სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარისამინისტრო„ეს არის მთავარი ღერძი, რომელზეც დაშენდება ყველა შემდგომი გადაწყვეტილება“ - მიხეილ სარჯველაძე

„ეს არის მთავარი ღერძი, რომელზეც დაშენდება ყველა შემდგომი გადაწყვეტილება“ – მიხეილ სარჯველაძე

მოგეხსენებათ, პრემიერ-მინისტრის ჩართულობით მიღწეულია გარკვეული გადაწყვეტილებები და ამ გადაწყვეტილებების აღსრულების პროცესს ბუნებრივია მივდევთ და სამომავლოდაც, ძირითადად ალბათ ეს პოსტულატები იქნება განმსაზღვრელი, რაც ითქვა წინდაწინ, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით მედიასთან განაცხადა.

მინისტრს ასევე კითხვა დაუსვეს DRG მეთოდის შესახებ.

„ამასთან დაკავშირებით აუცილებელი იქნება დარგთან აქტიური კომუნიკაცია, ყველა მოსაზრების მოსმენა და შერჩევა საუკეთესო მოდელის, რომელიც წაადგება თითოეულ პაციენტს. მთავარი განმსაზღვრელი გახლავთ პაციენტის საუკეთესო ინტერესების მაქსიმალური დაცვა. ეს არის მთავარი ღერძი, რომელზეც დაშენდება ყველა შემდგომი გადაწყვეტილება“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის თანამდებობაზე მიხეილ სარჯველაძე 2024 წლის 11 მარტს დაინიშნა.მან ზურაბ აზარაშვილი შეცვალა, რომელმაც ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობა 1 მარტს დატოვა. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განმარტა, რომ ჯანდაცვის მინისტრთან მიმართებით იყო პრობლემები მართვისა და კომუნიკაციის კუთხით.

მე მქონდა ჯანდაცვის მინისტრთან საუბარი დღეს დილით. მე ვხედავდი პრობლემებს მართვის, კომუნიკაციის კუთხით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

„ამასთან დაკავშირებით იყო უკმაყოფილება სამედიცინო საზოგადოებაში. მე თვითონ დავრწმუნდი რესპუბლიკური საავადმყოფოს მაგალითზე, რომ ასეთი პრობლემები ნამდვილად არსებობდა. შესაბამისად, ჩვენ გვქონდა აბსოლუტურად ჯანსაღი საუბარი ამ ყველაფერთან დაკავშირებით და ამის საფუძველზე მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, რომ ჯანდაცვის მინისტრი ტოვებდა თანამდებობას. მე ჩემს სამთავრობო პროგრამაშიც ვისაუბრე იმაზე, რომ საჭიროა მაქსიმალურად მჭიდრო კომუნიკაცია და თანამშრომლობა, განსაკუთრებით დარგის სპეციალისტებთან. როცა საქმე გვაქვს დარგობრივ სამინისტროსთან, საჭიროა მაქსიმალურად მჭიდრო თანამშრომლობა “, – აღნიშნა კობახიძემ.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა თანამდებობა წინა კვირას დატოვა.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #shenipulsi

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  „ონკოლოგიის დაფინანსებაზე 2012 წლის განმავლობაში, დანახარჯი შეადგენდა სულ 13 მილიონს ლარს, 2024 წელს დაგეგმილი ხარჯის ოდენობა შეადგენს 229 მილიონ ლარს“
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights