სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიშენი ექიმიკვლევა - დიდი რაოდენობით ცილის მიღება არტერიებზე ცუდად მოქმედებს

კვლევა – დიდი რაოდენობით ცილის მიღება არტერიებზე ცუდად მოქმედებს

ახალი კვლევით დადგინდა, რომ დიდი რაოდენობით ცილის მიღება არტერიებზე ცუდად მოქმედებს. კვლევა Nature Metabolism-ში გამოქვეყნდა.

ამ დასკვნამდე პიტსბურგის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის მკვლევრები მივიდნენ. მათ იმ ადამიანების მონაცემები გააანალიზეს, რომლებიც ბევრ ცილას მოიხმარენ.

იმ შემთხვევაში, თუ თვქენი ყოველდღიური კალორიებიდან 22%-ზე მეტი ცილაა, ამან შეიძლება მაკროფაგების გაააქტიურება გამოიწვიოს. ეს იმუნური უჯრედების ტიპია, რომელიც არტერიებში ქოლესტერინისა და ცხიმის დაგროვებას იწვევს.

ეს ათეროსკლეროზის რისკებს ზრდის, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გულის შეტევა და ინსულტი.

მკვლევრებმა ასევე დაადგინეს, რომ კონკრეტული ამინომჟავა, ლეიცინი, ათეროსკლეროზის ერთ-ერთი მთავარი აქტივატორია.

„კვლევამ აჩვენა, რომ უკეთესი მეტაბოლიზმისთთვის დიდი რაოდენობით ცილების მიღება არ არის პანაცეა. ამით შეიძლება არტერიებს სერიოზული ზიანი მივაყენოთ”, — თქვა პიტსბურგის კარდიოლოგიის პროფესორმა და კვლევის თანაავტორმა ბაბაკ რაზანმა.

მკვლევრების თქმით, საკვები უნდა მივიღოთ ზომიერად და ვიზრუნოთ იმაზე, რომ ჩვენი დიეტა იყოს მრავალფეროვანი

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  ეს საოცარი შეგრძნებაა - ჩვენ ვარსკვლავების მტვერით ვართ შექმნილები!
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights