ორშაბათი, თებერვალი 2, 2026
მთავარიშენი ექიმი„Neuralink-ის პირველი პაციენტი მაუსს გონებით აკონტროლებს“ - ილონ მასკი

„Neuralink-ის პირველი პაციენტი მაუსს გონებით აკონტროლებს“ – ილონ მასკი

ცოტა ხნის წინ შევიტყვეთ, რომ ილონ მასკის კომპანიამ ადამიანის ტვინში პირველი ჩიპი ჩადგა.

როგორც ცნობილია, ყველაფერმა კარგად ჩაიარა. პაციენტის პირველადმა გამოკვლევამ ნეირონული აქტიურობა და იმპულსები გამოავლინა. პროცედურის შემდგომ ის თავს კარგად გრძნობდა.

პროდუქტს Telepathy ჰქვია. მისი მეშვეობით ადამიანები ტელეფონისა თუ კომპიუტერის გაკონტროლებას გონებით შეძლებენ, პირველი ცდის პირები კი ის ინდივიდები იქნებიან, რომლებიც კიდურებს ვერ ამოძრავებენ.

და აი ახლა, მასკი ამბობს, რომ იმპლანტის მიმღები ადამიანი მაუსის კურსორს გონებით მართავს.

„პროგრესი აშკარაა. ოპერაციის შემდეგ პაციენტი სრულად გამოჯანმრთელდა, ნერვული ეფექტები აღდგენილია და ახლა მას ეკრანზე მაუსის კურსორის გადაადგილება მხოლოდ ფიქრით შეუძლია”, — თქვა მასკმა.

Neuralink-ის მიზანი ადამიანის ტვინისა და კომპიუტერის ერთმანეთთან დაკავშირებაა, რასაც ნეიროკომპიუტერული ინტერფეისი ეწოდება. მისი მეშვეობით სხვადასხვა მძიმე ნევროლოგიური პრობლემის მქონე ინდივიდებს საშუალება ექნებათ, რომ სხვებთან ნორმალური კომუნიკაცია შეძლონ.

ჯერ კიდევ 2021 წელს ჩვენ ვნახეთ მაიმუნი, რომელიც Neuralink-ის ტვინის იმპლანტით Pong-ს გონებით თამაშობდა.

მაშინ ვიდეოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მაიმუნმა თავდაპირველად ჯოისტიკის გამოყენებით ისწავლა თამაში, რისთვისაც ბანანის სასმლით აჯილდოებდნენ. ამ დროს კი, Neuralink-ის მოწყობილობა იწერდა ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რომელი ნეირონები აქტიურდებოდა თამაშისას. ამ ინფორმაციის საფუძველზე მეცნიერებმა შეძლეს მაიმუნის კიდურების მოძრაობის პროგნოზირება. ნიმუშების შესწავლის შემდეგ, ჯოისტიკი, რომელსაც პეიჯერი იყენებდა, კომპიუტერიდან გამოაერთეს, მაიმუნმა კი მხოლოდ თავისი გონების გამოყენებით გააგრძელა თამაში.

ახლა, როგორც ჩანს, ადამიანის ჯერიც მოვიდა.

ამ მიმართულებით სხვა კომპანიებიც აქტიურად მუშაობენ. ასეთია, მაგალითად, Blackrock Neurotech, რომელმაც ადამიანის ტვინში ჩიპი ჯერ კიდევ 2004 წელს ჩანერგა. ასევე, Neuralink-ზე ნაკლებად არაინვაზიური პროცედურა შეიმუშავა Precision Neuroscience-მა. როგორ შედეგებს აჩვენებს Neuralink-ის ინტერფეისი, მომავალში გავიგებთ.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  გადანერგვის შემდეგ მიღებული ახალი ცხოვრება: გულში დამალული მეხსიერება
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights