ორშაბათი, აპრილი 21, 2025
მთავარიშენი ექიმიკაცობრიობა იშვიათ მოვლენას იხილავს - ეს 71 წელიწადში ერთხელ ხდება

კაცობრიობა იშვიათ მოვლენას იხილავს – ეს 71 წელიწადში ერთხელ ხდება

აპრილში კაცობრიობა შეძლებს დააკვირდეს იშვიათ ასტრონომიულ მოვლენას – მზის სრული დაბნელების დროს კომეტის გავლას მზის მახლობლად. Live Science-ის ცნობით, ეს 8 აპრილს მოხდება.

კომეტა 12P/Pons-Brooks, ცნობილი როგორც ეშმაკის კომეტა – მისი დიამეტრი დაახლოებით 17 კილომეტრია და მზის გარშემო ბრუნავს უაღრესად ელიფსურ ორბიტაზე დაახლოებით 71 წელიწადში ერთხელ. მზესთან მიახლოებისას მისი ყინულოვანი გარსი კარგავს სტაბილურობას და კომეტა კოსმოსში ყინულისა და აირის ნარევს აფრქვევს, რომელიც ცნობილია როგორც კრიომაგმა. ადრეული დაკვირვების დროს კრიომაგმის ამოფრქვევები რქებს ჰგავდა, რის გამოც ასტრონომებმა კომეტას მეტსახელად „ეშმაკის კომეტა“ უწოდეს.

კომეტა 12P სავარაუდოდ 24 აპრილს მიუახლოვდება მზეს, რის შემდეგაც ის საპირისპირო მიმართულებით დაიწყებს მოძრაობას. 8 აპრილს მზის სრული დაბნელების დროს, კომეტა ხილული იქნება სამოყვარულო ტელესკოპებით და მძლავრი კამერის ლინზებითაც კი. ეს ფუფუნება ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ ჩრდილოეთ ამერიკის გარკვეული რეგიონების მაცხოვრებლებისთვის.

თუ კომეტა „აფეთქდება“ დაბნელებამდე რამდენიმე საათით ადრე, მაშინ მისი დანახვა შეუიარაღებელი თვალითაც იქნება შესაძლებელი. მზის დაბნელების ყურებისას მაინც უნდა ატაროთ უსაფრთხოების სათვალეები, ამბობენ ასტრონომები.

author avatar
SheniEkimi.ge
#drpkhakadze
  მშობლებსა თუ მასწავლებლებს გვინდა შევახსენოთ რომ გადამწყვეტი როლის შესრულება შეუძლიათ ბავშვებში მიოპიის (ახლომხედველობის) თავიდან აცილებაში
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights