თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, ქალბატონი მაია ხერხეულიძე საუბრობს თემაზე: ზაფხულის სეზონზე ბავშვებში გავრცელებული ვირუსული და ბაქტერიული ინფექციები.
„ყელის ტკივილი მართლაც სერიოზული პრობლემაა, რომელიც ვირუსულთან ერთად ბაქტერიული ინფექციების თანმხლებიცაა, აუცილებელია დიფერენციაცია და განსაზღვრა, თუ რამ გამოიწვია ყელის ტკივილი. ბაქტერიული ინფექციების, განსაკუთრებით ახლა გავრცელებული სტრეპტოკოკული ფარინგიტების შემთხვევაში აუცილებელია სწრაფი დიაგნოსტიკა და ანტიბაქტერიული თერაპიის დანიშვნა, რადგან არასწორი ან დაგვიანებული მკურნალობა საკმაოდ მძიმე გართულებებს იწვევს. ძლიერი ყელის ტკივილის დროს, როდესაც ბავშვს უმადობა აქვს და საკვების მიღება უჭირს, მშობელმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს. თუმცა, ყელის ტკივილის გარდა ბავშვებს პირის ღრუს სხვა პრობლემებიც ხშირად აქვთ, მაგალითად, სტომატიტი, კანდიდოზური ინფექცია, ღრძილების ანთება და სხვა, როცა ასევე აუცილებელია სპეციალისტის შეფასება და სწორი დიაგნოზის დასმა, თუმცა მანამდე მშობელს თვითონ შეუძლია ბავშვის მკურნალობა ურეცეპტო მედიკამენტებით…“
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #shenipulsi
მასალის გამოყენების პირობები