სამშაბათი, ნოემბერი 26, 2024
მთავარიშენი ექიმიუმტკივნეულო და შიშის გარეშე ცხოვრება - რა ხდება მაშინ, როდესაც ადამიანს...

უმტკივნეულო და შიშის გარეშე ცხოვრება – რა ხდება მაშინ, როდესაც ადამიანს ტკივილისა და შიშის შეგრძნება არ აქვს

ერთი შეხედვით, ეს ზღაპრულ ცხოვრებას ჰგავს, მაგრამ ჯო კამერონისთვის უმტკივნეულო და შიშის გარეშე ცხოვრება ყოველდღიურობაა.

მეცნიერები ამ უჩვეულო შემთხვევას დიდი ხანია სწავლობენ და ახლა მიაჩნიათ, რომ ამის მიზეზს მიაგნეს. საუბარია  „უსარგებლო” გენზე, რომელიც ადამიანში შიშს, შფოთვასა და ტკივილს სრულად აქრობს.

კამერონს, რომელიც შოტლანდიაში ცხოვრობს, ეს სიმპტომები შედარებით გვიან დაუფიქსირეს. აღმოჩნდა, რომ ქალს ცხოვრებაში არასოდეს განუცდია ტკივილი ან თუნდაც სერიოზული შფოთვა, აღარაფერს ვამბობთ შიშზე.

როგორღაც ისე მოხდა, რომ კამერონმა მსგავსი ჩივილებით ექიმს პირველად 65 წლის ასაკში მიმართა. შედეგად ექიმებმა აღმოაჩინეს სახსრების მძიმე დეგენერაცია, რასაც პაციენტისთვის საშინელი ტკივილი უნდა მიეყენებინა.

კამერონმა განაცხადა, რომ საერთოდ ვერ გრძნობდა ტკივილს. ერთი წლის შემდეგ, მას ჩაუტარდა სერიოზული ოპერაცია ხელზე, რომელსაც თან ახლავს მნიშვნელოვანი პოსტოპერაციული ტკივილები. კამერონმა კვლავ განაცხადა, რომ ვერ გრძნობდა ტკივილს ხელში. მეტიც, მას ცხოვრებაში ტკივილგამაყუჩებლების მიღება არ დასჭირვებია.

2019 წელს მკვლევრებმა გამოავლინეს გენი, FAAH-OUT, რომელიც, დაკავშირებულია ამ უჩვეულო მდგომარეობასთან. ჟურნალ Brain-შიახლად გამოქვეყნებული კვლევა დეტალურად აღწერს კამერონის ტკივილის უგრძნობლობის მოლეკულურ მექანიზმს. ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის (UCL) მკვლევრების აზრით, FAAH-OUT-ისა და FAAH-ის გენების მუტაციები პასუხისმგებელნი არიან კამერონის ტკივილის მგრძნობელობის გამომუშავებაზე, ხოლო FAAH-OUT გენი, როგორც ჩანს, ამცირებს FAAH გენის გამოხატვას.

“კვლევამ გამოავლინა მოლეკულები, რომლებიც გავლენას ახდენენ ჭრილობის შეხორცებასა და შესაბამის პროცედურებზე. საბოლოოდ, ამ ყველაფერზე გავლენას ახდენს FAAH-OUT მუტაცია. ეს აღმოჩენები მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს მედიცინაზე. ზუსტად იმის გაგებით, თუ რა ხდება მოლეკულურ დონეზე, ჩვენ შეგვეძლება ტკივილის გაკონტროლება”, — ამბობენ მკვლევრები.

ყველაზე გასაოცარი რამ FAAH-OUT-სა და FAAH-ის შესახებ არის ის, რომ ისინი გვხვდება ადამიანის დნმ-ის 98%-ში, რომელიც არ არის კოდირებადი. მათ ხშირად უწოდებენ “უსარგებლო” დნმ-ს. რატომ? დიდი ხნის განმავლობაში ითვლებოდა, რომ ეს გენები “არაფერს აკეთებენ”. როგორც კამერონის შემთხვევა ცხადყოფს, ეს ბევრად უფრო საინტერესო სფეროა, ვიდრე უბრალოდ არასაჭირო გენები.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #shenipulsi

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniEkimi.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

25 November, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

25 ნოემბერი 2024
მარტივი დეკორის იდეები ზამთრის ინტერიერის შესაქმნელად

მარტივი დეკორის იდეები ზამთრის ინტერიერის შესაქმნელად

ნოემბერი 26, 2024
რამდენი ხანი ძლებს საყინულეში საკვები ისე, რომ ვარგისიანობა შეინარჩუნოს

რამდენი ხანი ძლებს საყინულეში საკვები ისე, რომ ვარგისიანობა შეინარჩუნოს

ნოემბერი 26, 2024
როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

20 ნოემბერი 2024
27 ნოემბერს თბილისში პირველი თოვლია მოსალოდნელი

27 ნოემბერს თბილისში პირველი თოვლია მოსალოდნელი

ნოემბერი 26, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ზეთის იმპორტი -რა ფასად ვყიდულობთ ზეთს

ზეთის იმპორტი -რა ფასად ვყიდულობთ ზეთს

ნოემბერი 26, 2024
ლონდონის მოდის კვირეული

ლონდონის მოდის კვირეული

ნოემბერი 26, 2024
ვენეციის კარნავალი 2025: ჯადოსნური ღონისძიება, რომლის გამოტოვებაც არ ღირს

ვენეციის კარნავალი 2025: ჯადოსნური ღონისძიება, რომლის გამოტოვებაც არ ღირს

26 ნოემბერი 2024
თბილისში ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციის 4 შემთხვევა დაფიქსირდა — თბილისი ენერჯი

თბილისში ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციის 4 შემთხვევა დაფიქსირდა — თბილისი ენერჯი

ნოემბერი 26, 2024
„ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნება საქართველოსა და მსოფლიოში

„ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნება საქართველოსა და მსოფლიოში

ნოემბერი 26, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights