთმანეთისაგან გარჩევა, ამიტომ ეს საქმე ექიმს უნდა მიანდოს.

ექიმთან ვიზიტის დროს რას აკეთებს ექიმი და როგორ შეუძლია გაარჩიოს ერთმანეთისაგან ყელის ტკივილი ვირუსული ხასიათისაა თუ ბაქტერიული?
მთელ მსოფლიოში მიღებულია კლინიკური მიდგომები პაციენტის გასინჯვის დროს, გაარჩიოს რომელი ინფექციით არის გამოწვეული ყელის ტკივილი. ყელის ტკივილის მიზეზი უნდა დადგინდეს სწრაფად, ექიმთან ვიზიტის პერიოდში. ხშირად ამაში გვეხმარება, პირველ რიგში ე.წ. სტრეპტესტი, ეს არის ბაქტერიის – სტრეპტოკოკის აღმოსაჩენი სწრაფი ტესტი. ამის შემდეგ ექიმი გეგმავს ყველა შესაძლო გამოკვლევებს, რომელიც დაეხმარება მას სწორი დიაგნოზის დადგენაში.

არ არსებობს გამოკლვევების კონკრეტული „პაკეტი“, რომელიც უნდა ჩაუტარდეს ყველა პაციენტს ყელის ტკივილით, ამიტომ კვლევებს არ ჩამოვთვლი. ინდივიდუალურად უნდა განისაზღვროს ყოველ პაციენტთან რა კვლევაა საჭირო.

რა წამლების გამოყენებაა შესაძლებელი და ზოგადად როგორ დავეხმაროთ ბავშვს?
ერთი უნივერსალური წამალი, რომელიც ყველანაირი ყელის ტკივილისათვის კარგია, სამწუხაროდ არ არსებობს.

ყელის ტკივილის შეთხვევაში სისტემური მოქმედების წამლების გამოყენება ტკივილის შესამსუბუქებლად უფრო ეფექტურია, ვიდრე ადგილობრივი. რეკომენდაცია ეძლევა აცეტამინოფენს ანუ პარაცეტამოლს და არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტს, იბუპროფენს. ზოგიერთი კვლევის მიხედვით, იბუპროფენს აქვს უკეთესი ეფექტი ტკივილის გაყუჩებაში. აუცილებელია ვიცოდეთ, რომ ეს წამლები უბრალოდ ამცირებს ყელის ტკივილს და მათ არ  „გამოყავთ“ ვირუსი ორგანიზმიდან, ისინი არ ამცირებენ ავადობის ხანგრძლივობას. დოზა უნდა გამოითვალოს ბავშვის წონის მიხედვით და არა ასაკის. აქვე მინდა ვთქვა, რომ არც იბუპროფენის და არც პარაცეტამოლის გამოყენება ნორმალური ტემპერატურის ფონზე არ იწვევს სხეულის ტემპერატურის ვარდნას.

ასპირინის გამოყენება 18 წლამდე ასაკში კატეგორიულად არ შეიძლება სერიოზული გართულების პოტენციური რისკის გამო.

აღნიშნული ძირითადი 2 მედიკამენტების გარდა, არსებობს რამოდენიმე მეთოდი, რითაც შეგვიძლია შევამციროთ ყელის ტკივილი და დავეხმაროთ ბავშვს.

მოწოდებულია თაფლიანი და ლიმონიანი თბილი ჩაი, რომელიც სრულიად უსაფრთხოა ბავშვებისათვის. აქვე მინდა ვთქვა, რომ თაფლის მიცემა 2 წლამდე რეკომენდირებული არ არის და  1 წლამდე საერთოდ კატეგორიულად აკრძალულია ბოტულიზმით ინტოქსიკაციის საშიშროების გამო. შესაძლებელია ასევე ცივი საკვების მიცემა, რომელთაც ასევე აქვს ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი, მაგალითად ნაყინის ჭამა ან ყინულის წუწვნა. ნაყინის მიცემა არ აუარესებს ყელის ტკივილს და ავადობას. თუმცა, რათქმაუნდა ნაყინი უნდა მივცეთ ბავშვს მცირე რაოდენობით.

მარილიანი სავლები არის ძველი და გამოცდილი მეთოდი ყელის ტკივილის საწინააღმდეგოდ, ზოგერთ პაციენტზე კარგად მოქმედებს და მისი გამოყენება სრულიად უსაფრთხოა. მეოთხედი ან ნახევარი ჩაის კოვზი მარილი შესაძლოა გაიხსნას 250მლ თბილ წყალში. უნდა მოხდეს ამ სითხის გამოვლება და შემდგომ მისი გადმოღვრა, და არა გადაყლაპვა. ეს მეთოდი რეკომენდირებულია 7-8 წლის და უფროსი ასაკის ბავშვებისათვის, ვისაც შეუძლია სითხის გამოვლება. ხსნარი უნდა დამზადდეს მხოლოდ მარილით და არა სოდით, როგორც ეს გავრცელებულია მოსახლეობაში.

ფარმაცევტულ ბაზარზე გვხვდება მრავალი წამალი, რა ყელის საწუწნი , რა შესასხურებელი, ასევე სავლებები – ნებისმიერი ეს წამალი, თუ იქნება გამოყენებული, უნდა იყოს მხოლოდ ექიმის მიერ დანიშნული. ამ წამლებს ეფექტი არის ხანმოკლე, დროებითი, ამ ამცირებს ავადობას, არ მოქმედებს გამომწვევზე.

საკმაოდ გავრცელებულია ყელის სპრეები და პრაქტიკაში ხშირად გვხდება მისი შესხურება. დადგენილია და კატეგორიულად ჩამოყალიბებულია, რომ 2 წლამდე ასაკის ბავშვებში არავითარი სპრეის შესხურება არ შეიძლება. ძირითადად ეს სპრეები შეიცავენ ადგილობრივი მოქმედების ტკივილგამაყუჩებლებს და აქვთ ხანმოკლე ეფექტი. არცერთი სპრეი არ გამოიყენება სამკურნალოდ და არ ამცირებს ავადობის ხანგრძლივობას. მათში შემავალ კომპონენტებზე შესაძლოა განვითარდეს ალერგიული რეაქციები და ზოგიერთი ნივთიერების გამოყენების შედეგად შესაძლოა განვითარდეს მეთჰემოგლობინემია. იგივე გვერდითი ეფექტები შესაძლოა ქონდეს წამლის შემცველ სავლებ სითხეებს, რომელთა გამოყენება ასევე არაეფექტურია და რეკომენდირებული არ არის.

რაც შეეხება საწუწნს ტაბლეტებს, ისინი აძლიერებენ ნერწყვის გამოყოფას, ამცირებს სიმშრალეს და ამ გზით ახდენენ ეფექტს ყელის ტკივილზე. რეკომენდაციების მიხედვით ჩვეულებრივი ხილის კამფეტის გამოყენებას აქვს იგივე ეფექტი, რაც საწუწნ ტაბლეტებს. რა თქმა უნდა კანფეტი უნდა იყოს კარგი მწარმოებლის, არ უნდა შეიცავდეს შაქარს. 5 წლამდე კანფეტების და საწუწნი ტაბლეტების გამოყენება რეკომენდირებული არ არის, გადაცდენის მაღალი ალბათობის გამო.

იოდინოლის გამოყენება, რაც სამწუხაროდ ხშირია, კატეგორიულად არ შეიძლება, ეს არასწორი რეკომენდაციები. მასში შემავალმა ნივთიერებამ შესაძლოა გამოიწვიოს როგორც ალერგიული, ასევე ტოქსიური მოქმედება. მისი ეფექტი მტკიცებითი მედიცინის პოზიციიდან არ არის დადგენილი.

რაც შეეხება ფაგიოს, ფაგოთერაპია ეფექტური და შესაძლოა ის იყოს მომავლის წამალი. ის მოქმედებს ზოგიერთ ბაქტერიაზე. როდესაც ბაქტერიული ინფექციაა, მისი გამოყენება გამართლებულია ექიმის დანიშნულებით.

ყელის ტკივილის დროს მშობელმა უნდა მოახდინოს დეჰიდრატაციის, ანუ გაუწყლოების მონიტორინგი. ბავშვები ყელის ტკივილის დროს ხშირად უარს ამბობენ საკვების და სითხეების მიღებაზე. სითხეების მიწოდება ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ მშობელმა უნდა შესთავაზოს სხვადასხვა ტიპის სითხეები ბავშვს, როგორც თბილი ასევე გრილი – მაგ. წყალი, ელექტროლიტური ხსნარები, ჩაი, უშაქრო კომპოტი, რძე და მარტივად ჩასაყლაპი საკვები – წვნიანი, იოგურტი, მაწონი.

სჭირდება თუ არა ბავშვს ანტიბიოტიკი ყელის ტკივილის დროს?
მთელ მსოფლიოში, მიუხედავად იმისა, რომ მედიცინას აქვს მკაფიო კრიტერიუმები ყელის ტკივილის დროს როდის დანიშნოს და როდის არ დანიშნოს ანტიბიოტიკი, დღესაც კი ძალიან ხშირად არასწორად იყენებენ ანტიბიოტიკს.

ყელის ტკივილის მართვის პროტოკოლი გვაძლევს საშუალებას სწრაფად და დროულად შეფასდეს ანტიბიოტიკის საჭიროება, სამწუხაროდ ამ პროტოკოლს ხშირად არ მივსდევთ.

თუ ბავშვს არ აღენიშნება ბაქტერიული ინფექცია, რაც არ უნდა ძლიერი იყოს ყელის ტკივილი და რაც არ უნდა მაღალი ტემპერატურა ახლდეს თან, ანტიბიოტიკის გამოყენებას არანაირი დადებითი ეფექტი არ ექნება. მეტიც, არასწორად გამოყენებული ანტიბიოტიკები საზიანოა და ასოცირებულია გვერდით ეფექტებთან, როგორიცაა დიარეა, ალერგია, ზრდის რეზისტენტობას, ანუ ბაქტერიების ხდებიან უფრო მდგრადები წამლის მიმართ და მათი „დამარცხება“ შემდგომში უფრო რთულდება.

თუ ბავშვს აქვს სტრეპტოკოკული ყელის ინფექცია, რომლის დიაგნოზის დასმა ხდება ექიმის მიერ ანტიგენზე დაფუძნებული სწრაფი ტესტის – სტრეპტესტი ან ბაქტერიოლოგიური კვლევის შედეგად, მაშინ ანტიბიოტიკოთერაპიის ჩატარება აუცილებელია, რომ თავიდან ავიცილოთ ინფექციის გავრცელება და მისი პოტენციურად საშიში გართულებები, მაგ. რევმატული ცხელება, პოსტსტრეპტოკოკული რეაქტიული ართრიტი, ბაქტერიემია, პოსტსტრეპტოკოკული გლომერულონეფრიტი და ა.შ.

როდის შეიძლება გავუშვათ ბავშვი ბაღში/სკოლაში?
როდის უნდა წავიდეს სკოლაში ან ბაღში ბავშვი, ეს უნდა გადაწყვიტოს ექიმმა ყველა კონკრეტულ შემთხვევაში.

თუ ბავშვის ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მას აღენიშნება მხოლოდ ყელის ტკივილი, სხვა ჩივილების გარეშე, მას შეუძლია იაროს სკოლაში. თუ ყელის ტკივილს ახლავს ტემპერატურის მატება, სკოლაში სიარული დაშვებულია ბოლო ტემპერატურის დაფიქსირებიდან 24სთ-ის შემდგომ.

თუ ბავშვს დაუდგინდა სტრეპტოკოკული ფარინგიტი და დაიწყო ანტიბიოტიკოთერაპია, მაგ. პირველ დღეს საღამოს 5სთ-ზე მიცემული ანტიბიოტიკის ფონზე მეორე დილით ბავშვი უკვე აღარ არის გადამდები, შესაბამისად თუ მისი ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, არ აქვს ტემპერატურის მატება, შესაძლოა განაგრძოს სკოლაში სიარული.

ბავშვს აქვს სუსტი იმუნიტეტი, ის ხშირად ცივდება, რა შეიძლება გავაკეთოთ ასეთ დროს?
ხშირი ავადობა, ძირითადად ზედა სასუნთქი გზების ინფექციებით, გვხვდება სკოლამდელი ასაკის ბავშვებში. ხშირი გულისხმობს დაახლოებით 8-10 ინფექციას წლის განმავლობაში, ანუ დაახლოებით 1,5 თვეში ერთხელ ბავშვმა შესაძლოა იავადოს. ავადობა ასეთ დროს არის მსუბუქი, ვლინდება ცხვირის „გაჭედვით“ ან ცხვირიდან გამონადენით, ტემპერატურის მატებით, არაინტენსიური ხველით, კონიუქტივიტით და გრძელდება 5-7-10 დღე, არ საჭიროებს ანტიბიოტიკოთერაპიას. ავადობის სიხშირე გაზრდილია იმ ბავშვებში, რომლებიც დადიან ბაღში ან ყავთ სკოლაში მოსიარულე უფროსი დედმამიშვილები, ასე ვთქვათ „ინფექციის სახლში მომტანები“. ის ბავშვები, რომელთან ნაკლები შეხება აქვთ თავიანთ თანატოლებთან, ცხადია ნაკლები სიხშირით ავადობენ.

ავადობა და ხშირი მსუბუქი ინფექციები არის ბავშვის იმუნური სისტემის ჩამოყალიბებისათვის აუცილებელი პროცესი. სწორედ ამას ეფუძნება ერთ-ერთი თეორია, თუ რატომ ემართებათ კოვიდ-19 ბავშვებს უფრო მსუბუქად. ჩვეულებრივი გაციება გამოწვეული სხვადასხვა ვირუსებით, როგორიცაა ადენოვირუსი, რინოვირუსი და მათ შორის კორონავირუსი, თუმცა არა კოვიდ-19 შტამი. არსებობს მოსაზღება, რომ სწორედ ამ კორონავირუსისადმი გამომუშავებული ანტისხეულები იცავენ ბავშვებს კოვიდ-19-ით მძიმე ინფიცირებისაგან.

ამ ხშირად მოავადე ბავშვების 50% სრულიად ჯანმრთელი და ნორმალურია და ამ ავადობას რაიმე სხვა მიზეზი არ აქვს.
მეორე ჯგუფი ბავშვების არიან ისინი, რომელთაც აღენიშნებათ ატოპური დაავადება, დაახლოებით 30%, მაგალითად ქრონიკული ალერგიული რინიტი, რომელიც შესაძლოა არასწორად მიჩნეული იქნეს როგორც ხშირი, შებრუნებითი ინფექცია.

მესამე ჯგუფს ბავშვებისას, რომელიც 10% შეადგენს აღენიშნებათ რომელიმე ქრონიკული დაავადება და მხოლოდ მეოთხე ჯგუფს, მხოლოდ დარჩენილ 10%-ს აქვთ რეალურად იმუნოდეფიციტის რომელიმე ფორმა.

ინფექციების თავიდან ასაცილებლად ყველაზე ეფექტური გზა არის ხელების ხშირი დაბანა, 30 წამის განმავლობაში, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ფრჩხილების და თითებსშორის მიდამოს გასუფთავებას.

ასევე შესაძლებელია გამოვიყენოთ ალკოჰოლ შემცველი ხელის სადენზიფექციო საშუალებები.

როდის არის საჭირო „გლანდების“ ოპერაციის გაკეთება?
გლანდების ანუ ტონზილების ამოჭრის ოპერაცია – ტონზილექტომია ყველაზე ხშირად ჩატარებული ოპერაციაა ბავშვთა ასაკში. ხშირად ის ტარდება ადენოიდების ამოკვეთასთან ერთად. ტონზილექტომიას და ადენოიდექტომიას, ორივეს აქვთ თავიანთი ჩვენება და არ შეიძლება ის განვიხილოთ, ერთ, გაერთიანებულ ოპერაციას.

ძირითადი ჩვენება, როდესაც უნდა გაკეთდეს ეს ოპერაცია არის ობსტრუქცია (ანუ სასუნთქი გზების გამავლობის დარღვევა გადიდებული ქსოვილოვანი ზეწოლით)  და შებრუნებითი, ხშირი ინფექცია. თუ ბავშვის ხშირი ავადობა განპირობებულია ვირუსული იფექციებით, ტონზილექტომიის ჩატარებას აზრი არ აქვს და ის არ შეამცირებს ავადობის სიხშირეს. როდესაც ხშირ ავადობაზე ვსაუბრობთ, ვგულისხმობთ ბაქტერიულ ინფექციას, ძირითადად სტრეპტოკოკულ ინფექციაზე, რომელსაც სჭირდება ანტიბიოტიკოთერაპია.

ტონზილექტომია არ გახლავთ ისეთი მარტივი ოპერაცია, როგორც საზოგადოება მიიჩნევ, მას აქვს თავისი გართულებები, რომელიც არაიშვიათად პრობლემას გვიქმნის. ბოლო დროს ჭარბობს დამზოგავი და მოცდითი ტაქტიკა, ანუ მაქსიმალურად ავირიდოთ თავიდან ოპერაციული ჩარევა რამდენადაც შესაძლებელია.

ხშირი ჩირქოვანი ინფექციები, მაგალითად წლის მანძილზე 3ჯერ და მეტად ჩატარებული ანტიბიოტიკოთერაპია ყელის ინფექციის გამო არის ჩვენება ოპერაციის საკითხის დასმის. რაც შეეხება ადენოიდების ამოკვეთას, ცხვირით სუნთქვის გაძნელება, ხვრინვა და ღამით სუნთქვის გაჩერება, როდესაც მკურნალობა უეფექტოა, ექვემდებარება ოპერაციას.

რასაკვირველია არსებობს განსაზღვრული კრიტერიუმები როდის უნდა ჩატარდეს ოპერაცია, მაგრამ ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში, მრავალი ფაქტორის გათვალისწინებით და ოპერაციის სარგებლიანობის და რისკის შეფასების შედეგად პედიატრი ყელ-ყურ-ცხვირის ექიმთან ერთად იღებს გადაწყვეტილებს.

6 წლამდე ტონზილექტომიის გაკეთებისაგან ექიმები თავს იკავებენ, თუ არ არის რაიმე განსაკუთრებული ჩვენება.

წყარო: https://fortuna.ge

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #shenipulsi

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
Dr Giorgi Pkhakadze
პროფესორი გიორგი ფხაკაძე, მედიცინის დოქტორი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის მაგისტრი, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი ანთროპოლოგიისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხებში. “შენი ექიმი"-ს დამფუძნებელი. #drpkhakadze #sheniekimi
მსგავსი სიახლეები
ბერძნული კუნძული კიმოლოსი: მსოფლიოში ყველაზე სუფთა წყალი

ბერძნული კუნძული კიმოლოსი: მსოფლიოში ყველაზე სუფთა წყალი

17 May, 2024
საუკეთესო აქტივობები რუმინეთში

საუკეთესო აქტივობები რუმინეთში

16 May, 2024
ითაკა – საბერძნეთის ნაკლებად დატვირთული უმშვენიერესი კუნძული

ითაკა – საბერძნეთის ნაკლებად დატვირთული უმშვენიერესი კუნძული

16 May, 2024
გულიკო ჩაფიძე გარდაიცვალა

გულიკო ჩაფიძე გარდაიცვალა

20 მაისი 2024
რადიო „პოზიტივის“ დღის ამბები 20 მაისს

რადიო „პოზიტივის“ დღის ამბები 20 მაისს

20 მაისი 2024
„ვგიჟდები ამ ქალზე. ან როგორი არტისტია, ან როგორი მოქალაქეა, ან რა ადამიანია, ან რა პროფესიონალია“ – დათო ლიკლიკაძე ეკა მჟავანაძეს

„ვგიჟდები ამ ქალზე. ან როგორი არტისტია, ან როგორი მოქალაქეა, ან რა ადამიანია, ან რა პროფესიონალია“ – დათო ლიკლიკაძე ეკა მჟავანაძეს

20 მაისი 2024
სამზარეულოს  8 ნივთი, რომელიც თქვენს სახლს კეთილდღეობასა და ფულს მოუტანს

სამზარეულოს 8 ნივთი, რომელიც თქვენს სახლს კეთილდღეობასა და ფულს მოუტანს

მაისი 19, 2024
როგორ ვაქციოთ ბუხარი ინტერიერის ცენტრად? – რამდენიმე საინტერესო რჩევა

როგორ ვაქციოთ ბუხარი ინტერიერის ცენტრად? – რამდენიმე საინტერესო რჩევა

მაისი 19, 2024
✨️ანტიკური მოოქროვილი ანტიკვარი ბირმადან ✨️ განთავსებულია თბილისში, პროფესორ გიორგი ფხაკაძის რეზიდენციაში

✨️ანტიკური მოოქროვილი ანტიკვარი ბირმადან ✨️ განთავსებულია თბილისში, პროფესორ გიორგი ფხაკაძის რეზიდენციაში

მაისი 19, 2024
მათთვის, ვინც ვენახის გაშენებას აპირებს

მათთვის, ვინც ვენახის გაშენებას აპირებს

მაისი 20, 2024
20 მაისს ფუტკრის მსოფლიო დღე აღინიშნება

20 მაისს ფუტკრის მსოფლიო დღე აღინიშნება

მაისი 20, 2024
„ვაზო, შვილივით ნაზარდო…“

„ვაზო, შვილივით ნაზარდო…“

მაისი 20, 2024
„საბედისწერო შეცდომა იყო სტურუას რომ ვუთხარი უარი „მეფე ლირში“ თამაშზე…იმ წამს ისე მოიქცა ერთი პიროვნება, ახალგაზრდა რეჟისორი, თვითონ სტურუას მოყვანილი… ამ ახალგაზრდა რეჟისორმა მაშინ ჩემი კარიერა დაღუპა”- ია ნინიძე

„საბედისწერო შეცდომა იყო სტურუას რომ ვუთხარი უარი „მეფე ლირში“ თამაშზე…იმ წამს ისე მოიქცა ერთი პიროვნება, ახალგაზრდა რეჟისორი, თვითონ სტურუას მოყვანილი… ამ ახალგაზრდა რეჟისორმა მაშინ ჩემი კარიერა დაღუპა”- ია ნინიძე

20 მაისი 2024
პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია დაიწყო

პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია დაიწყო

20 მაისი 2024
რა საიდუმლოებას ინახავს ბერების მიერ აშენებული ახალი ათონი, რომელიც სტალინის საყვარელი ადგილი იყო

რა საიდუმლოებას ინახავს ბერების მიერ აშენებული ახალი ათონი, რომელიც სტალინის საყვარელი ადგილი იყო

18 მაისი 2024
„დიდგორს“ სამუზეუმო ანსამბლის სტატუსი მიენიჭა

„დიდგორს“ სამუზეუმო ანსამბლის სტატუსი მიენიჭა

მაისი 20, 2024
ზღაპრული „შუაგული“ – ტბა, გულის ფორმის კუნძული, ბაღი, კოტეჯები

ზღაპრული „შუაგული“ – ტბა, გულის ფორმის კუნძული, ბაღი, კოტეჯები

მაისი 20, 2024
აიაზ­მა ის­ტო­რი­უ­ლი თრი­ა­ლე­თის უძ­ვე­ლე­სი სო­ფე­ლია

აიაზ­მა ის­ტო­რი­უ­ლი თრი­ა­ლე­თის უძ­ვე­ლე­სი სო­ფე­ლია

მაისი 20, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
18 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

18 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 18, 2024
21 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

მაისი 21, 2024
მოამზადეთ ჯანსაღი ყაბაყის პიცა

მოამზადეთ ჯანსაღი ყაბაყის პიცა

მაისი 20, 2024
მოამზადეთ ნუთელა მარტივად

მოამზადეთ ნუთელა მარტივად

მაისი 20, 2024
5 სასმელი ორგანიზმის გასაწმენდად – მათი დამზადება მარტივად შეგიძლიათ

5 სასმელი ორგანიზმის გასაწმენდად – მათი დამზადება მარტივად შეგიძლიათ

მაისი 20, 2024
როგორია მზისგან დამცავი საშუალებების ტიპები და მათი მოქმედების მექანიზმები

როგორია მზისგან დამცავი საშუალებების ტიპები და მათი მოქმედების მექანიზმები

მაისი 20, 2024
რატომ უნდა გამოვიყენოთ მზისგან დამცავი კრემი

რატომ უნდა გამოვიყენოთ მზისგან დამცავი კრემი

მაისი 20, 2024
პროდუქტები, რომლებიც ყველაზე მარტივად აფუჭებს კბილის ემალს

პროდუქტები, რომლებიც ყველაზე მარტივად აფუჭებს კბილის ემალს

მაისი 20, 2024
მიგრაცია – ქვეყნის განვითარების მასტიმულირებელი თუ შემაფერხებელი ფაქტორი?

მიგრაცია – ქვეყნის განვითარების მასტიმულირებელი თუ შემაფერხებელი ფაქტორი?

20 მაისი 2024
10 რამ, რაც რომში მოგზაურობისას უნდა გააკეთოთ

10 რამ, რაც რომში მოგზაურობისას უნდა გააკეთოთ

20 მაისი 2024
დუშანბესა და თბილისს შორის რეგულარული პირდაპირი ფრენები იწყება

დუშანბესა და თბილისს შორის რეგულარული პირდაპირი ფრენები იწყება

20 მაისი 2024
ვერა – თბილისის უძველესი უბანი

ვერა – თბილისის უძველესი უბანი

მაისი 17, 2024
თბილისში 17 მაისის მსვლელობასთან დაკავშირებით გარკვეულ ქუჩებზე ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდა

თბილისში 17 მაისის მსვლელობასთან დაკავშირებით გარკვეულ ქუჩებზე ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდა

მაისი 17, 2024
თბილისის მერიის მიერ შშმ პირებისთვის გადაცემული საკურორტო ვაუჩერების გამოყენება 15 სექტემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი – გაეცანით დეტალებს

თბილისის მერიის მიერ შშმ პირებისთვის გადაცემული საკურორტო ვაუჩერების გამოყენება 15 სექტემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი – გაეცანით დეტალებს

მაისი 16, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights