სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიინტერვიუ„ძალიან მიყვარს აღდგომის დღესასწაული, ყველა წინაპრის სასაფლაოს რომ შემოივლი, ყველა წინაპარს რომ...

„ძალიან მიყვარს აღდგომის დღესასწაული, ყველა წინაპრის სასაფლაოს რომ შემოივლი, ყველა წინაპარს რომ პატივს მიაგებ“- გიორგი ფხაკაძე

8 მარტი, 2021

ექსკლუზიური ინტერვიუ

გვესაუბრა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე:

„ყველაზე კარგად მახსენდება აღდგომა. ძალიან, ძალიან მიყვარს აღდგომის დღესასწაული, ყველა წინაპრის სასაფლაოს რომ შემოივლი, ყველა წინაპარს რომ პატივს მიაგებ, სასაფლაო რომ დალაგებული და დასუფთავებულია. ძალიან მიყვარს ნათესავებთან მისვლა, ჩემს ნათესავებთან ურთიერთობა და პურის ჭამა, განსაკუთრებით სასაფლაოზე. ბავშვობიდან ძალიან მიყვარდა ეს დღე… ჩემი ბაბუები, ბებიები, დიდი ბაბუები, – მათი საფლავების მონახულება ძალიან მიხარია. ეს რაღაცნაირად გვაერთიანებს. ძალიან მიხარია იმიტომ, რომ წარსულის და მომავლის კავშირია, ნათესავები ნახულობენ ერთმანეთს – ეს ძალიან მიყვარს. განსაკუთრებით მიყვარს ძველი მეგობრები. მაგალითად, მამაჩემის და დედაჩემის ძველი მეგობრები (დედა ცოცხალი აღარ არის). ვფიქრობ, რომ აღდგომის დღესასწაული არის მართლაც ბრწყინვალე დღესასწაული და ყოველთვის მინდა, რომ ვიყო საქართველოში.

-კერძების მომზადება ვერ გამომდის კარგად. ყველაზე მეტად მიყვარს ხაჭაპური, იმერულიც მიყვარს, მაგრამ აჭარული მირჩევნია. რა თქმა უნდა, ხინკალიც ძალიან მიყვარს. როგორც ყველა ქართველს, მიყვარს ხაჭაპური და ხინკალი.

აღდგომის დღესასწაულზე ჩემი ერთი ნათესავი, წყალტუბოში, აცხობს უგემრიელეს, განსხვავებულ პასკას. ამ პასკის ჭამაც ერთი დღესასწაულია ჩემთვის.

– აჭარაში ნამყოფი ვარ და ციხისძირში მიწის ნაკვეთიც მაქვს. ჩემი ოცნება იყო, რომ სახლი ამეშენებინა, მაგრამ ვერ მოვაგვარე ეს საქმე. მე მაინც იმედი მაქვს, როცა დაწყნარდება ყველაფერი, ციხისძირში ავაშენებ ძალიან კომფორტულ, ლამაზ პატარა სახლს, რომელიც იქნება მთლიანად მინის და იქნება ულამაზესი.

მთელი საქართველო მაქვს შემოვლილი. როცა ვმუშაობდი „ევექსში“, ორმოცამდე საავადმყოფო იყო ქსელში და ყველა შემოვლილი მაქვს. ასევე ვმუშაობდი რეგიონალური ჯანდაცვის ცენტრში – იქ 20 საავადმყოფო იყო და ოცივე მაქვს შემოვლილი. პრაქტიკულად, საქართველოს რეგიონების 70 საავადმყოფო მაქვს შემოვლილი. საქართველოს რეგიონების საავადმყოფოების 80%-ს ვმართავდი. სასწაული და განსხვავებულია საქართველოს ყველა რეგიონი თავისებურად. ყველა რეგიონის საავადმყოფოში ხომ უმეტესად ადგილობრივი ექიმები არიან, ადგილობრივი ინტელიგენცია თავისებური კოლორიტით, მათგან ბევრ რამეს სწავლობ. ყველა საავადმყოფოში სხვადასხვანაირად გმასპინძლობენ…“

  „ჩემი ოცნებაა, იმედი მაქვს, როცა დაწყნარდება ყველაფერი, ციხისძირში ავაშენებ ძალიან კომფორტულ, ლამაზ

წაიკითხეთ სრულა

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #shenipulsi

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights