სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარისხვა-ამბები„კომპენსაცია ვინც მიიღო, სურვილის შემთხვევაში, საავადმყოფოში მუშაობის გაგრძელების საშუალება ექნებათ“

„კომპენსაცია ვინც მიიღო, სურვილის შემთხვევაში, საავადმყოფოში მუშაობის გაგრძელების საშუალება ექნებათ“

რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმი აცხადებს, რომ იმ თანამშრომლებს, რომლებმაც კომპენსაცია მიიღეს, სურვილის შემთხვევაში, საავადმყოფოში მუშაობის გაგრძელების საშუალება ექნებათ. კახი ხუციშვილის თქმით, ამის წინააღმდეგი არავინ წავა.

„რაც შეეხება იმ ადამიანებს, რომელთაც კომპენსაციებს ხელი უკვე მოაწერეს. სხვათა შორის, პირდაპირ ამ საკითხით დაიწყო საუბარი ბატონმა პრემიერმა, რომ არის რაღაც ნაწილი, ვინც უკვე ხელი მოაწერა და კომპენსაცია ჩაერიცხა. ოპტიმალურად უნდა დაკომპლექტდეს, დარგის ხელმძღვანელობაც იქნება ამაში ჩართული, მთლიანად კოლექტივიც. იქნებიან ადამიანები, ვისაც აღარ უნდათ უბრალოდ იქ მუშაობა და დატოვებს კოლექტივს, ვისაც ამის სურვილი ექნება, უკან დაბრუნდება, ამის წინააღმდეგი არავინ არის. ჩვენ ამას არანაირად არ შევეწინააღმდეგებით, პირიქით, ჩვენ ყოველთვის ვამტკიცებდით, რომ ჩვენი ერთად მუშაობა იყო რესპუბლიკური საავადმყოფოს წარმატების ერთ-ერთი მთავარი საწინდარი“, – განაცხადა კახი ხუციშვილმა.

დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალთან შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ჯანდაცვის მინისტრიც დაესწრო.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ საავადმყოფოს უკანა ტერიტორიაზე აშენდება ახალი სამედიცინო დაწესებულება, ხოლო საავადმყოფოს შენობის დემონტაჟი არ განხორციელდება, ვიდრე არ აშენდება ახალი საავადმყოფო.

#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights