ოთხშაბათი, იანვარი 14, 2026
მთავარისხვა-ამბებისამკურნალო „საირმე" - "ჯადოსნური" ველის საიდუმლო...

სამკურნალო „საირმე” – “ჯადოსნური” ველის საიდუმლო…

„საირმე”

პირველი წერილობითი წყაროები საირმის წყლების შესახებ XIX საუკუნის 90-იანი წლებიდან გვხვდება. იმერეთში, ერისთავების კუთვნილ ტყეებში ირმების ამოჩემებული ადგილი პირველად მონადირეებმა შენიშნეს. ხალხში გავრცელებული თქმულებით, წყალი დაჭრილ ირმის კვალს ადევნებულმა ძმებმა აღმოაჩინეს. წყარო ჟანგით გადაწითლებულ ქვებზე მოედინებოდა, მის ირგვლივ კი ყველაფერი მარილს გადაეთეთრებინა. ირმის ჯოგები მარილს და წყალს მორიგეობით ეტანებოდნენ. ამიტომაც იქაურობას საირმე უწოდეს.

ადგილს ყურადღება მწყემსებმაც მიაქციეს და კიდევ ერთი უჩვეულო რამ აღმოაჩინეს — ირმების წყაროდან დაახლოებით 3 კმ-ის მოშორებით, ერთ ადგილზე ბალახი მუდამ მწვანე რჩებოდა. თოვლი არ ჩერდებოდა, მიწა კი წვიმის მოსვლიდან რამდენიმე წუთში გამშრალი იყო. “ჯადოსნური” ველის საიდუმლოს ფარდა 20-იან წლებში აეხადა, როცა გეოლოგებმა მიწის სიღრმეში ცხელი მინერალური წყალი აღმოაჩინეს.

1930-იან წლებში საირმეს კურორტის სტატუსი ოფიციალურად მიენიჭა. აშენდა პირველი სანატორიუმები, დაიწყო ინფრასტრუქტურის გამართვა. 40-იან წლებში დასრულდა საავტომობილო გზის მშენებლობაც, რომლითაც კურორტი ქალაქ ბაღდათს (მაშინდელ მაიკოვსკის) დაუკავშირდა.

სამკურნალო ფაქტორია “ნარზანის” ტიპის ნახშირმჟავა ჰიდროკარბონატული კალციუმ-ნატრიუმიანი (წყარო №1 და №3) და “ბორჯომის” ტიპის ნახშირმჟავა ჰიდროკარბონატული ნატრიუმიანი (ბურღილი №4 და №5) მინერალური წყალი “საირმე”. კურორტ საირმეში არის სანატორიუმი, დასასვენებელი და საკურორტო პოლიკლინიკა.

ამჟამად კურორტზე 390 დამსვენებელზე გათვლილი სასტუმრო ფუნქციონირებს, რაც საირმის ტურისტული პოტენციალის ნახევარს შეადგენს.

გარდა ამისა, განხორციელდა საირმის ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია. კურორტზე ასევე ფუნქციონირებს სპა–ცენტრი, რომელიც უახლესი გერმანული აპარატურით არის აღჭურვილი და დამსვენებლებს ყველა ტიპის გამაჯანსაღებელ პროცედურებს სთავაზობს.

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  განხილულ იქნა აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის საკითხები. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობის კიდევ უფრო გაზრდაზე
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights