ოთხშაბათი, თებერვალი 19, 2025
მთავარისხვა-ამბებირა გავლენა აქვს სეზონურ ვირუსებს ბავშვის ნერვულ სისტემაზე?

რა გავლენა აქვს სეზონურ ვირუსებს ბავშვის ნერვულ სისტემაზე?

​საქართველოს პირველი არხის გადაცემა „პირადი ექიმი – მარი მალაზონია“​

რა გავლენა აქვს სეზონურ ვირუსებს ბავშვის ნერვულ სისტემაზე?
საუბრობს ბავშვთა ნევროლოგი თამარ ედიბერიძე:

„სეზონური ვირუსებით ზამთარიც და შემდეგ გაზაფხულიც საკმაოდ დატვირთულია. სხვადასხვა კატეგორიის ვირუსები არსებობს.

არის ვირუსები, რომლებიც, ადამიანზე შედარებით ნაკლებად მოქმედებს. ზოგადად, რა თქმა უნდა, ნებისმიერი ტიპის ვირუსული ინფექცია, ნებისმიერი ავადობა გამოწვევაა. მათ შორის, ნერვული სისტემისათვის. იმუნური სისტემის მესაჭეც შესაბამისი ცენტრებია, რომლებიც ნერვულ სისტემაშია ლოკალიზებული. განსაკუთრებით აგრესიული და მძაფრი გავლენის მქონე ვირუსების დროს, მათთან ბრძოლის შემთხვევაში, ჩვენს ორგანიზმში გარკვეული ტოქსიკური ნივთიერებები გამოიყოფა, რომელთა მიმართაც, შესაძლოა, მეორადად, ნერვული სისტემა მგრძნობიარე იყოს. განსაკუთრებით ბავშვის, მას გამოცდილებაც ნაკლები აქვს, რესურსიც და ვირუსების მცირე დოზა, რაც ჩვენთვის შესაძლოა, ნაკლებად დრამატული იყოს, ბავშვისთვის უკვე საკმარისია, რომ სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს. მეორე მხრივ, ზუსტად იმ მცირე დოზიდან გამომდინარე, საქმეც ნაკლები აქვს, შესაძლოა, შესაძლოა, მალეც გამოჯანმრთელდეს, ვიდრე ზრდასრული.

ბევრი ფაქტორი მუშაობს. ინდივიდუალური რესურსი, ინდივიდუალური ამტანობა, სხვა ქრონიკული მდგომარეობა, – ალერგიული ფონი, ცისტური ფიბროზი, ბრონქული ასთმა, თუ სხვა, რომლებმაც შესაძლოა, ორგანიზმი დაასუსტოს და გამოწვევად იქცეს. ნებისმიერ ვირუსულ ინფექციას გარკვეული აგზნების ფაზა აქვს, პირველი მძაფრი რეაქციაა, რომელიც ქცევასა და ემოციას უკავშირდება. ბავშვები უფრო მტირალა, ჭირვეულები ხდებიან. როდესაც ცხელებაც ემატება, აჟიტირებაც შეიძლება დაერთოს, ან დროში გახანგრძლივებისა და დოზის გახანგრძლივების შემთხვევაში, პირიქით, მოდუნება, მივარდნა გამოიწვიოს. სპეციალისტები ამას მიჩვეულები ვართ და ეს ჩვენთვის ლოგიკური მოლოდინებია.

სპეციალისტებს მივარდნილი, მოდუნებული, უმოძრაო ბავშვის უფრო გვეშინია, ვიდრე აჟიტირებული, აგზნებული, გაღიზიანებული ბავშვის, რამდენადაც შემაწუხებელი არ უნდა იყოს მშობლისთვის.

მწვავე პერიოდში ეს გამოწვევები და აჟიტირება, ქცევის დარღვევა და ნერვული სისტემის რეაგირება და მეორეა გამოჯანმრთელების პერიოდში. 2-3 კვირა ნაავადმყოფარ ბავშვს რუტინაში დაბრუნება უჭირს, ფიზიკური დატვირთვისა, თუ სხვადასხვა დატვირთვის მიმართ, თითქოს, შედარებით შემცირებულია. 2-3 კვირა ნაავადმყოფარ პერიოდში ეს უხეშ პრობლემად არ ითვლება, მით უმეტეს, თუ ეს აღდგენადია. ანუ, ვატყობთ, რომ დროში გაუმჯობესებისაკენ მივდივართ. უშუალოდ მწვავე პერიოდიც, ვირუსის შემთხვევაში ვიცით, რომ 5-6 დღე ნორმალურია. არის ვირუსები, რომლებიც შესაძლოა, 10 დღემდეც გახანგრძლივდეს. უბრალოდ, 3-4-5 დღის შემდეგ სასიგნალო სისტემა გვერთვება იმ თვალსაზრისით, რომ, მაგალითად ბაქტერიული ტიპის გართულებები, ან სხვა ასოცირებული მდგომარეობები არ გაგვეპაროს.

მშობლებსა და ოჯახის წევრებს ვანუგეშებთ იმ თვალსაზრისით, რომ მწვავე პერიოდში, 5-6 დღიანი ქცევითი, თუ ემოციური დარღვევები, ისევე, როგორც ნაავადმყოფარ პერიოდში, 2-3-კვირიანი შლეიფი, ეს მეტ-ნაკლებად ნორმალურია. მაგრამ, რა თქმა უნდა არის გარკვეული რეკომენდაციები, რომლებიც უნდა გავითვალისწინოთ.

ყველაფრის თავი და თავი წყალია. დიდი რაოდენობით სითხეებით დატვირთვა, სუფთა წყალი, შინაურული კომპოტებით დატვირთვა მნიშვნელოვანია. მოვერიდოთ გაზიან, ემულგატორებით დატვირთულ სასმელებს. თუმცა, გადაუდებელ შემთხვევაში, მცირე რაოდენობით ესეც შესაძლებელია. სითხე ნაწლავური ინფექციის შემთხვევაში, ნაწლავების სანაციასაც უზრუნველყოფს, სისხლში შეიწოვება და ის ტოქსიკური მეტაბოლიტები, რომლებიც ვირუსთან, თუ ბაქტერიასთან ბრძოლის პროცესში გამომუშავდება და შესაძლოა, იმ მედიკამენტების გავლენაც იყოს, რომელიც ამ პერიოდში გვჭირდება, ორგანიზმიდან გამოიტანს. დიდი დოზით სითხე ფილტრაციის პროცესსაც აჩქარებს, შარდვის პროცესსაც და უფრო უმტკივნეულოდ, სწრაფად, ეფექტურად გამოიდევნება ტოქსიკური მეტაბოლიტები. სითხის დეფიციტზე ნერვული სისტემა ძალიან მგრძნობიარეა. მივარდნილი, მოდუნებული ბავშვის შემთხვევაში, გაუწყლოების პრობლემა შეიძლება იყოს. ვირუსების დროს გაუწყლოება ძალიან ადვილად დგება. მიღებული და გამოყოფილი სითხის რაოდენობა აუცილებლად უნდა ვაკონტროლოთ. ბავშვი, რომელიც ბევრ სითხეს სვამს, ბევრს უნდა შარდავდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, სხვა სასიგნალო სისტემა ჩაერთოს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი გაფრთხილებაა.“

#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniEkimi.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
ღირსშესანიშნაობები ლაოსში

ღირსშესანიშნაობები ლაოსში

18 February, 2025
ამ ხატზე ლოცვით ავთვისებიანი სიმსივნისგან განკურნებულან – წაიკითხეთ დაუჯდომელი საგალობელი

ამ ხატზე ლოცვით ავთვისებიანი სიმსივნისგან განკურნებულან – წაიკითხეთ დაუჯდომელი საგალობელი

18 თებერვალი 2025
პატარა ბაღის მოწყობის 10 ხერხი

პატარა ბაღის მოწყობის 10 ხერხი

თებერვალი 18, 2025
ამ პროდუქტებს თუ ხშირად მიირთმევთ, დაბერების პროცესი საგრძნობლად შენელდება

ამ პროდუქტებს თუ ხშირად მიირთმევთ, დაბერების პროცესი საგრძნობლად შენელდება

თებერვალი 18, 2025
მეცნიერებმა დინოზავრების ძვლებში უნიკალურ აღმოჩენას მიაგნეს

მეცნიერებმა დინოზავრების ძვლებში უნიკალურ აღმოჩენას მიაგნეს

14 თებერვალი 2025
მენჯის ტაძარი აშენებულია მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზთა სახელზე

მენჯის ტაძარი აშენებულია მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზთა სახელზე

თებერვალი 18, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
პლასტმასის საკვების კონტეინერები და გულის ჯანმრთელობა – ახალი კვლევის შედეგები

პლასტმასის საკვების კონტეინერები და გულის ჯანმრთელობა – ახალი კვლევის შედეგები

თებერვალი 19, 2025
ანჯელინა ჯოლი 16 წლის ქალიშვილთან ერთად პაპარაცების ობიექტივში

ანჯელინა ჯოლი 16 წლის ქალიშვილთან ერთად პაპარაცების ობიექტივში

თებერვალი 18, 2025
ესპანეთის ღირსშესანიშნაობები: კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის განძი

ესპანეთის ღირსშესანიშნაობები: კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის განძი

18 თებერვალი 2025
თამარ აბაკელიას ქუჩა — ისტორია და არქიტექტურული მნიშვნელობა

თამარ აბაკელიას ქუჩა — ისტორია და არქიტექტურული მნიშვნელობა

თებერვალი 18, 2025
იანვარში ინფლაციური მოლოდინები გაიზარდა — საქართველოს ეროვნული ბანკი

იანვარში ინფლაციური მოლოდინები გაიზარდა — საქართველოს ეროვნული ბანკი

თებერვალი 18, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights