ოთხშაბათი, ნოემბერი 27, 2024
მთავარისხვა-ამბებიფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა - თუ აგერიათ ძილის რეჟიმი, გაწუხებთ ჭარბი ოფლიანობა,...

ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა – თუ აგერიათ ძილის რეჟიმი, გაწუხებთ ჭარბი ოფლიანობა, მუდმივად გაქვთ დაღლილობის შეგრძნება, გცვივათ თმა…

ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა…

თუ აგერიათ ძილის რეჟიმი, გაწუხებთ ჭარბი ოფლიანობა, მუდმივად გაქვთ დაღლილობის შეგრძნება, გცვივათ თმა, შესაძლოა, ეს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევაზე მიუთითებდეს…

„ფარისებრი ჯირკვალი, გამომუშავებული ჰორმონების საშუალებით, პრაქტიკულად, მთელ ორგანიზმს აკონტროლებს. არეგულირებს ნივთიერებათა ცვლასა და ენერგიის ცვლას“, – ამის შესახებ ენდოკრინოლოგმა, მედიცინის დოქტორმა, თამარ კუპრეიშვილმა გადაცემაში „ნამდვილი ექიმები“ – განაცხადა.

მისი თქმით, როცა სიმსუქნე, ან წონის დეფიციტია, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია აუცილებლად უნდა გაკონტროლდეს

„უნაყოფობა, მენსტრუალური ციკლის დარღვევა ხშირად ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციიის დარღვევასთანაა დაკავშირებული. არეგულირებს გულ-სისხლძარღვთა სისტემას. ასევე გულის რითმის დარღვევა, წნევის მატება, წნევის დაქვეითება შეიძლება ფარისებრ ჯირკვალთან იყოს დაკავშირებული. რის გამოც ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია ირღვევა, ერთ-ერთი მიზეზი იოდის დეფიციტია. შესაძლოა, ფარისებრ ჯირკვალში ანთებითი პროცესები განვითარდეს, რის შედეგადაც მწვავე თირეოდიტი, ან ქვემწვავე თირეოდიტი გვაქვს. ასევე, შესაძლოა, აუტოიმუნური დაავადებების როლიც იყოს. შესაძლოა, აუტოიმუნური პროცესების განვითარება გამოწვეული იყოს სტრესით, შესაძლებელია, მუცლადყოფნის პერიოდში მოხდეს რაიმე და რაღაც მომენტში ფარისებრი ჯირკვალი იმუნური სისტემის მიმართ უცხოდ აღიქმებოდეს“, – აღნიშნა თამარ კუპრეიშვილმა.

მისივე თქმით, სიმპტომები, რომლებითაც ფარისებრი ჯირკვლის დაავადება ვლინდება, დაკავშირებულია ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის გაძლიერებასთან – ჰიპერთირეოზთან, ან კიდევ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითებასთან – ჰიპოთირეოზთან.

„ჰიპერთირეოზის დროს წონის კლება, შფოთვა, გაღიზიანებადობა, ოფლიანობა, სითბოს აუტანლობა, შეიძლება მენსტრუალური ციკლის დარღვევა, დიარეა იყოს გამოხატული. ჰიპოთირეოზის, ანუ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითების დროს, გვაქვს წონის მატება, სისუსტე, დაღლილობა, თმის ცვენა, ფრჩხილების მტვრევა, კანის სიმშრალე, ამ შემთხვევაშიც მენსტრუალური ციკლის დარღვევა, ყაბზობისკენ მიდრეკილება, დეპრესია“, – განაცხადა ენდოკრინოლოგმა, მედიცინის დოქტორმა, თამარ კუპრეიშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, სიმპტომები შეიძლება ასევე ფარისებრი ჯირკვლის გადიდებასთან, ან ფარისებრ ჯირკვალში კვანძების წარმოქმნასთა იყოს დაკავშირებული

„შესაძლოა,ზოგჯერ გამოხატული იყოს: ხმის ჩახლეჩა, ყლაპვის გაძნელება, კისრის არეში შეშუპება, სიმკვრივე და ასე შემდეგ. ამ სიმპტომების შემთხვევაში, ფარისებრი ჯირკვალი უნდა გავიკონტროლოთ. ასევე, ფარისებრი ჯირკვალი უნდა გავიკონტროლოთ, თუ ფარისებრი ჯირკვლის დაავადების ოჯახური ისტორია, ანამნეზში თავ-კისრის დასხივება გვაქვს. თუნდაც, სტომატოლოგთან რენტგენოლოგიური გამოკვლევა, გარკვეული საფრთხის შემცველია. კარგი იქნება, ასეთ შემთხვევაში საყელოს თუ მოვითხოვთ ხოლმე“, – ამბობს თამარ კუპრეიშვილი.

„დიაგნოსტირების პირველი ეტაპი ულტრასონოგრაფიული გამოკვლევა და სისხლში ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონებისა და ჰიპოფიზის ჰორმონის თირეოტროპული ჰორმონის განსაზღვრა. საჭიროების შემთხვევაში, შემდეგ ეტაპზე ფარისებრი ჯირკვლის ქსოვილის მიმართ ანტისხეულებს ვიკვლევთ. თუ აქვთ კვანძი, რომელსაც საეჭვო ნიშნები აქვს, ტარდება ბიოფსია.

მკურნალობას ძირითადად, მედიკამენტურია. ოპერაცია იმ შემთხვევაში ტარდება, თუ ფარისებრი ჯირკვლის ავთვისებიანი დაავადებაა, თუ ჩიყვი დიდი ზომისაა, კვანძია დიდი ზომის, მეზობელ ორგანოებზე აქვს ზეწოლა და გვაქვს გრეივსის დაავადება. ეს ფარისებრი ჯირკვლის აუტოიმუნური დაავადებაა, რომლისთვისაც მედიკამენტური მკურნალობა არაეფექტურია“, – განაცხადა თამარ კუპრეიშვილმა.

#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniEkimi.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

25 November, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

25 ნოემბერი 2024
სამზარეულოს 3 ფერი, რომელიც 2025 წელს აქტუალურობას დაკარგავს

სამზარეულოს 3 ფერი, რომელიც 2025 წელს აქტუალურობას დაკარგავს

ნოემბერი 26, 2024
საიდან და როგორ დაიწყო „შავი პარასკევის“ ისტორია და რატომ მიიღო მან ეს სახელი

საიდან და როგორ დაიწყო „შავი პარასკევის“ ისტორია და რატომ მიიღო მან ეს სახელი

ნოემბერი 26, 2024
როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

20 ნოემბერი 2024
სჯობს თავად ნახოთ – წინანდალი – ადგილი, სადაც ქართული მეღვინეობის ისტორია იწერებოდა

სჯობს თავად ნახოთ – წინანდალი – ადგილი, სადაც ქართული მეღვინეობის ისტორია იწერებოდა

ნოემბერი 26, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ზეთის იმპორტი -რა ფასად ვყიდულობთ ზეთს

ზეთის იმპორტი -რა ფასად ვყიდულობთ ზეთს

ნოემბერი 26, 2024
როზმარინის ზეთი ზრდის თუ არა თმას რეალურად

როზმარინის ზეთი ზრდის თუ არა თმას რეალურად

ნოემბერი 26, 2024
ვენეციის კარნავალი 2025: ჯადოსნური ღონისძიება, რომლის გამოტოვებაც არ ღირს

ვენეციის კარნავალი 2025: ჯადოსნური ღონისძიება, რომლის გამოტოვებაც არ ღირს

26 ნოემბერი 2024
სპექტაკლი “დარაბებს მიღმა გაზაფხულია” – ახმეტელის თეატრში

სპექტაკლი “დარაბებს მიღმა გაზაფხულია” – ახმეტელის თეატრში

ნოემბერი 26, 2024
„ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნება საქართველოსა და მსოფლიოში

„ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნება საქართველოსა და მსოფლიოში

ნოემბერი 26, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights