სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარისხვა-ამბებიქართული მინერალური წყლები: ისტორია და სასარგებლო თვისებები

ქართული მინერალური წყლები: ისტორია და სასარგებლო თვისებები

“ბორჯომის” სამკურნალო თვისებები ჯერ კიდევ ძველ ეპოსშია აღწერილი. ცნობები ამ სასწაულმოქმედი წყლის წყაროების შესახებ 1500 წელზე მეტს ითვლის.

“ბორჯომი” — საშუალო მინერალიზაციის, სუფრის, ნატრიუმის ჰიდროკარბონატული, სამკურნალო მინერალური წყალია. წყაროები საკურორტო ქალაქ ბორჯომში მდებარეობს.

სხვა ანალოგიური მინერალური წყლებისგან განსხვავებით “ბორჯომი” მიწის ზედაპირთან გაცივებას ვერ ასწრებს და თბილი ამოდის (38–41 გრადუსი ცელსიუსით), “გზადაგზა” ბუნებრივად იფილტრება, განიცდის მინერალიზაციას და 60 სხვადასხვა ქიმიური ელემენტით მდიდრდება, რაც მის შემადგენლობას უნიკალურს ხდის.

მინერალური წყალი საჭმლის მომნელებელი სისტემის ორგანოების, კუჭ-ნაწლავის, სანაღვლე გზების, თირკმლის და სხვა დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენება.

ჩვენი წელთაღრიცხვის I ათასწლეულის დასაწყისით დათარიღებული ქვის აბაზანები, რომლებიც XX საუკუნის დასაწყისშია აღმოჩენილი, მოწმობს, რომ მინერალური წყაროები საბანაოდ ძველი დროიდან გამოიყენებოდა.

ქართველი ისტორიკოსების კვლევების თანახმად, ბორჯომის ხეობის მინერალური წყლები I საუკუნიდან XVI საუკუნის ბოლომდე გამოიყენებოდა, მაგრამ შემდეგ ისინი დიდი ხნით დავიწყებას მიეცა.

წყარო აღადგინეს XIX საუკუნის დასაწყისში ხერსონის პოლკის გრენადერების წყალობით, რომლებმაც წყარო მდინარე ბორჯომის მარჯვენა ნაპირზე აღმოაჩინეს. უკვე 1850 წელს იქ მინერალური წყლების პირველი პარკი გაშენდა, ხოლო 1854 წელს პირველი ჩამოსასხმელი ქარხნის მშენებლობაც დაიწყო.

კურორტის და თავად წყლის უდავო ღირსებებს მაღალი შეფასება მისცა რუსეთის იმპერატორმაც, რომლის ბრძანებით 1892-1895 წლებში ლიკანში მავრიტანული სტილის ვილა — რომანოვების სასახლე აიგო.

ეს უნიკალური ბალნეოლოგიური და კლიმატური კურორტი ზღვის დონიდან 900 მეტრის სიმაღლეზე, მდინარეების მტკვრისა და ბორჯომულას ხეობაში მდებარეობს.

წყარო:

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მიერ მომზადებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ სამედიცინო განათლების სექტორი მნიშვნელოვან ზრდას აჩვენებს, განსაკუთრებით ბოლო სამ წელში ნახტომისებურად გაიზარდა მედიცინის პროგრამების უცხოელი სტუდენტების რიცხვი
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights