ორშაბათი, აპრილი 21, 2025
მთავარიშენი ფიტნესიფიტნეს და სხვადასხვა სპორტულ კლუბებს სჭირდებათ კვალიფიციური პერსონალი

ფიტნეს და სხვადასხვა სპორტულ კლუბებს სჭირდებათ კვალიფიციური პერსონალი

ერთად მუშაობის სარგებელი

ინდუსტრიაში თანამშრომელთა სამუშაო უნარებისა და სტანდარტების გასაუმჯობესებლად, თანამშრომლობის ზოგიერთი ძირითადი სარგებელი EREPS-ის პროგრამის საშუალებით, შეიძლება შემდეგნაირად შეჯამდეს :

  • ფიტნეს და სხვადასხვა სპორტულ კლუბებს სჭირდებათ კვალიფიციური პერსონალი და მათი პროფესიული მიღწევები უნდა იყოს აღიარებული ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე (პირველ რიგში ევროპული, რადგან საქართველოს მისწრაფებაა, შეუერთდეს ევროპის სივრცეს);
  • მსოფლიო მასშტაბით ფიტნეს ინდუსტრია სწრაფად მიიწევს წინ, დღის წესრიგში მოსახლეობის ჯანმრთელობის მეტად აქცენტირების მიმართულებით და ამასთან ერთად უფრო დიდი შესაძლებლობები ჩნდება, მაგრამ ყოველივე ეს მოითხოვს უფრო მაღალკვალიფიციურ და მეტ სამუშაო ძალას, ვიდრე ამჟამად არსებობს ფიტნეს ინდუსტრიაში;
  • ინდუსტრიას ესაჭიროება მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი პროდუქციისა და მომსახურების სფეროების გაზრდა, როგორც არსებული მომხმარებლებისთვის, ასევე მათთვის, ვისთვისაც საჭიროა წახალისება, რათა სისტემატიური მეთვალყურეობის ქვეშ რეგულარულად ივარჯიშონ;
  • დასტურდება, რომ პერსონალის კვალიფიკაციის დონის ამაღლებისთვის მიღებული ზომები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ბიზნესის განვითარებას, ხოლო პერსონალისთვის ტექნიკური უნარების შენარჩუნება-განვითარებაზე ზრუნვა კი იწვევს მომხმარებლების შენარჩუნებას და მატებას;
  • EREPS-ის მონაცემთა ბაზა დამოუკიდებელი და საიმედო რესურსია დარგის სპეციალისტების დადასტურებული უნარების შესახებ ინფორმაციის შესაგროვებლად მთავრობებისთვის, სააგენტოებისთვის, ოპერატორებისთვის და ა.შ.;
  • ერთობლივად, EuropeActive–ისა და EREPS–ის მიზნის განხორციელებისათვის, დაეხმაროს ფიტნესის ინდუსტრიას განათლებისა და ტრენინგის ხარისხის გაუმჯობესებაში და მასში დასაქმებული მუშაკების განვითარებაში, მნიშვნელოვანია ეროვნული რეესტრების (როგორც ჩვენია უკვე) შექმნა და მათი ინტეგრაცია  EREPS–თან (ჩვენ ამჟამად მალტის რეესტრის გავლით ვართ ინტეგრირებული) https://fitnessacademyeurope.com/faepro/

უწყვეტი სწავლებისთვის (მათ შორის, კარიერული და პროფესიული განვითარების) მოთხოვნების არსებობა ხელს შეუწყობს ინდუსტრიაში საყოველთაო სტანდარტებისა და უნარების განვითარებას გაუმჯობესებული სწავლების და  ხარისხიანი განათლების მიღების შესაძლებლობების გაზრდის გზით.

სექტორის მიერ თვითორგანიზებისა და თვითრეგულირების შესაძლებლობის გამოვლენით, EREPS ეხმარება ეროვნულ ასოციაციებს და  მათ პარტნიორებს მთავრობებთან ურთიერთობების დამყარებაში.

ეს პროცესი წარიმართება დამოუკიდებლად და გამომდინარე იქედან, რომ ყველა ეტაპზე გამოყენებულია ევროპული სტანდარტები, რომელსაც მხარს უჭერს ევროკომისია, მისი ოპერაციული პრინციპები ძლიერი და ანგარიშვალდებულებაზე დაფუძნებულია.

  როგორ ავირიდოთ თავიდან გაუწყლოება - ინტენსიური და ხანგრძლივი ფიზიკური დატვირთვის შესრულებისას სითხის მნიშვნელოვანი რაოდენობა იკარგება

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

author avatar
SheniEkimi.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights