სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიშენი ექიმისაგანგაშოა, ჭარბი წონა მილიარდზე მეტ ადამიანს აწუხებს - ჯანმო

საგანგაშოა, ჭარბი წონა მილიარდზე მეტ ადამიანს აწუხებს – ჯანმო

კვლევით დადგინდა, რომ 2022 წლის მონაცემებით, ჭარბი წონა მილიარდზე მეტ ადამიანს აწუხებს, ყოველი რვა ადამიანიდან ერთი – ჭარბწონიანია. ჭარბწონიანობა სრულწლოვნების 43%-ს აწუხებს. საგანგაშოა, რომ 1990 წლის შემდეგ, ეს მაჩვენებელი გაორმაგდა, ბაშვებსა და მოზარდებში ეს მაჩვენებელი გაოთხმაგდა.

ჯანმოს კვლევის მიხედვით, ზრდასრულთა ჭარბი წონის მაჩვენებელი მსოფლიოში 1990 წლიდან 2022 წლამდე გაორმაგდა, ხოლო მოზარდების სიმსუქნის მაჩვენებელი ოთხჯერ გაიზარდა.

კვლევა სამედიცინო ჟურნალ Lancet-ში გამოქვეყნდა.

როგორც ექიმები ამბობენ, რაც უფრო მაღალია სხეულის მასის ინდექსი, მით უფრო მაღალია შანსი ადამიანს სხვადასხვა დაავადებები განუვითარდეს.

ჭარბწონიანობა  ქრონიკული პრობლემაა. მაგრამ მთავარ პარამეტრად ექიმები სხეულის მასის ინდექსს, იგივე BMI-ის იყენებენ, რომელიც ადამიანის სიმაღლეს და წონას ითვალისწინებს.

მსოფლიოს წამყვანი ფარმაკოლოგიური კომპანიები ამ დაავადების სამკურნალო პრეპარატებს ქმნიან. ჭარბწონიანობის მკურნალობის ტრადიციულ გზად ჯანსაღი კვება და ვარჯიში ითვლება.

„ადამიანების განსაცვიფრებელი რაოდენობა ჭარბი წონით ცხოვრობს“, – აცხადებს ლონდონის იმპერიული კოლეჯის პროფესორი, მაჯიდ ეზატი.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #shenipulsi

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  ასაკი, როდესაც იწყება ყველაზე ხშირად გულსისხლძარღვთა დაავადებების სიმპტომები,  მთავარი რისკფაქტორები - საუბრობს კახა ნადარაია
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights