სამშაბათი, თებერვალი 3, 2026
მთავარისხვა-ამბები„დიპლომისშემდგომ სამედიცინო განათლებასთან დაკავშირებულ პრობლემებს აუცილებლად გადავჭრით“-ზაზა ლომინაძე

„დიპლომისშემდგომ სამედიცინო განათლებასთან დაკავშირებულ პრობლემებს აუცილებლად გადავჭრით“-ზაზა ლომინაძე

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების პროგრამაში მონაწილე ახალგაზრდებს შეხვდა. შეხვედრაზე ამ სფეროში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს.

ახალგაზრდების მოსაზრებით, დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლება ანუ რეზიდენტურა, რომელიც თანამედროვე სტანდარტებისა და საერთაშორისო რეკომენდაციების შესაბამისი დონის ექიმი-სპეციალისტების მომზადებას ითვალისწინებს, დღევანდელ ეტაპზე არსებულ მოთხოვნებს ვეღარ აკმაყოფილებს და გარკვეულ სრულყოფას საჭიროებს.

ახალგაზრდებმა კომიტეტის თავმჯდომარეს საკითხის მოგვარების თაობაზე თავიანთი ხედვა გააცნეს და იმ მიზეზებზე ისაუბრეს, რის გამოც დღეს პროფესიიდან ბევრი ახალგაზრდა გაედინება.

„ამ სფეროში გამოწვევები ნამდვილად არსებობს. დღეს უკვე მეორედ შევხვდით ახალგაზრდებს და მათ დეტალურად წარმოადგინეს ამ სფეროს რეფორმის შესახებ წინადადებები. მნიშვნელოვანია, რომ ბევრ საკითხში ჩვენი მოსაზრებები ემთხვევა, მათ შორის, არის ის, რომ საკმარისი არაა სარეზიდენტო ადგილები და ეს ადგილები დამატებით მოსაპოვებელია. ასევე ყურადსაღებია ის ფაქტი, რომ ბევრი სარეზიდენტო პროგრამა არის ფასიანი. განსაკუთრებით მოთხოვნად საექიმო სპეციალობებზე გვაქვს ადგილების დეფიციტი. ამ მიმართულებით მართლაც ბევრი გამოწვევა დაგროვდა, რომელთა გადაწყვეტაზე სამინისტროსთან ერთად ვმუშაობთ და უახლოეს ხანში წარმოვადგენთ ჩვენს გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ზაზა ლომინაძემ შეხვედრის შემდეგ.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  როგორ უნდა ვმართოთ გრიპის ვირუსი?
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights