პარასკევი, აპრილი 10, 2026
მთავარიშენი ექიმიმეცნიერები გვაფრთხილებენ - ამაზონის ტროპიკული ტყე კოლაფსის წინაშე დგას

მეცნიერები გვაფრთხილებენ – ამაზონის ტროპიკული ტყე კოლაფსის წინაშე დგას

ამაზონის ტროპიკული ტყე უზარმაზარ ზეწოლას განიცდის, რამაც შეიძლება, ის სულ მალე, 2050 წლისთვის მიიყვანოს ეკოსისტემის ფართომასშტაბიან კოლაფსთან. ამის შესახებ ახალი კვლევა იუწყება, რომელშიც მეცნიერები გვაფრთხილებენ იმ საზარელი შედეგების შესახებ, რაც ამ კოლაფსს ექნება რეგიონსა და მთელ პლანეტაზე.

ამაზონის რეგიონში თავს იყრის მსოფლიო მრავალფეროვნების 10 პროცენტზე მეტი; ამას გარდა, ინახავს და აკავებს იმდენ ნახშირბადს, რამდენის გამოყოფასაც (ნახშირორჟანგი) მსოფლიო დაახლოებით 20 წელი მოანდომებდა. ამით ის გლობალურ კლიმატს ასტაბილურებს.

ტყის ჩეხვის, გვალვების, ხანძრებისა და ტემპერატურის მატებით გამოწვეულმა სტრესებმა ამაზონის ტყეებს შოკებისადმი მდგრადობის უნარი შეუსუსტა; მეცნიერთა აზრით, ამან ის შეიძლება ე. წ. გარდამტეხ წერტილამდე მიიყვანოს, რაც უმნიშვნელოვანეს ეკოსისტემას უახლოეს ათწლეულებში შეუქცევადი გარდასვლის პროცესში შეიყვანს.

წაიკითხეთ სრულა

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

author avatar
© საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი
სანდო, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია | მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD)
  რა ხდება თქვენს ღვიძლში, როდესაც ალკოჰოლს თავს ანებებთ
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights